in

„მეგზურსაც გააჩნია” – SOCAR Georgia Petroleum-მა ახალი კამპანია წამოიწყო

ცხოვრებაში აქცენტებს უმეტესწილად ლიდერებზე აკეთებენ. მათზე, ვინც რაღაცას მართავს. იქნება ეს სამსახური, ცხოვრება თუ უბრალოდ მანქანის მართვა, იშვიათად ამახვილებენ ყურადღებას მეგზურზე, ადამიანზე, რომელიც მმართველს გვერდით ჰყავს და დიდ დატვირთვას იძენს. კარგი მეგზურის წყალობით, ჩვენ ვქმნით კარგ თავგადასავალს. 

ამ თემასთან დაკავშირებით, SOCAR Georgia Petroleum-მა ახალი კამპანია წამოიწყო, რომელსაც ჰქვია „მეგზურსაც გააჩნია”. ამით ბრენდი გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ის ადამიანები კი არ არიან მნიშვნელოვნები, რომლებიც მესაჭის მხარეს სხედან, არამედ ისინიც, ვინც მათ გვერდით არიან – ხშირად შეუმჩნევლები, თუმცა რეალურად, შეიძლება ისინი გვეხმარებოდნენ ლიდერული პოზიციების მიღწევასა და შენარჩუნებაში. 

კამპანიის ფარგლებში, 31 ოქტომბერს პირველი ვიდეო გამოქვეყნდა, რომელიც მძღოლისა და მეგზურის ურთიერთობას გვიჩვენებს და გვეუბნება, რომ თუ ლიდერობისკენ მიისწრაფვი, მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების იმედად არ უნდა იყო, არამედ „მეგზურსაც გააჩნია”, ამიტომ სასურველია, სწორად შეარჩიო იგი.

შესაძლოა, ეს „ბურთები“ დრონებს უსაფრთხო ფრენაში დაეხმაროს

მეცნიერებმა კრეატიულობის საზომი შექმნეს