29
May
2019

თბილისში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური საწარმო გაიხსნა

29 May 2019

თბილისში, ქერჩის ქუჩაზე ძალადობის მსხვერპლთა პირველი სოციალური საწარმო გაიხსნა – „ანასტასია“  ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი-ის ბაზაზე შეიქმნა. მისი ბენეფიციარები ძალადობაგამოვლილი ქალები და ბავშვები არიან. ისინი „ანასტასიაში“ შეისწავლიან კულინარიას, დასაქმდებიან და საშუალება ექნებათ, ეკონომიკურად დამოუკიდებლები გახდნენ.

 

„ანასტასია“ პრეზიდენტის ფონდის დახმარებით, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ბაზაზე შეიქმნა. სოციალური საწარმოს მიზანი ძალადობის მსხვერპლი ქალების პროფესიული განათლება, ეკონომიკური გაძლიერება და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაა“, – ამბობს ​საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ქეთევან მახარაშვილი.

 

განხილვა