in

PS5 ყოველი დღის მეათასე მომხმარებელს და ევროპის ჩემპიონატის 3 საგზური სოკარისგან

დღეს ევროპის ჩემპიონატი იწყება, რასაც ქართველი გულშემატკივრები განსაკუთრებით ველოდებოდით 26 მარტის შემდეგ. ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, რაც მთელი ქვეყნისთვის დიდი სიხარულია. ამ საერთო განწყობას კი ადგილობრივი კომპანიები თუ ბიზნესებიც უერთდებიან და ცდილობენ, მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებები შექმნან. მათ შორისაა სოკარიც  — კომპანია ერთთვიან კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ PlayStation 5 და ჩემპიონატის საფინალო მატჩის ბილეთები მოიგონ.

სოკარში ევრო24-ის საჩემპიონო მარათონის ფარგლებში, 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, ჩაასხი ნებისმიერი ოდენობის საწვავი ენერჯი ბარათით და მიიღე მოგების შანსი.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, PlayStation 5-ის მოგების შანსი ყოველდღე ექნებათ — დღის განმავლობაში ყოველი მე-1000 მომხმარებელი მოიგებს PS5-ს. ჯამში 27 ფლეისთეიშენი გათამაშდება.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის ფინალის 2-კაციან საგზურს, ის მხოლოდ სამჯერ გათამაშდება — საქართველოს ნაკრების მატჩების დღეებში: 18, 22 და 26 ივნისს და ამ შემთხვევაშიც მეათასე მომხმარებელი შეძლებს მოგებას.

„თვალი ადევნე EURO2024-ს და უგულშემატკივრე საქართველოს! 

არ გაუშვა შანსი, გახდი გამარჯვებული!“

[R]

როგორ გააერთიანოთ თქვენი კოლეგები იდეის გარშემო

მურალები გულის შეტევით გარდაცვლილ გულშემატკივრებს მიუძღვნეს