15
Oct
2019

„სოკარმა“ ავტოგასამართი სადგური სამყურა ფოთლებით და ირლანდიური პაბის ელემენტებით გააფორმა

15 Oct 2019

„სოკარის“ კრეატიული კამპანიის შესახებ უკვე, თითქმის, მთელმა საქართველომ გაიგო – 2020 წლის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით, მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, კომპანიის რებრენდირებული ავტოგასამართი სადგურები არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიხსნა.

 

 

„რიგით მერვე რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ გაიხსნა და სწორედ ის მიესალმება საქართველოში შესარჩევი მატჩისთვის ჩამოსულ ირლანდიელ მოთამაშეებს და გულშემატკივრებს. ავტოგასამართი სადგური, რომელიც დუბლინში გამოგზაურებთ, დიზაინერებმა ბევრი სამყურა ფოთლითა და ტრადიციული ირლანდიური პაბის ვიზუალური ელემენტებით გააფორმეს“.

UEFA-ს ინიციატივით, ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გლობალურად აღინიშნება და მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება.

„ჩემპიონატის გლობალურ აღნიშვნას „სოკარიც“ შეუერთდა და გადაწყვიტა, საკუთრებაში არსებული რამდენიმე ავტოგასამართი სადგური მატჩების მასპინძელი ქალაქების დამახასიათებელი ელემენტებით გააფორმოს. თუმცა, მთლიანობაში, 11 ავტოგასამართი სადგური გაფორმდება ახლებურად, რადგან ჩამონათვალში არ შედის მხოლოდ პეტერბურგი. კომპანია „სოკარი“ ითვალისწინებს ქვეყნებს შორის არსებულ ვითარებას და საქართველოში რუსეთის ქალაქის წარმოჩენისგან თავს იკავებს. 2020 წლის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატისადმი მიძღვნილი კამპანია 2019 წლის დეკემბერში სრულდება“.

„სოკარის“ წარმომადგენლების თქმით, კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რაც განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს.

[R]

განხილვა