in

აი, როგორ და რატომ უნდა გამოვიყენოთ Snooze ფუნქცია Gmail-ზე

ადამიანების უმეტესობას აღიზიანებს, როცა საფოსტო ყუთი გადავსებულია. ამიტომაც, Gmail ითვალისწინებს ამ უსიამოვნო მომენტის თავიდან აცილების მნიშვნელობას და Snooze ფუნქციის გამოყენების საშუალებას იძლევა.

რა არის Snooze ფუნქცია?

აღნიშნული ფუნქციის მეშვეობით, მომხმარებლებს შეუძლიათ, შეტყობინებები დროებით დააარქივონ და სისტემას უთხრან, როდის დაბრუნდეს კონკრეტული მეილი შემოსულ შეტყობინებებში. მარტივად რომ ავხსნათ, ეს მაღვიძარას ჩაჩუმებას ჰგავს — ის რამდენიმე წუთით გტოვებთ, მოგვიანებით კი კვლავ რეკავს.

Snooze-ის გამოყენება ყველა თანამედროვე ელექტრონული ფოსტის ვებგვერდზე შეიძლება, მაგრამ ამჯერად გეტყვით, როგორ გააქტიუროთ ის Gmail-ზე:

  1. შემოსულ შეტყობინებებში სასურველი მეილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს საათის სიმბოლოზე დააწკაპუნეთ.
  2. აირჩიეთ წინასწარ დაყენებული დღეებიდან და დროებიდან ერთ-ერთი, ან დააწკაპუნეთ „აირჩიეთ თარიღი და დრო“, სხვა ვარიანტის მოსანიშნად.
  3. ბოლოს კი მონიშნეთ „შენახვა“.

ელფოსტა გაქრება (გადაინაცვლებს საქაღალდეში, სახელად Snooze) და შემდეგ კვლავ გამოჩნდება მითითებულ დროს.  *(შენიშვნა: მობილურ აპლიკაციაში ჯერ უნდა აირჩიოთ ელფოსტა თქვენს შემოსულებში, შემდეგ დააწკაპუნეთ სამ წერტილს, ზედა მარჯვენა კუთხეში და მონიშნოთ Snooze.)

რატომ უნდა გამოიყენოთ ეს ფუნქცია?

ელ. ფოსტის ჩაჩუმების მიზეზები ძალიან განსხვავდება მაღვიძარას ჩაჩუმების მიზეზებისგან. თქვენ არ გადადებთ რაიმეს, რადგან არ გსურთ მასთან გამკლავება — თქვენ გადადებთ რაღაცას, რადგან უფრო ლოგიკურია მისი მოგვიანებით გაკეთება.

1. მნიშვნელოვანი დეტალები გამოგრჩებათ

ყველას არ მოსწონს ნულოვანი საფოსტო ყუთი, მაგრამ თუ ზოგიერთი მეილის შემთხვევაში Snooze ფუნქციას არ გამოიყენებთ, 99%-ით გარანტირებულია, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამოგრჩებათ. როდესაც შეტყობინებას შემდგომი გამოგზავნისთვის გადადებთ, ის ხელახლა გამოჩნდება შემოსული წერილების ზედა ნაწილში. მას გვერდით დამატებითი ტექსტიც კი აქვს, რომელიც შეგახსენებთ, რომ ის ამ დროისთვის გქონდათ გადადებული.

ამ გზით, მაშინაც კი, თუ ათობით ან ასობით ელფოსტა  გაქვთ, შეტყობინება არ დაიკარგება.

2. ის საქმეების დროულად შესრულებაში გეხმარებათ

თუ შემოსულ შეტყობინებებს ისე აღიქვამთ, როგორც დავალებების სია, ე. წ. ჩაჩუმების ინსტრუმენტი ერთგვარ შეხსენებად იქცევა. იმის ნაცვლად, რომ დავალება სამუდამოდ თქვენს მოლოდინში „დაიმტვერსოს“, კონკრეტული მათგანი შესაბამის დროს შეგახსენებთ თავს.

მაგალითისთვის ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებლის ამბავზე ვისაუბროთ: „ელ.წერილი მივიღე ჩემი შვილის სკოლამდელი დაწესებულებიდან ბევრი ფორმის შევსების შესახებ, მაგრამ იმ მომენტში ქალაქგარეთ ვიყავი. ორი ალტერნატივა მქონდა: ან შემოსულ შეტყობინებებში ჩაკარგულიყო ეს ფორმები, ან დავალებების სიაში დამემატებინა „სკოლამდელი ფორმების შევსება“. ამის ნაცვლად, Snooze ფუნქცია ვამჯობინე — შვებულებიდან დაბრუნების პირველივე დღეს ხელახლა მომივიდა შეტყობინება, რაც ძალიან პრაქტიკული აღმოჩნდა“. 

ეს დროის დაბლოკვას ჰგავს: თქვენ გამოყოფთ გარკვეულ დროს კონკრეტული დავალების შესასრულებლად. თუ გსურთ დამატებითი მილის გავლა, შეგიძლიათ ეს დრო თქვენს კალენდარში დაბლოკოთ.

3. ის მუშაობს, როგორც სამუშაოების სია პრიორიტეტების გარეშე

თუ საინფორმაციო ბიულეტენს მიიღებთ, რომლის წაკითხვაც მოგვიანებით გსურთ, ან შემოსულ შეტყობინებებში ტოვებთ, ან სხვა საქაღალდეში გადაგაქვთ — ორივე შემთხვევაში ის დასაკარგადაა განწირული. ხოლო თუ ზუსტად იცით, როდის გეცლებათ ამ ბიულეტენის წასაკითხად, Snooze შესანიშნავი ალტერნატივაა.

გარდა ამისა, თუ ჯადოსნურად დაასრულებთ სამუშაოების სიას და რაიმე ახალ საქმეს ეძებთ, ყოველთვის შეგიძლიათ თქვენს “Deferred” საქაღალდეში და ნახოთ, არის თუ არა რაიმე ისეთი, რაზეც ახლა შეგიძლიათ ფოკუსირება.

Google Chromebook-ებს „ფარული მოთამაშეებისთვის“ უშვებს

შესაძლოა, კომპანიებში უფროსების პოზიცია ალგორითმმა დაიკავოს