in

ქართული სოციალური საწარმოების B2B გამოფენა

15 ნოემბერს „სოციალური საწარმოების მე-2 B2B გამოფენა” გაიმართება. ღონისძიება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინიციატივით ტარდება. გამოფენა King David-ში, 12:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათამდე გასტანს. ორმოცამდე სოციალური საწარმო თავიანთ პროდუქციასა და მომსახურებას ერთ სივრცეში წარმოადგენს:უსაფრთხო სათამაშოებს, ტრადიციულ ხელნაკეთ დეკორატიულ და გამოყენებით ნივთებს, მისალოც ბარათებს, საბავშვო ავეჯს, სათამაშო მოედნებს, ხელით დაწნულ კალათებს, ტრადიციულ სუნელებს ისტორიული რეცეფტებით, თაფლს, ნატურალურ წვენებს, ღვინოს და ა.შ. იქნებიან ისეთი სოციალური საწარმოებიც რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ 24 საათიანი ზრუნვის მომსახურებას, კაფეს სერვისებს, მაკულატურის შეგროვებისა და გადამუშავების მომსახურებას, მუსიკალური თერაპიისა და გაფორმების სერვისებს.

გამოფენა მიზნად ისახავს, დააკავშიროს სოციალური საწარმოები და  ბიზნეს კომპანიები, გააღრმავოს საქმიანი ურთიერთობები სხვადასხვა სექტორს შორის და ხელი შეუწყოს სოციალური მეწარმეობის განვითარებას საქართველოში. B2B გამოფენა „სოციალური საწარმოების საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით იმართება.

“დახუჭე თვალები და იფიქრე შობაზე” – ნაომი კემპბელი “Burberry”-ის რეკლამაში

ცხოვრების სიიაფით, საქართველო მე-12 ადგილზეა