in

როგორ შეიცვალა სოციალური მედია ტენდენციები 2023 წელს?

ციფრული სამყაროს ტრანსფორმაცია გრძელდება. ადამიანები კვლავაც ინტენსიურად არიან ჩართულები ონლაინ სამყაროში, თუმცა მათი ქცევების ცვლილების პარალელურად, ტრანსფორმირდება სოციალური მედიის სამყარო. იცვლება მათი რეიტინგი, ჩნდება ახალი სოციალური მედია პლატფორმები, ზოგი კი – მომხმარებლების აქტიურ გადინებას განიცდის. ყოველივე ეს დიდ საფიქრალს უჩენს ციფრულ მარკეტერებს, რომელთა მთავარი საზრუნავი სწორ აუდიტორიაზე ეფექტური წვდომაა. ამას ემატება ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების განვითარება. შესაბამისად, ჩნდება უამრავი კითხვა – როგორ შეიცვალა სოციალური მედია და როგორი იქნება ის მომავალში? როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი ჩვენს პროფესიულ განვითარებაზე და რისი ცოდნა/სწავლა დაგვჭირდება, რომ ფრენის სიმაღლეზე დავრჩეთ და განვვითარდეთ? 2023 წლის სოციალური მედიის ტენდენციების შესაჯამებლად, ალექსანდრე ჩომახიძეს მივმართეთ, რომელმაც სასარგებლო მიგნებები გაგვიზიარა, მომავალი წლისთვის.

M: შენი დაკვირვებით, როგორ შეიცვალა მთლიანობაში სოციალური მედია, ბოლო პერიოდში?

ამ შეკითხვას ვეცდები თან ვრცლად გავცე პასუხი და თან მარტივად, ცვლილებაზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, დაწყებული ვიზუალური მხარით და დასრულებული ალგორითმით რომელიც თითქმის ყოველდღიურად იცვლება და უკვე თავად ვითარდება AI ტექნოლოგიის დამსახურებით, ალბათ 2023 წელი ის გარდამტეხი მომენტი იყო და არის რომლის შემდეგაც სოც.მედია და ციფრული მარკეტინგი აღარ იქნება ისეთი როგორიც აქამდე იყო ან გვეგონა რომ იყო, მარტივად რომ ვთქვათ, ისევ და ისევ ორ ნაწილად იშლება ყველაფერი.

პირველი: მარტივი და ავტომატური, რომელსაც შეგვიძლია მივანდოთ მცირედი ჩარევით ჩვენი კომპანიის, ბრენდის, პერსონალური ბრენდის და განვთარების საშუალება.

მეორე: კომპლექსური როდესაც ჩვენ საშუალება გვაქვს ჩვენი კომპანიის, ბრენდის და პერსონალური ბრენდის განვითარება უფრო ფართო და მეტი დეტალიზაციიც განვავითაროთ ჩვენი ღრმა და დეტალური ჩარევით

სოც.მედია გიგანტები და პლატფორმები ვითარდება ყველა სახის მიდგომისთვის, რომ ყველა სახის მომხმარებელს მისცეს თავიანთ პლატფორმაზე განვითარების საშუალება.

M: წელს, რომელი საკომუნიკაციო არხები იყო ყველაზე აქტიური, მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის?

რა თქმა უნდა, ისევ და ისევ Facebook, იმის მიუხედავად, რომ გლობალურად მომხმარებლების გადინებას განიცდიან, თავად Meta ამას პრობლემად არ აღიქვავს, რადგან https://gs.statcounter.com/social-media-stats-ის სტატისტიკას თუ შევხედავთ Facebook-ს ყოველ წელს ერთ-ერთი საგრძნობლად მოწინავე პოზიციები უკავია:

Facebook – 63.64%
Instagram – 11.42%
Pinterest – 10.01%
Twitter – 8.44%
YouTube – 5%
reddit – 0.6%

ეს საერთაშორისო დონეზე, მაგრამ რა ხდება ჩვენს ქვეყანში?

