საავიაცო საკონსულტაციო კომპანიამ Factorydesign წარმოადგინა პროექტი, თუ როგორ შეიძლება მიიღწეს სოციალური დისტანცია თვითმფრინავებში კორონავირუსის პიკის გადავლის შემდეგ. სკამების დიზაინი შეიქმნა იმისთვის, რომ ავიაკომპანიები რაც შეიძლება სწრაფად მოერგონ არსებულ მდგომარეობას და მგზავრების გადაყვანა უსაფრთხოდ უზრუნველყონ. შეთავაზება გულისხმობს თვითმფრინავებში სკამების დამატებასა და ამ სკამების “გაყოფას” იმისთვის, რომ გვერდზე მჯდომთან ახლო კონტაქტი ავირიდოთ.
“რასაკვირველია, ეს დროებითი გამოსავალია – აცხადებენ კომპანიაში, – ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმ საკითხზე, თუ როგორ შეიძლება ავიაკომპანიები მსგავს დაავადებებს სხვაგვარადაც გაუმკლავდნენ.”














