in

თოვლის ბაბუა თუ სანტა კლაუსი?! – ახალი წელი „თბილისი მოლში“

თბილისი მოლში“ ორი, ქართული და ევროპული ახალი წლის სადღესასწაულო კუთხე გაიხსნა. ასე დაიწყო სავაჭრო ცენტრის საახალწლო კამპანია „თოვლის ბაბუა VS სანტა კლაუსი“. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათი მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს, ვინ უნდა მოიყვანოს ახალი წელი საქართველოში – სანტა კლაუსმა თუ თოვლის ბაბუამ.

BOG
BOG

„7-დან 29 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს საკუთარი რჩეულისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა აქვთ. ამისთვის, „თბილისი მოლის“ რომელიმე ობიექტში იმ დღეს დახარჯული ნებისმიერი თანხის ქვითრის წარდგენა იქნება საჭირო. ყოველდღიურად გამოვლინდება გამარჯვებული – დღის ბოლოს, ყველაზე დიდი თანხის ქვითრის მფლობელის, 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა“.

„თბილისი მოლში“ თოვლის ბაბუას და სანტა კლაუსის კუთხეები მთელი კამპანიის განმავლობაში იდგება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, იქნება საბავშვო აქტივობებიც – ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 7 საათზე, შაბათს კი – 5 საათზე გაიმართება ბავშვთა გასართობი პროგრამა ანიმატორებისა და ბავშვების საყვარელი გმირების მონაწილეობით.

„კამპანიის ყოველ კვირა დღეს – 9, 16, 23 და 30 დეკემბერს, „თბილისი მოლის“ ტერიტორიაზე სათავგადასავლო თამაში “Treasure Hunt“ გაიმართება. გამარჯვებულებს, „თბილისი მოლისგან“, 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები გადაეცემათ“.

ამავე კამპანიის ფარგლებში, „თბილისი მოლი”, 25 დეკემბერს,  ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისათვის გამართულ საახალწლო წარმოდგენას უმასპინძლებს.

„30 დეკემბერს კი კამპანიის დასკვნითი ღონისძიება, მოძრაობის თეატრის გრანდიოზული შოუ გაიმართება და გამარჯვებული, ახალი წლის მთავარი გმირი, გამოვლინდება“.

საახალწლო კამპანია „თბილისი მოლში“ აქტივობის 8 იანვარს დასრულდება.

[R]

“მოგონებები გადავაქციე ნამუშევრებად” – ხელოვანი ქეთევან მატაბელი

Piro$money – სხვადასხვა რეალობის შერწყმით შექმნილი ირეალობა