ბრუკლინის დომინო პარკი 2018 წელს ჯეიმს კორნერის მოფიქრებული დიზაინით შეიქმნა. ის წყლისპირა პარკია და ნიუ-იორკის ერთ-ერთ მთავარ სარელაქსაციო ადგილს წარმოადგენს. ნიუ-იორკი Covid-19 ინფიცირებულთა რაოდენობით #1 ქალაქია. ამიტომაც პარკები აქ ნელ-ნელა, გარკვეული წესების დაცვით იხსნება. დომინოს პარკში ამისათვის მინდორზე წრეები შემოხაზეს, რომლებიც სოციალურ დისტანცირებას უზრუნველყოფს.
სოციალური დისტანცირება რომ დადებითი ფაქტი არაა, ამას ყველა ვაცნობიერებთ, თუმცა, ის ერთგვარ საზოგადოებრივ არქიტექტურას ქმნის, რომელიც ვიზუალურად საკმაოდ კარგად აღქმადია. ბრუკლინის პარკი და აქ არსებული წრეები, მგონი რომ ამის კარგი მაგალითია.
გთავაზობთ ფოტოებს: