in

ზეტ თაობისთვის Snoopy საკულტო პერსონაჟად იქცა

ყველა თაობას თავისი ინდივიდუალური მახასიათებელი აქვს, რაც მრავალი ფორმით გამოიხატება. მაგალითად, X თაობისთვის გარფილდის იდენტობა განსაკუთრებით საინტერესო და შესაბამისი იყო… ზეტ თაობა კი ამჟამად ყველასათვის საყვარელ ძაღლ Snoop-ს განადიდებს. სხვა სიტყვებით, ოდესღაც ნოსტალგიური სახე-ხატი ახლა სოციალური ქსელების ვირუსულ კონტენტად იქცა, ძველი კომიქსებითა და სატელევიზიო კლიპებით.

bog
bog-mob

ამგვარი სახით პირველად 1984 წელს გამოჩნდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა — რბილი სათამაშოს ფასი 100 დოლარსაც კი აღწევდა. თუმცა ზეტ თაობას მასში არა მხოლოდ ვიზუალი, არამედ პერსონაჟის მრავალრიცხოვანი ალტერ ეგოები იზიდავს. სნუპის წარმოსახვითი „გაქცევები“ განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც იდენტობისა და თვითგამოხატვის ფორმების ძიებაში არიან.

ალბათ, ყურადღების ცენტრში მოქცევის მიზეზად იმის დასახელებაც შეგვიძლია, რომ სნუპი ყოველთვის კულტურული და ფილოსოფიური აზროვნების ზღვარზე იმყოფებოდა. ასე ვთქვათ, უბრალო ბავშვური ანიმაციის ცნებას სცდება. ეს სიღრმე კი, ნოსტალგიასთან ერთად, ზუსტად ეხმიანება დღევანდელ ახალგაზრდებს.

„ფუდმასტერი” – ექსტრამითის ახალი პრემიუმხაზი მომხმარებელს მრავალფეროვან გემოს სთავაზობს

როგორ აჯამებს 2023 წელს „კრაკენი“