in ,

ვილსონ ბენტლის “თოვლის კრისტალები” – ფიფქების შთამბეჭდავი მშვენიერება

ძნელად თუ მოიძებნება ისეთი მეცნიერული კვლევა, რომელმაც ღრმად დაიმკვიდრა ადგილი პოპულარულ კულტურაში და ჭეშმარიტება იქცა კლიშედ. ერთ-ერთი მსგავსი მეცნიერული აღმოჩენა ასეთია: ,,არ მოიძებნება ორი ერთმანეთის მსგავსი ფიფქი – თითოეული მათგანი უნიკალურია“.

XVII საუკუნის დასაწყისში, როცა „ცის მექანიკის“ გამოყენებამ მეცნიერებაში რევოლუცია მოახდინა, იოჰანეს კეპლერმა ცნობისმოყვარე გონება მიმართა თოვლის ფიფქებისკენ. მან მეგობრისთვის საახალწლოდ გააკეთა წიგნაკი „ექვსკუთხა ფიფქი“, სადაც ავტორი პოეტურად იკვლევდა, რატომ აქვს ფიფქს ექვსი მხარე.

ყოველთვის ეშვებით ექვსი კუთხით და ექვსი რადიუსით, ბუმბულივით შეჯგუფებული

ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე კრისტალოგრაფია ცალკეულ დარგად ჩამოყალიბდებოდა, კეპლერმა მთელი მეცნიერების წინ დააყენა საკითხი – რატომ არის ფიფქი ისეთი, როგორიც არის?

უკვე XIX საუკუნეში კი ამ თემას დაუბრუნდა ვილსონ ბენტლი. ის სულ რაღაც 15 წლის იყო, როცა დედამ დაბადების დღეზე მიკროსკოპის ჩუქება გადაწყვიტა. ვილსონს პატარაობიდანვე გამოარჩევდა ცნობისმოყვარეობა და ეს საჩუქარიც ამით დაიმსახურა. როდესაც ვილსონმა მიკროსკოპში პირველად იხილა თოვლის ფიფქი, ის გაოგნდა და ფიფქები იქცა მთელ მის ცხოვრებად.

„სილამაზის სასწაული“ – ასე მოიხსენიებდა ვილსონ ბენტლი თოვლის ფიფქებს და ამ მშვენიერების ესკიზებად გადმოცემა გადაწყვიტა, რასაც შემდგომ ფოტოებიც დაემატა. დიდი თხოვნის შემდეგ, 20 წლის იუბილეზე, მამისგან საჩუქრად მიიღო ფოტოაპარატი. 1880 წლის 15 იანვარს ვილსონ ბენტლიმ თოვლის ფიფქის პირველი ფოტო გადაიღო.

მე გამიჩნდა სურვილი და ამბიცია იმისა, რომ ხალხისთვის მეჩვენებინა ეს მშვენიერი მიმზიდველობა და მე ვყოფილიყავი მისი უშუალო უკვდავმყოფელი

და ასეც მოხდა, „თოვლის ფიფქის კაცი“ ასე მოიხსენია დუნკან ბლენშჰარდმა მის ბიოგრაფიაში. მან დაიმკვიდრა სახელი, როგორც თოვლის ფიფქის პირველმა ფოტოგრაფმა.

ვილსონის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, გამოქვეყნდა მისი ნამუშევრები, სახელწოდებით „თოვლის კრისტალები“.

„ბილაინის“ ყველა მობილური თამაში ერთ პორტალზე

Hyundai-მ Boston Dynamics დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარად შეიძინა