Datareportal-ს თუ შევხედავთ საქართველოში შემდეგი სტატისტიკა გვაქვს:

Facebook  – 70.79%
Twitter – 5.75%
Instagram – 6.11%
Pinterest – 8.36%
YouTube – 5.20%
reddit – 1.49%
Linkedin – 0.88%
Vkontakte – 0.42%

დიახ, ყოველ წელს მატულობს Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, უფრო სწორედ „ბერდება“ თუ Instagram-ზე ახალგაზრდების რიცხვი მატულობს, Facebook-ის მომხმარებლები, ასე ვთქვათ, ბერდებიან და ეს მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, არამედ გლობალურად მიმდინარეობს. სხვებისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, ჩვენი ბაზრის ხარისხი ედვერთაიზინგის კუთხით არ არის მაღალი დონის, რის გამოც ჩვენ შემთხვევაში, ბევრი საინტერესო სიახლე გვიან ინერგება სისტემურად ბაზარზე და უშუალოდ ქვეყნის შიგნით რეკლამების ხარისხის კუთხითაც არ გამოვირჩევით, მაგრამ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Freelance ვებსაიტებზე, როგორიც Upwork-ია, ქართველ ედვერთაიზერებსა და სოციალური მედიის მენეჯერებს საკმაოდ ღირსეული ადგილი უჭირავთ.

M: რა ახალი არხები გამოჩნდა ბრენდებისთვის, ციფრული კომუნიკაციის თვალსაზრისით?

რთულია თქმა, იმის გათვალისწინებით, რომ იყო Clubhouse, რომელმაც დიდი გამოხმაურებით დაიწყო, მაგრამ ვერ მოახერხა მომხმარებლების შენარჩუნება, ახლა გამოჩნდა Thread, რომელმაც ასევე საკმაოდ დიდი რიცხვებით დაიწყო, მაგრამ ახლა ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს მომხმარებელთა დანაკარგში. რა თქმა უნდა, ეს კომპანიები ჯერ არ ნებდებიან მიმდინარე პროცესს.

ჯერჯერობით, ის ვიცით, რომ ეს პლატფორმები არიან თვალთახედვაში, სამომხმარებლო თვალსაზრისით: TikTok, ,YouTube, X (formally twitter), Snapchat, Reddit.

მოცემულ პლატფორმებს აქვთ საკმაოდ დიდი რესურსი, რომ არსებული მომხმარებლები როგორც შეინარჩუნონ და მოიზიდონ ახლები, სამომავლო განახლებით. შეკითხვის მთავარ აზრს თუ დავუბრუნდებით, ვფიქრობ, მოხდება საკმაო დივერსიფიკაცია და ხალხის გადანაცვლება, გამოჩნდება მიკრო სოც.ქსელის პლატფორმები და გარკვეული ჯგუფები გადაინაცვლებენ მოცემულ პლატფორმებზე, იმით აღარ გაიზომება ყველაფერი, თუ რამდენი მილიარდი მომხმარებელი ჰყავს რომელიმეს, არამედ რამდენია მათგან ხარისხიანი და როგორ აქტიურობენ კონკრეტულ პლატფორმებზე.

M: რა ტიპის კონტენტს ეხმაურება, მაგალითად, ახალგაზედა აუდიტორია უფრო მეტად?

ეს ძალიან საინტერესო საკითხია ჩემთვის. ამ კუთხით, პატარა კვლევა მაქვს, როგორც გლობალურად, ასევე ჩვენი ქვეყნის მაგალითზე:

  • სახალისო კონტენტი
  • მომხმარებელთა 49% ამბობს, რომ მხიარული კონტენტი ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელია (მაგრამ გააჩნია სფეროს)

კონტენტი, რომელიც უშუალოდ მომხმარებელთან არის ახლოს და მის ქცევას ეხება:

