აკრონიმი (ბერძ. ἄκρος – „ბოლოში”, ὄνομα – „სახელი”) იგივეა რაც აბრევიატურა, ანუ შედგება მასში შემავალი სიტყვების პირველი ასოებისგან და როგორც ერთი ჩვეულებრივი სიტყვა, ისე იკითხება. შინაარსი, რა თქმა უნდა, არ იცვლება. აკრონიმია, მაგალითად, FB, რომელიც ნიშნავს FaceBook-ს.
აკრონიმებს, როგორც წესი, ძალიან ხშირად იყენებენ სოციალურ მედიასა და მარკეტინგში. წარმოიდგინეთ, გახსნილი გაქვთ 80 „სლაიდიანი“ პრეზენტაცია და, თითქმის, ყველა გვერდზე გხვდებათ აკრონიმები TW, IRL, ROI. ხვდებით, რომ ბევრი რამ უბრალოდ არ გესმით. არა და, ძალიან მარტივია: TW – Twitter , ROI – Return on investment და ა.შ.
აკრონიმები, პირობითად, სამ ჯგუფად იყოფა:
სოციალური ქსელებისთვის დამახასიათებელი, სპეციფიკური აკრონიმები, სოციალურ მედიაში ძალიან პოპულარული აკრონიმები და აკრონიმები, რომლებსაც სოციალური მედიის მარკეტერები ყველაზე ხშირად იყენებენ.
1. სპეციფიკური აკრონიმები:
FB – Facebook
IG – Instagram
LI – LinkedIn
TW – Twitter
YT – YouTube
2. სოციალურ მედიაში პოპულარული აკრონიმები:
AMA – Ask me anything – „მკითხე რაც გინდა“, „მკითხე ნებისმიერი რამ“. დღეს სოციალურ მედიაში, თითქმის, ვერასოდეს ნახავთ წინადადებას Ask me anything! სამაგიეროდ, იქ სადაც შეგიძლიათ, დასვათ შეკითხვა და ნებისმიერი სახის, თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ, უბრალოდ წერია – AMA.
BAE – Before anyone else – ვიდრე ნებისმიერი სხვა, ვიდრე სხვა ვინმე.
DM – Direct message – „პირდაპირი გზავნილი“ – DM არის „ტვიტერის“ ერთ-ერთი ფუნქცია, რომლითაც შეგიძლიათ, სხვა ადამიანს პირდაპირი შეტყობინება გაუგზავნოთ.
ELI5 – Explain like I’m five – „წარმოიდგინე, რომ 5 წლის ვარ და ისე ამიხსენი“. შესაძლოა, სოციალურ მედიაში ეწეროს, ვთქვათ, სამეცნიერო ტერმინები, რომლებიც, საეჭვოა, სპეციალისტების გარდა ვინმემ გაიგოს. ასეთ დროს სავსებით ლეგიტიმურად ითხოვენ, აუხსნათ მაქსიმალურად გასაგებ და მარტივ ენაზე.
FOMO – Fear of missing out – იმის შიში რომ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ან წვეულებას გამოტოვებთ და, შესაბამისად, ძალიან სერიოზულ მოვლენებს დააკლდებით. ამ ფრაზას, ძირითადად, „ინსტაგრამზე“ შეხვდებით.
FTW – For the win – ამ ფრაზას, როგორც წესი, სოციალური პოსტის ბოლოში წერენ, რომ კიდევ უფრო გაამძაფრონ ტექსტი და ხშირ შემთხვევაში იყოს მეტად სარკასტული გახადონ. მაგალითად, „კიდევ გადააცილა „დედლაინს“,FTW.
ICYMI – In case you missed it – „იმ შემთხვევაში, თუ გამოგრჩათ“. იყენებენ გარკვეული ინფორმაციის ან ახალი ამბის კიდევ ერთხელ აღნიშვნისას.
IMO/IMHO – In my opinion/In my humble opinion – „ჩემი აზრით“, „ჩემი მოკრძალებული აზრით“ – წერთ მაშინ, თუ რასაც ამბობთ, მხოლოდ თქვენი მოსაზრებაა და არა დადასტურებულ ფაქტი.
IRL – In real life – რეალურ ცხოვრებაში, რეალურად .
IKR – I know, right? – როდესაც ადასტურებთ ან ეთანხმებით ვინმეს განცხადებას.
JIC – Just in case – „ყოველი შემთხვევისთვის“.
LMK – Let me know – „გამაგებინე, მაცნობე“.
MT – Modified Tweet – ამ ფრაზას „ტვიტერში“ წერენ მაშინ, როდესაც, პოსტს ანახლებენ ან ცვლილება შეაქვთ.
