SOCAR Georgia Petroleum-ის ბოლოდროინდელი კამპანიის ფარგლებში, „მეგზურსაც გააჩნია”, კიდევ ერთი ახალი ვიდეორგოლი გამოვიდა. ამჯერად ვიდეოში გადმოცემულია ეპიზოდი, როცა შეიძლება სამოგზაუროდ მარტოები მივემგზავრებოდეთ, მაგრამ მოცემულობები მოულოდნელად შეიცვალოს, რადგან მნიშვნელოვანია, თუ ვინ დაგვემგზავრება გზაზე.
კამპანიის ძირითადი გზავნილი, რომ კარგი მეგზურის ყოლას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ამ ახალ ვიდეოშიც იკითხება.