მომხმარებელთა 36% ამბობს, რომ მსგავსი კონტენტი მეორე ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი კონტენტია, რომლის გაზიარებაც ბრენდებს შეუძლიათ სოციალურ მედიაში. მომხმარებელთა თითქმის 70% იმასაც ამბობს, რომ სოციალური მედიის კონტენტის ავთენტურობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაპრიალებული, მაღალი ხარისხის კონტენტი. მარტივად რომ ვთქვათ, ხანდახან, მარტივი და მომხმარებელთან უფრო შესაბამისობაში მოყვანილი კონტენტი უფრო შედეგიანია, ვიდრე დიდ მასაზე გასული შინაარსის მქონე მასალა. ამ დროს, უფრო მცირე აუდიტორიაზე გავდივართ, მაგრამ კონვერტაცია უფრო მაღალია ამ აუდიტორიის მხრიდან.

კონტენტი, რომელიც ასახავს ბრენდის ღირებულებებს

კონტენტი, რომელიც ასახავს თქვენი ბრენდის ღირებულებებს, მესამე ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი კონტენტია მომხმარებლებისთვის. ეს ლოგიკურია, რადგან მომხმარებლები, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ზრუნავენ ბიზნესის კეთებაზე იმ ბრენდებთან, რომლებიც იზიარებენ იმავე ღირებულების სისტემებს და მხარს უჭერენ იმავე მიზეზებს, რასაც თავად. ვფიქრობ, ეს ქართველებს კარგად გამოგვდის (ძირითადად).

ახლა, ჩავშალოთ ეს ყველაფერი თაობების მიხედვით, თუ რა სახის კონტენტი მოსწონს თითოეულს სწავლისა და განათლების მიღებისთვის, ონლაინ სივრცეში:

Gen Z-ის მთავარი უპირატესობა სწავლისთვის არის მოკლე ფორმის ვიდეო TikTok/Reels, Story პოსტები ან მისთვის მნიშვნელოვანი ინფლუენსერისგან მოწოდებული მასალა.

Millennials-თვის მისაღებია მოკლე ფორმის ვიდეო TikTok/Reels, ads ან sponsored content და feed posts, სადაც გაეცნობა მასალას.

Gen Xers-ს ურჩევნია feed posts, online communities და მოკლე ფორმის ვიდეო TikTok/Reels.

Baby Boomers-ს ურჩევნიათ ads, sponsored content, feed posts და online communities – კონტენტი, სადაც გადავლენ და საგულდაგულოდ გაეცნობიან დეტალურ ინფორმაციას.

M: შენი რჩევით, რა სჭირდებათ კომპანიებს, რომ 2024-ში ეფექტური ციფრული კომუნიკაცია აწარმოონ სოც.მედიაში?

ამ ნაწილზე პუნქტებად კი ვისაუბრებ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი ინდივიდუალურია და სფეროზეა დამოკიდებული:

Less Copy & Paste, რა თქმა უნდა, ნაკლები მასშტაბური კონტენტი. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლისთვის უფრო მნიშვნელოვანია ორიგინალი კონტენტი და ნაკლები კოპირება, აქ საუბარია როგორც მიმსგავსებაში, ასევე უშუალო კოპირებაში. გვესაჭიროება მაქსიმალური ინდივიდუალიზმი, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ. საქართველოში ხშირად მინახავს მიმსგავსებული ტრენდები, ინფლუენსერების კოპირება, მათი ისტორიების გადმოქართულება და ბაზარზე არც თუ ისე კარგად მორგება. ასევე, გვყავს ინფლუენსერები და კომპანიები საინტერესო კრეატივითა და კონტენტის ინდივიდუალური მიდგომით გამოირჩევიან.

