in

სოციალური მედიის მომხმარებელთა სამი ტიპი: პირველწყარო, აგრეგატორი და კურატორი

frog

არ გეგონოთ  კიდევ ერთხელ ვაპირებდე კათეტერების ყბადაღებულ თემაზე საკუთარი იუმორის გამოცდას, ამ ეტაპზე სამი საინტერესო ტიპაჟის შესახებ მინდა მოგიყვეთ, რომელიც ამერიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციამ ოფიციალურად ჩამოაყალიბა,  სოციალური ქსელების მთავარ ბირთვად და მამოძრავებელ ძალად.

სანამ სოციალური მედია ყველა ტიპის  ინფორმაციას შთანთქავდა და მოინელებდა, საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიონალების ყოველდღიური ცხოვრება გაცილებით შაბლონურად გამოიყურებოდა. მედიასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები, BTL -ისა და ATL -ის ძირითადი პრინციპების ცოდნა, ანტიკრიზისული ორი ქეისის შესახებ ინფორმაცია და უკვე  ” დამკაში ”  იყავი გასული.

Facebook -მა მოულოდნელი სიყვარულივით ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ისეთი  მაღალი ნოტების აღება მოგვთხოვა  PR -შიკებს, რომელიც ჩვენს პიუპიტრზე  აქამდე საერთოდ არ ჩანდა.

დაფაცურდნენ სფეროს ტიტანები, დაიწყეს იმ ადამიანების ძებნა ვინც ჯადოსნურ ვიოლინოს გასაღებს ფლობდა, და მიხვდნენ რომ საქმე არც ისე მარტივადაა.

სოციალური ქსელის მომხარებლები თურმე კატეგორიებად იყოფიან, კატეგორიები კი ქვეკატეგორიებად.

  • პირველ კატეგორიაში მოხვდა ყველაზე მცირე ჯგუფი  ” Generators “

იდეის გენერატორები, გამომგონებლები, ადამიანები ვინც ქმნიან, ტრანსფორმაციას უკეთებენ ან დიგიტალიზაციას უკეთებენ თავის ან სხვის იდეას, რომლის დაშეარებით, დაკოპირებით , მოპარვით და დაბრალებით ვართ ჩვენ დაკავებულები.

ხშირ შემთხვევაში პირველწყარო ფართო საზოგადოებისთვის  უცნობია, ეს არიან ადამიანები, ვინც საზოგადოებრივ აღიარებაზე მეტად იდეების გავრცელებით არიან დაკავებულები, მათ სიამოვნებას ცნობადობაზე მეტად ის ანიჭებთ, რომ ადამიანები მათ იდეებს განიხილავენ , აკრიტიკებენ, აიტაცებენ ან უარყოფენ.

  • სოციალური მედიის მეორე ტიპი აგრეგატორები არიან

ადამიანები, ვინც  პოპულარობას და საკუთარი სტატუსის გამტკიცებას სხვისი იდეებით და აზრებით წარმატებით ახერხებენ, მათ ძალიან კარგად იციან პირველწყაროების მიგნება. კარგად იცნობენ გენერატორებს და  მათი იდეების გავრცელებაში დიდი წვლილი მიუძღვით.

ისინი კარგად იცნობენ იმ საინფორმაციო ჭებს სადაც აქტუალური ინფორმაცია იყრის თავს, მაგალითად : Googel Reader, HootSuite სხვა და სხვა RSS Feed-ები.

აგრეგატორები კარგად ცნობენ საზოგადოებრივ ინტერესებს. იციან რა სიხშირით , როდის და როგორ უნდა დაპოსტონ იმისთვის რომ მათი პოსტები შეუმჩვენელი არ დარჩეს და მაქსიმალურად ისიამოვნონ საყოველთაო აღიარებით.

  • მესამე ტიპის სოციალური მედიის მომხმარებელი კურატორია.

კურატორები და აგრეგატორები ერთმანეთს გვანან, თუმცა ნამდვილი კურატორები მუზეუმის თანამშრომლებივით არიან, მათ აქვთ თავისი მკაფიო წარმოდგენა, თუ რა ინფორმაცია შეიძლება იყოს საჭირო საზოგადოებისთვის და მხოლოდ ამ ტიპის ინფორმაციას ავრცელებენ. ისინი კონრეტული სფეროს ექსპერტებად ითვლებიან და შესაბამისად მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე კომპეტენტურად და დამაჯერებლად ითვლება.
frog

როგორც ამერიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაცია გვირჩევს, კარგი იქნება თუ სოციალური მედიასთან ურთიერთობის  მართვისას სამივე ტიპის  თანამშრომლებს გამოვიყენებთ,  ამ ტიპის რესურსების მოძიება ხშირად საკუთარი კომპანიაშიც შეიძლება, ასე რომ კარგად დააკვირდით სხვის და საკუთარ პოსტებს ,

ადამიანების ბუნებას ამ ბოლო დროს  ყველაზე ხშირად სოციალური მედია ” ყიდის ”   🙂

 

ავტორი: თეონა ბაღდავაძე



ჩვენ არ გვაქვს დროის ფუფუნება, დრო ჩვენს წინააღმდეგაა

“შენ თუ იცი სიყვარული რა ხილია?” – კულას ახალი პროდუქტი