წარმოიდგინეთ, რამდენად კომფორტული უნდა იყოს მატარებელი, რომ მონატრებული ცოლისა და შვილის ნახვის ნაცვლად, მგზავრობის გაურკვეველი მიმართულებით გაგრძელება მოგანდომოთ? როგორც ჩანს, სწორედ ასეთი მატარებლები ჰყავს კომპანია Iarnród Eireann-ს, რომელმაც თავისი ტრანსპორტის რეკლამირება საკმაოდ სახალისოდ გადაწყვიტა. ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც მატარებლის კომფორტით მოხიბლული მგზავრის ზუსტად ასეთ ისტორიას მოგვითხრობს, სააგენტო Publicis-მა მოამზადა.