in

პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ ექვს გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი საზოგადოების რჩეული გახდა. სამივე გამარჯვებული გუნდი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს საქართველოს ბანკისგან და მონაწილეობას მიიღებს Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტში, რომლის ჩატარების ლიცენზიაც წელს Impact Hub Tbilisi-მა მოიპოვა. საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, 2018 წლის 6-10 ნოემბერს თბილისს 25 ქვეყნიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის გამარჯვებული გუნდები, საერთაშორისო მენტორები და სპიკერები, ასევე პროგრამის საერთაშორისო პარტნიორები.

2018 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ:

1) Airadi – ჭკვიანი მაჯის საათი, რომელიც ეკრანზე გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას ჰაერის დაბინძურების, ტენიანობისა და ტემპერატურის შესახებ.
2) „ჩუ“ – სამაგიდო თამაში, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ვისწავლოთ ჟესტების ენა თამაშით.
3) Gamo – დამგზავრების აპლიკაცია მძღოლებისა და მგზავრებისთვის, რომელიც ცალცალკე მანქანებით სიარულის დამკვიდრებული ქცევის, რაციონალური და მოსახერხებელი ალტერნატივა იქნება.

„Impact Hub Tbilisi“ უკვე მეორე წელია ახორციელებს საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამას Social Impact Award, რომელშიც 25+ ქვეყანაა ჩართული და ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამაა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. წელს პროგრამის ფარგლებში ვორქშოფები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში, რომელსაც 200-მდე სტუდენტი დაესწრო. კონკურსზე შემოვიდა 40-მდე აპლიკაცია, ჟიურიმ კი მონაწილეებს შორის, 6 საუკეთესო პროექტი შეარჩია. შერჩეულმა გუნდებმა ივნისსა და ივლისში აქტიურად იმუშავეს თავიანთ იდეებზე Impact Hub Tbilisi-ის საერთო სამუშაო სივრცეში და მენტორების დახმარებით, რეალისტური ბიზნესგეგმები შეიმუშავეს. დღეს უკვე გვყავს სამი გამარჯვებული გუნდი და ვფიქრობთ, პროგრამამ მიაღწია დასახულ მიზანს, რადგან სამივე ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეებთან თანამშრომლობას და აუცილებლად ჩავრთავთ მათ სხვადასხვა საინტერესო ინიციატივაში.“ – განაცხადა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ.

“საქართველოს ბანკისთვის სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა და განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ ყოველწლიურად ვაცხადებთ საგრანტო კონკურს და ვაფინანსებთ სოციალურ საწარმოებს, რაც ხელს უწყობს განხორციელდეს კიდევ უფრო მეტი პროექტი ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ Social Impact Award-ს, რომელიც ძალიან კარგი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის განახორციელონ საინტერესო პროექტები. მინდა მივულოცო ყველა გამარჯვებულს და ვუსურვო წარმატება!” – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

„საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს და ღონისძიებებს, რომელიც მიზნად ისახავს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს, რომელიც ჯიტას მხარდაჭერით ჩატარდება თბილისში, ორასამდე ახალგაზრდა დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. შეიქმნება შესაძლებლობა რომ ჩვენს ქვეყანაში განხილულ იქნას სოციალური მეწარმეობის ახალი მიდგომები, როგორ შეიძლება ინოვაციურმა ბიზნესმა მხარი დაუჭიროს სოციალური მეწარმეობის განვითარებას საქართველოში და არა მარტო საქართველოში.“ – აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

პროგრამა Social Impact Award-ის პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ამერიკის საელჩო საქართველოში, UNDP საქართველო, ფოთის ტერმინალი, აჭარა ჯგუფი.

Jaguar-ის ავტონომიური ელექტრომობილი – UPDATE

Marketer.ge-მ იაპონიის ბიზნეს დელეგაციას უმასპინძლა!