UGC Creators Shine და ვფიქრობ, მართლაც ასე იქნება, ეს ადამიანები ვფიქრობ შეავსებენ იმ გეპს კომპანიებისთვის რომელთაც არ აქვთ საშუალება ან არ ჰყავთ ჯგუფი ორიგინალი და ორგანული კონტენტის შესაქმნელად და ვფიქრობ, როგორც გლობალურად, ასევე ჩვენს ქვეყანაში განვითარდება ინფლუენსერების გარკვეული კატეგორია, რომელიც ამ ნაწილს შეითავსებს. მარტივად რომ ვთქვათ, გამოჩნდებიან კონკრეტული სფეროს მცოდნე/ენთუზიასტი ხალხი, ვინც შექმნის კომპანიებისთვის ორიგინალ და ინდივიდუალურ კონტენტს.

AI AI AI AI და ისევ AI მაგრამ მომდევნო წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება და უფრო მეტი შიში გაჩნდება საზოგადოებაში, რომ „უსამსახუროდ არ დავრჩეთ“, მაგრამ რეალურად, საჭირო იქნება იმ ხალხის გამოჩენა, ვისაც შეეძლება სწორად კომუნიკაცია და თანაცხოვრება AI ტექნოლოგიებთან.

ხალხი ამბობს, რომ იცის, როგორ გამოიყენოს ChatGPT, მაგრამ რეალურად ვერ იღებენ იმ დონისა და ხარისხის შედეგს, რაც რეალურად ამ ტექნოლოგიას შეუძლია. შესაბამისად, გამოჩნდება ხალხი, ვინც სწორად იცის ამ ყველაფრის გამოყენება და ვაკანსიებშიც ვიხილავთ მალე მსგავს მოთხოვნებს. ვფიქრობ, ბევრი წამყვანი ქართული კომპანია უკვე მომდევნო წლიდან დაიწყებს ამ მოთხოვნების მიხედვით კანდიდატის ძიებას.

რა თქმა უნდა, ეს სია არ იქნებოდა სრულყოფილი SEO-ს გარეშე, მაგრამ არა უბრალოდ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია არამედ სოც.მედიაში მისი ინტეგრაცია: “Keyword Search & SEO Take Center Stage” – ეს ტენდენცია უკვე დაწყებულია, მაგრამ მომავალი წლიდან ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი იქნება მათი ხილვადობა და ძებნადობა სოც.მედია პლატფორმებზე, რაზეც მათ ისევე მოუწევთ მუშაობა, როგორც ვებ-საიტის SEO ოპტიმიზაციაზე. ჩათვალეთ, ნელ-ნელა ჩნდება ახალი მიმართულება და პროფესია: Social Media Search Engine Optimization Specialist.

Gated Content ჩემთვის ყველაზე საინტერესო: გლობალურად უკვე დიდი ხანია დაინერგა, მაგრამ სოც.მედია პლატფორმებში ახლა უფრო აქტუალური გახდება. ესაა „ექსკლუზიური“ კონტენტი, რომელზეც წვდომის მისაღებად მომხამრებელს მოუწევს თანხის გადახდა ან გამოწერა, რომ მისი ინფლუენსერისგან, ვისი გამომწერიცაა, ექსკლუზიური ფასიანი კონტენტი მიიღოს.

Instagram ისევ გაართულებს პლატფორმას თავის ალგორითმით, მაგრამ კრეატორებს ვინც ამ ცვლილებებს სწორად და პროფესიონალურად მიუდგება დააჯილდოვებს უფრო მეტი შესაძლებლობით. მომდევნო წლიდან დავინახავთ ბევრი ინფლუესნერის გაქრობას და ასევე, ბევრის მოწინავე პოზიციებზე გამოჩენას.

M: ყველაზე მეტად, რისი სწავლა და გათვალისწინება დასჭირდებათ დიჯითალ მარკეტერებს, 2024-ისთვის?

იმის მიუხედავად, რომ #nocodedevelopment უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ვფიქრობ, დიჯითალ მარკეტერს მინიმალური ცოდნა მაინც უნდა ჰქონდეს ვებდეველოპმენტში და შეხება ჰქონდეს CRM სისტემებთან. ამას საბოლოოდ იქამდე მივყავართ, რომ მან უნდა იცოდეს როგორ იმუშაოს მონაცემებთან, როგორ დაამუშაოს ის და გამოიტანოს სწორი ანალიზი.

