in

„თუ პორტუგალიას მოვუგებთ, მე…” – SOCAR Georgia Petroleum-ის საჩუქრები კომენტარების ავტორებს

საქართველო-პორტუგალია EURO 2024-ზე. ანგარიში 2:00 საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სასარგებლოდ. 2024 წლის 26 ივნისი ქართველ გულშემატკივარს არასოდეს დაავიწყდება, რადგან ისტორიული კადრების მომსწრენი გავხდით – საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი მატჩი მოიგო და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გადავიდა.

მატჩის დაწყებამდე პროგნოზები განსხვავდებოდა: ზოგი სკეპტიკურად იყო განწყობილი, ზოგი ოპტიმისტურად, ზოგიც – სასწაულის იმედად. სწორედ ამ განწყობის გადასამოწმებლად, Marketer.ge-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოჩნდა პოსტი კითხვით – „ვინ რას იზამთ, თუ დღეს მოვუგეთ პორტუგალიას? აბა, გისმენთ!”.

პოსტმა დიდი ჩართულობა გამოიწვია. ზოგიერთი კომენტარი კომიკური იყო, ზოგი სერიოზული. საერთო ჯამში, უამრავმა ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი დაპირება. კომენტარების ავტორებს ალბათ არც უფიქრიათ, რომ ხუმრობა-ხუმრობაში დაწერილ ამ  გზავნილებს ვინმე აუსრულებდა. აბა, როგორ უნდა იფიქრო, რომ შენი 15 კილოგრამის დაკლებაზე რომელიმე კომპანია იზრუნებს, ან საზღვარგარეთ მყოფს ვინმე მოგწერს, რომ ჩამოსასვლელ ბილეთს გიყიდის…

თუმცა ეს საღამო სასწაულების იყო, როგორც სპორტულად, ისე ადამიანურად. SOCAR Georgia Petroleum აკვირდებოდა ხალხის სურვილებს და გადაწყვიტა, რამდენიმე გულშემატკივარი შემთხვევითობის პრინციპით აერჩია და დაესაჩუქრებინა. თითქმის არცერთი კატეგორიის სურვილი არ დარჩა უყურადღებოდ. მომხმარებლებს გადაეცათ: პორტუგალიის საგზური, ადგილობრივებისთვის ჩურჩხელების დასარიგებლად; ცოლის მოყვანის შემთხვევაში, თაფლობის თვის საჩუქარი – ვენეციის საგზური, სპორტული დარბაზის აბონემენტი, გამაჯანსაღებელი სპაცენტრის ვაუჩერი, თვითმფრინავის ბილეთი, ტური თუშეთში და ფაფახიც კი.

როგორ ჩაერთო ამ პროცესში კომპანია, ამაზე SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორი, ნოდარ ყანჩაველი გვესაუბრა:

26 ივნისს ისტორიული დღე იყო თითოეული ქართველისთვის, 2-0-ით გავიმარჯვეთ პორტუგალიასთან მატჩში და გადავედით 1/8 ფინალში. ის ემოცია, რაც ნაკრების ბიჭებმა გვაჩუქეს, არის ენით აღუწერელი. თითოეული ჩვენგანი სიამაყით აივსო და დავიჯერეთ, რომ შეუძლებელი არაფერია!

მოგვინდა, ჩვენც გამოვხმაურებოდით ამ ამბავს და საერთო ეროვნულ ზეიმში დამატებითი სიხარული შემოგვეტანა.

დიდი ზეიმის ფონზე გაგვახსენდა, რომ Marketer-მა საზოგადოებისთვის გამოწვევა წამოიწყო, სადაც უნდა დაეწერათ, რას იზამდნენ, თუ საქართველო მოუგებდა პორტუგალიას. ვიფიქრეთ, რომ როგორც ნებისმიერი გზის თანმხლებ და ხელის შემწყობ ბრენდს, ამ რეზოლუციების შესრულების გზაზეც აუცილებლად უნდა დავხმარებოდით ქართველ გულშემატკივარს.

გამოვეხმაურეთ მარკეტერის საინტერესო პოსტს და ამოვარჩიეთ რამდენიმე საინტერესო კომენტარის ავტორი, რომლებსაც ვეხმარებით დანაპირების ასრულებაში. სპონტანურად, ბევრი ფიქრის გარეშე, გავიარეთ იდეის არსი და მაშინვე გადავედით აღსრულების ნაწილზე.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ ყველა კომენტარს გამოეხმაურო და აქ ობიექტური კრიტერიუმიც ვერ იარსებებს. უბრალოდ, ყველა იმ კომენტარის ავტორს შევეხმიანეთ, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრებისთვის ემოციური, სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.

ამ პროექტის პარალელურად, აქტიურად მიმდინრეობს ჩვენი საჩემპიონო მარათონი, რომელიც 14 ივნისიდან და 14 ივლისამდე გაგრძელდება”.

[R]

სინამდვილეში, რას უნდა ითვალისწინებდეს კომპანიის ზარალის დათვლა

როგორ უწყობს ხელს ხელოვნური ინტელექტი მარკეტინგის ინდუსტრიის ზრდას