in

„ზოგჯერ, უბრალოდ იცი, რომ სწორად იქცევი“ – „სოკარი“ 2019 წელს აჯამებს

ხეების დარგვა, მზის პანელები, საქველმოქმედო აქციები, ახალგაზრდების და შშმ პირთა მხარდასაჭერი პროექტები – „სოკარმა“ 2019 წლის CSR პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებზე საჯაროდ ისაუბრა. როგორც თავად ამბობენ, ყველაფერი, რაზეც კომპანიამ გასული წლის განმავლობაში იზრუნა, ექსპერტებთან ერთად განიხილეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს. ანგარიშის წარდგენის ბოლოს კი სტუმრებს ვიდეო წარუდგინეს, რომელშიც „სოკარის“ აქტივობები და სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის რეაქციებია ნაჩვენები.

 

„სოკარის“ წარმომადგენლების თქმით, ლათინური, რუსული და იშვიათად ქართული შრიფტით მიწერილი ნეგატიური კომენტარები მათთვის დაბრკოლება არ იქნება. ამბობენ, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც იზრუნებენ გარემოზე, ელექტრომობილების პოპულარიზაციაზე, სპორტის განვითარებაზე, ახალგაზრდების, ქალების, შშმ პირებისა და მოხუცების მხარდაჭერაზე – სამომავლო გეგმები „სოკარმა“, საზოგადოებას, სწორედ 2019 წლის შეჯამებისას გააცნო.

[R]

TBC PAY-ს ახალი მობილური აპლიკაცია აქვს

“მამბა სამუდამოდ!” – Nike-ის ვიდეორგოლი კობი ბრაიანტის ხსოვნას