in

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“ და „კია მოტორს ჯორჯიამ“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

„კია მოტორს ჯორჯიას“ შოურუმში, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმსა“ და „კია მოტორს ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ და „კია მოტორს ჯორჯიას“ დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა მოაწერეს.

bog
bog-mob

მემორანდუმის ფარგლებში, კომპანიები მომხმარებლებს არაერთ ერთობლივ აქციას, კამპანიას, სიახლესა და სიურპრიზს შესთავაზებენ. რამდენიმე მათგანი, მხარეებმა, დოკუმენტის ხელმოწერის დღესვე გააჟღერეს.

შეთანხმების შედეგად, მომხმარებელი, რომელიც „კია მოტორს ჯორჯიაში“, ახალ ავტომობილს შეიძენს, სპეციალურ, ენერჯი ბარათს მიიღებს, რომელზეც, საჩუქრად, დარიცხული ექნება 40 ლიტრი საწვავი. გარდა ამისა, ენერჯი ბარათით, მომხმარებელი ბენზინსა და დიზელზე 20-თეთრიანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

სპეციალური ენერჯი ბარათი გადაეცემათ „კია მოტორს ჯორჯიას“ ავტოსერვისის მომხმარებლებსაც. ბარათის მეშვეობით, ისინი „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავს 20-თეთრიანი ფასდაკლებით შეიძენენ. სპეციალურ ფასდაკლებას მიიღებენ „სოკარის“ ენერჯი ბარათის მფლობელებიც „კიას“ ავტომობილის შეძენისას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, თბილისში, „სოკარის“ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე „კიას“ Pop-up შოურუმებიც მოეწყობა.

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი და კია მოტორს ჯორჯია მომხმარებელს კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს და მათ შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად გავავრცელებთ“.

 

[R]

მნიშვნელოვანი გარიგება ჩიპებისა და AI-ის მიმართულებით – Nvidia ARM-ს $40 მილიარდად ყიდულობს

ყველაფერი TikTok-ით იწყება! – Ogilvy-ის ნამუშევარი