სულ ამას ვუმეორებ ჩემს სტუდენტებს: უნდა შევძლოთ სწორი ანალიზი და ყოველთვის ვიცოდეთ, რატომ იმუშავა ჩვენმა გაშვებულმა რეკლამამ, რატომ მოიტანა შედეგი და რაც მთავარია, ვიცოდეთ იმის მიზეზი თუ რატომ ვერ და არ იმუშავა გაშვებულმა რეკლამამ. აი, ეს ორი რამ როცა იცის მარკეტერმა და ამის გაანალიზება შეუძლია, მაშინ უკონკურენტო ხდება თავის სფეროში.

ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ თუ რა მიმართულებები უნდა იცოდეს ციფრულ მარკეტინგში კონკრეტულმა კანდიდატმა, მაგრამ თუ ინფორმაციის სწორად გაანალიზება და დასკვნის გამოტანა არ შეუძლია, მაშინ იმ დანარჩენს მნიშვნელობა ეკარგება.

არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს მიმართულება, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესო საკითხი და ერთ-ერთი ტრენდია: Storytelling will be Less Linear. რამდენად შეცვლის ეს სთორითელერების ქცევას გლობალურად და ჩვენს საზოგადოებაში Linear-დან Less Linear-ზე არ ვიცი, მაგრამ მალე გავიგებთ.

და რაც მთავარია, Soft Skills, რისი სოცნად არა მხოლოდ მარკეტერს, არამედ ყველა ადამიანს გვესაჭიროება.

M: მთავარ კითხვამდეც მივედით – როგორი ტენდენციებია მოსალოდნელი სოც.მედიაში, მომავალი წლისთვის?

ტრენდების კუთხით, საკმაოდ გრძელი სია გვაქვს და შევარჩიე არც ცოტა მაგრამ არც ბევრი მათგანი, რაც ვფიქრობ, მოსალოდნელია მომავალი წლისთვის:

Text-only პოსტები “sleeper hit of the year” და X (Twitter) ამ კუთით პოზიციებს იჭერს Thread-თან მიმართებაში.

სოც.მედია პლატფორმები გახდებიან ახალი საძიებო სისტემები

ხანგრძლივი ვიდეოები კვლავ გააქტიურდება.

Engagement გადაინაცვლებს ფიდიდან ინბოქსებში და ყველაფერი უფრო და უფრო
ინდივიდუალური გახდება (ქართულად რომ ვთქვათ, „პირადში მოგწერთ“, მაგრამ საბედნიეროდ ეს ტრენდი მაგას არ ნიშნავს).

გაიზარება უფრო მნიშვნელოვანი იქნება ვიდრე likes, comments, და followers.

Telegram შესაძლოა მომავლის Super App გახდეს, მოსალოდნელი ცვლილებების გათვალისწინებით.

Fediverse, რომელზეც შემიძლია დღედაღამ ვისაუბრო ვფიქრობ იქნება სოც.მედიის მომავალი, მაგრამ: it’s not here yet.

LinkedIn დაიმსახურებს აღიარებას Gen Z-გან.

TikTok Shop იქნება მოწინავე პოზიციებზე სოც.მედია შოპინგში.

ვფიქრობ, BeReal სტრატეგია აღარ დაგვჭირდება პლატფორმიდან იზუერების მაღალი გადინებიდან გამომდინარე.

TikTok განაგრძობს ვიდეოტრენდების წყაროდ პოზიციონირებას.

სოციალური სივრცე მეტავერსში, ჯერჯერობით, არ გადაინაცვლებს.

Social media managers will become best friends with AI ეს ჩვენს საზოგადოებაში რამდენად მოხდება 2024 წელს, ჯერ არ ვიცი.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ნახეთ: Disney 100 წლის იუბილეს მოკლემეტრაჟიანი ფილმით აღნიშნავს

თიბისი დაზღვევა ft. სტეფანე — საახალწლო ვიდეო