in

„სოკარი“ Formula 1-ისა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზურებს ათამაშებს

2020 წელი „სოკარმა“ უამრავი სიახლით დაიწყო. კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა კონკურსსა და გათამაშებას სთავაზობს. ერთ-ერთი კონკურსის ფარგლებში „სოკარი“ ფორმულა 1-ის საგზურებს ათამაშებს.

კონკურსი „ფორმულა“ პირველი თებერვლიდან დაიწყო. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა საცალო მომხმარებელს, ვინც ფლობს განახლებულ სტანდარტულ ენერჯი ბარათს და ავტომობილისთვის „სოკარის“ ნანო პრემიუმს, ან ნანო ევრო დიზელის ტიპის საწვავს მოიხმარს.

„პირველი თებერვლიდან 25 მაისის ჩათვლით, ყოველ თვე „სოკარი“ გამოავლენს ორ გამარჯვებულს, რომლებიც თვის განმავლობაში ყველაზე მეტ ნანო პრემიუმს, ან ნანო ევრო დიზელს მოიხმარენ. ორივე გამარჯვებული დაჯილდოვდება საგზურით ბაქოში და 5- 6-7 ივნისს გასამართ დაუვიწყარ ფორმულა-1-ის რბოლას დაესწრება. ჯამში, კომპანია „სოკარი“ ოთხი თვის განმავლობაში, 8 გამარჯვებულს გამოავლენს. იმისთვის, რომ თვალი ადევნოთ კონკურსის მიმდინარეობას, შეგიძლიათ, მობილურ  ტელეფონში გადმოწეროთ აპლიკაცია Socar Geo. სწორედ მისი მეშვეობით შეძლებთ, აკონტროლოთ საწვავის მოხმარება, მიიღოთ სიახლეები კონკურსის მიმდინარეობის შესახებ და შეამოწმოთ ყოველი თვის ჭრილში მოხმარებული საწვავის ოდენობა“.

კონკურსი „ფორმულა“ ერთადერთი სიახლე არ არის, რასაც „სოკარი“ მომხმარებელს სთავაზობს. საქართველოს მასშტაბით, 11 ავტოგასამართი სადგურის რებრენდინგის შემდეგ, კომპანიამ მომხმარებლების წახალისება გადაწყვიტა და ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალის ბილეთებს ათამაშებს.

„კონკურს „ფორმულას“ პარალელურად, პირველი თებერვლიდან 25 მაისის ჩათვლით, მომხმარებლები, რომლებიც „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე ყველაზე მეტ ნანო ევრო რეგულარს ან ბუნებრივ აირს შეიძენენ, ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალის ორ ბილეთს მიიღებენ, რომელიც გაიმართება ბაქოში, 2020 წლის 4 ივლისს. აუცილებელი პირობაა, რომ საცალო მომხმარებლები სტანდარტულ განახლებულ ენერჯი ბარათს ფლობდნენ. ამ კონკურსის შემთხვევაშიც, „სოკარი“ თვეში ორ გამარჯვებულს გამოავლენს. მონაცემების გადამოწმება, თუ რომელ პოზიციაზე იმყოფებით კონკურსის ფარგლებში, შესაძლებელია მობილური აპლიკაციით Socar Geo“.

[R]

რას უკვეთავენ ცნობილი ადამიანები “მაკდონალდსში”? – რეკლამა სუპერთასისთვის

ჭადრაკი დიზაინში – ანუ როგორ იქცა ქართული ჭაჭა „გროსმაისტერად“