in

თვითმომსახურება – ყველაფერი მარტივადაა! – SOCAR Georgia Petroleum-ის ახალი ვიდეორგოლი

მანქანაში საწვავის ჩასხმა ჩვენი ყოველდღიური რუტინაა. იქიდან გამომდინარე, რომ ირგვლივ უამრავი ავტომობილია, საჭიროა მარტივი მექანიზმის შექმნა, რომელიც ამ რუტინას კომფორტულ და სწრაფ პროცესად აქცევს.

SOCAR Georgia Petroleum-ის ახალთახალ ვიდეოში სწორედ ეს სიმარტივეა ასახული, დაახლოებით ისე, როგორც ჰოლივუდურ ფილმებში გვინახავს – გადმოდიხარ, მიდიხარ სადგურზე არსებულ ვეი მარტის მაღაზიაში და მოლარეს ეუბნები, რომელი საწვავის ჩასხმა გსურს, ატარებ ბარათს, შემდეგ საწვავის პისტოლეტს ავზში მოათავსებ და ეგ არის – ამ ყველაფერს შეიძლება წუთიც არ დასჭირდეს ჯამში. გარდა ამისა, კიდევ ერთი სარგებელი ის გაქვს, რომ ნაკლების გადახდა გიწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ფასების გადამოწმება ამ ვებგვერდზე შეგიძლია.

სოკარის მიზანია, მომხმარებელს საწვავის ჩასხმა გაუმარტივოს და ამისთვის თვითმომსახურების სადგურებს ამატებს. ვიდეორგოლიც სწორედ ამის საცნობებლად გადაიღო, რათა გვითხრას, რომ – თვითმომსახურება – ყველაფერი მარტივადაა!

 

[R]

რძის კომიქსებიანი ბოთლის დიზაინი, როგორც ბავშვების წახალისების მცდელობა

Kontakt Home ახლა უკვე Tbilisi Mall-ში გელოდებათ!