in

პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტებისთვის ხმის მიცემა დაიწყო!

ფინალურ ეტაპზე გადასულმა გუნდებმა 2017 წლის ივნისსა და ივლისში აქტიურად იმუშავეს თავიანთ იდეებზე Impact Hub Tbilisi-ში და მენტორების დახმარებით, რეალისტური ბიზნესგეგმები შეიმუშავეს. შვიდი ფინალისტი გუნდის შესახებ მომზადდა ვიდეორგოლები, რომლის საშუალებითაც საზოგადოება ერთ რჩეულ გუნდს შეარჩევს, ხოლო დანარჩენ ორ გამარჯვებულს ჟიური 28 სექტემბერს გამოავლენს. ხმის მიცემა 1 სექტემბრიდან 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. კონკურსის ფარგლებში სულ 48 აპლიკაცია შემოვიდა.

Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 18 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, წელს პროგრამას საქართველოც შეუერთდა. SIA-ს პარტნიორია საქართველოს ბანკი.

პროგრამა აერთიანებს როგორც საგანმანათლებო, ასევე კონკურსის კომპონენტს. საგანმანათლებლო კუთხით, თბილისსა და თელავში ყველა მსურველისათვის 12 უფასო ვორქშოფი ჩატარდა, ოთხ სხვადასხვა თემაზე: სოციალური მეწარმეობა, იდეის  გენერირება, ბიზნესმოდელირება და ბიზნესგეგმის შედგენა. პროგრამის დასკვნით ეტაპზე რვა ფინალისტი გუნდიდან სამი გამარჯვებული გამოვლინდება. თითოეული მათგანი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს  და აგრეთვე, დაესწრება SIA-ს ევროპის სამიტს ბელგრადში (სერბეთი). გარდა ამისა, ერთ-ერთ გამარჯვებულ გუნდს ევროპის ფონდი, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებლობას მისცემს დამატებით 20,000 ლარი მოიპოვოს გრანტის სახით, უშუალოდ პროექტის განსახორციელებლად.

ფინალისტი პროექტები:

Book AR – ინოვაციური აპლიკაცია, რომელიც რადიკალურად შეცვლის თანამედროვე სწავლების მეთოდს. ტელეფონის კამერის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს დაინახოს ტექსტის ძირითადი სათქმელი, ორ და სამგანზომილებაში, ვიდეოს, ანიმაციისა და 3D მოდელების დახმარებით.

 

Braille Reader – ელექტრონული წიგნების წამკითხველი უსინათლოთათვის, რომელიც ნებისმიერ ტექსტს სპეციალურად შექმნილ ეკრანზე გამოსახავს. პროექტის მიზანია სკოლების აღჭურვა ამ ტექნოლოგიის მქონე მერხებით, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ბრაილის შრიფტის შესწავლას.

 

Ecoland – ნაგვის ყუთი, რომელიც სენსორის მეშვეობით ავტომატურად ახარისხებს ნაგავს და გარდა ამისა, ადამიანებს ნაგვის გადაყრის შემთხვევაში ქულებით აჯილდოებს. ეს იქნება დამატებითი მოტივაცია ადამიანებისთვის, რადგან დაგროვებული ქულები მოგვიანებით სხვადასხვა პროდუქციაზე გადაიცვლება (კინოსა და თეატრის ბილეთები, მაღაზიები, კვების ობიექტები და ა.შ.).

 

IKids – ვებგვერდი, რომელიც დაეხმარება ატიპიური განვითარების მქონე ბავშვებს განვითარებასა და გარემოსთან ადაპტაციაში. ის სავარჯიშოები თუ სახალისო თამაშები, რომლებიც მოცემული იქნება ამ ვებ.გვერდზე, მისცემს მათ საშუალებას გახდნენ სოციუმის სრულყოფილი წევრები, ხოლო მშობლებს აარიდებს თავიდან ზედმეტ გადასახადებს რეპეტიტორებისთვის. ააწყვე და გააცოცხლე – ხის ფანქარი, რომლის თავზეც დამაგრებულ კაფსულაში მოთავსებულია მარტივად გასახარებელი ყვავილის თესლი. ფანქრის გამოყენების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია “ფანქარი დათესოს” კაფსულის მხრიდან და დააკვირდეს როგორ იზრდება მის მიერ დარგული ყვავილი.

 

Sign and Sound – ინოვაციური ხელთათმანი, რომლის მეშვეობითაც სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე პირებს ეფექტური კომუნიკაცია ექნებათ საზოგადოებასთან. პროგრამა, რომელსაც ეცოდინება ჟესტების ენა, გადათარგმნის ხელთათმანით გაკეთებულ ჟესტს, ხოლო სპიკერი გაახმოვანებს შესაბამის წინადადებას.

 

Make Up & Make Alive – ააწყვე და გააცოცხლე – ხის ფანქარი, რომლის თავზეც დამაგრებულ კაფსულაში მოთავსებულია მარტივად გასახარებელი ყვავილის თესლი. ფანქრის გამოყენების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია “ფანქარი დათესოს” კაფსულის მხრიდან და დააკვირდეს როგორ იზრდება მის მიერ დარგული ყვავილი.

 

Spectrum – პროექტი მოემსახურება ნაცრისფერი ქალაქის გალამაზებას გრაფიტის საშუალებით და მხარს დაუჭერს ახალგაზრდა არტისტების განვითარებას/დასაქმებას.

 

#თაობა: Micro – პატივისცემა (Prod: T.M)

23 წლის გოგონა, რომელმაც IKEA-ს კატალოგი ზეპირად იცის!