ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებული „სოკარის“ კრეატიული კამპანია დასასრულს მიუახლოვდა. ევრო 2020-ის ფინალურ ფაზას ლონდონი უმასპინძლებს. ამიტომ, კამპანიის დასასრულიც სწორედ ამ ქალაქს დაუკავშირდა – „სოკარმა“ რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური გახსნა, რომელიც ლონდონის სიმბოლიკითაა გაფორმებული.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, „სოკარის“ კრეატიული კამპანიის ფარგლებში, არაერთი რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური გაიხსნა. UEFA-ს ინიციატივით, ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გლობალურად აღინიშნება. ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 ქვეყანაში ჩატარდება. ამ ღონისძიებებში კომპანია „სოკარიც“ ჩაერთო და რიგით მე-11, განახლებული ავტოგასამართი სადგური გახსნა, აღმაშენებლის ხეივანში, რომელიც ლონდონში გამოგზაურებთ. აქ შეხვდებით ქალაქის ცნობილ სიმბოლოებს: ტელეფონის წითელ ჯიხურებს, ავტობუსებსა და ტაქსებს. ასევე, სადგურის კედლები გაფორმებულია ქალაქის მეტროს რუკითა და ლონდონის მეტროს ცნობილი ლოგოთი. აქვე გამოფენილი იქნება „სოკარის“ კრეატიული კამპანიის ფარგლებში რებრენდირებული ყველა ობიექტის გრაფიკული გამოსახულებები“.
„სოკარის“ კამპანიის ფარგლებში, ახლებურად 11 ავტოგასამართი სადგური გაფორმდა. თითოეული მათგანი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების: რომის, ამსტერდამის, გლაზგოს, ბუდაპეშტის, კოპენჰაგენის, ბილბაოს, ბუქარესტის, მიუნხენის, დუბლინის, ბაქოსა და ლონდონის ძირითადი მახასიათებლებითა და ღირსშესანიშნაობებითაა დატვირთული. ჩამონათვალში არ შედის მხოლოდ პეტერბურგი. კომპანია „სოკარი“ ითვალისწინებს ქვეყნებს შორის არსებულ ვითარებას და საქართველოში რუსეთის ქალაქის წარმოჩენისგან თავს იკავებს.
„კრეატიული კამპანიის პარალელურად, „სოკარი“ CSR პლატფორმის, „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ ფარგლებში, გარემოს დაცვის მიმართულებით განაგრძობს აქტივობებს. გარდა იმისა, რომ აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ავტოგასამართი სადგური ლონდონის სიმბოლიკით გაფორმდა, მის სახურავზე დამონტაჟდა YINGLI SOLAR-ის მზის პანელები. დადგმული სიმძლავრე შეადგენს 30 KW-ს. პროექტის შემსრულებელი კომპანია – Green Energy. ეს რეგიონში პირველი და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია“.
მზის პანელები თვეში, დაახლოებით, 3 მგვტ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც 10-მდე ხის გადარჩენას უტოლდება. ამ პანელებით მიღებული ენერგიით, სადგურის გარდა, „სოკარის“ ახალი ბრენდი -Way Mart-ის მაღაზია მომარაგდება. პროექტის წარმატების შემთხვევაში, მსგავსი პანელები კომპანიის სხვა, უფრო მსხვილ სადგურებზეც გაკეთდება.
[R]