NSFW – Not safe for work – როცა წერთ ისეთ რამეს, რისი თქმაც სამსახურში არ არის მიზანშეწონილი, უსაფრთხო.
OOTD – Outfit of the day – ძალიან პოპულარული „ჰეშთეგი“ „ინსტაგრამზე“, რომელიც ნიშნავს, რომ ავტორი აქცენტს აკეთებს დღევანდელ ჩაცმულობაზე ან სამოსზე, რომელიც ამ დღეს მოუხდებოდა.
RT – Retweet – როდესაც „ტვიტერზე“ სხვა მომხმარებლის „ექაუნთს“ აზიარებთ.
SMH – Shaking my head – როდესაც თქვენთვის რაიმე ძალიან მიუღებელია და უბრალოდ არ გინდათ პასუხის გაცემა.
TL;DR – Too long; didn’t read – როდესაც ვინმეს თქვენი ნაწერი არ წაუკითხავს, მაგრამ მაინც სურს პასუხის გაცემა.
TBH – To be honest – „გულახდილად რომ ვთქვა“.
YOLO – You only live once – „ბოლოს და ბოლოს, ერთხელ ცხოვრობ“
YSK – You should know – „გეცოდინება, გაიგებდი“ – ამბავი, რომელიც უკვე ყველამ იცის და მიმოიხილავს. „კი გეცოდინება, გაიგებდი, რომ X ბრენდმა რებრენდინგი გააკეთა.
3. აკრონიმები, რომლებსაც მარკეტერები სოციალური მედიაში ყველაზე ხშირად იყენებენ
AIDA – Attention, Interest, Desire, Action – ეს ერთგვარი მარკეტინგული მოდელია. რაც შეეხება თითოეული კომპონენტის მნიშვნელობას : Attention – ყურადღების გამახვილება ცნობიერების ამაღლებაზე. Interest – მომხმარებლების წახალისება თქვენი ბრენდის/კომპანიის/ორგანიზაციის გარშემო გასაერთიანებლად. Desire -რეგულარული კომუნიკაციის სურვილი. Action – მოქმედება კომპანიის/ბრენდის შესაბამისი კონტენტის შესაქმნელად.
API – Application Programming Interface – აპლიკაციის პროგრამირების „ინტერფეისი“
CMGR – Community manager – ადამიანი, რომელიც სოციალურ მედიაში ურთიერთობებსა და კომუნიკაციაზეა პასუხისმგებელი.
CPC – Cost per click – ერთი „კლიკის“ ღირებულება.
CR – Conversion rate – კონვერსიის კოეფიციენტი, ანუ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთა მოქმედებაზეც (პროდუქტის არჩევა, შეძენა) გავლენას ახდენს, ვთქვათ, რამდენი ნახვა აქვს კონკრეტულ პროდუქტს, რამდენად ბევრ ადამიანს მოსწონს და ა.შ.
CRO – Conversion rate optimization – კონვერსიის კოეფიციენტის ოპტიმიზაცია, გაზრდა.
CTA – Call to action – მოქმედებისკენ მოწოდება ვერბალური, წერილობითი თუ ვიზუალური გზებით.
CTR – Click-through rate – „კლიკების“ რეიტინგი.
CX – Customer experience – მომხმარებლის გამოცდილება, ანუ ის ურთიერთდამოკიდებულება, რაც მომხმარებელს ბრენდის მიმართ გააჩნია.
Email service provider – მეილის სერვისის მომწოდებელი.
KPI – Key performance indicator – ეფექტიანობის ძირითადი, განმსაზღვრელი ინდიკატორი (მაჩვენებელი).
PV – Page views – გვერდის ვიზიტორთა რაოდენობა. როგორც მას ხშირად ვუწოდებთ, გვერდის „ნახვები“.
GA – Google Analytics – „გუგლ ანალიტიკსის“ პლატფორმა
ROI – Return on investment – ინვესტიციის უკან დაბრუნება – როდესაც იზომება რამდენად ეფექტურია კონკრეტული ინვესტიცია და შედეგი რამდენად ადექვატურია გაღებული ხარჯისა.
RSS – Rich site summary – ვებ გვერდზე წვდომის მონაცემები.
RTD – Real-time data – მონაცემები რეალურ დროში, ანუ უკანასკნელი, მიმდინარე მონაცემები.
SM – Social media – სოციალური მედია.
SMB – Small and midsize businesses – მცირე და საშუალო ბიზნესი.
SMP – Social media platform – სოციალური მედიის პლატფორმა.
SMM – Social media marketing – სოციალური მედია, როგორც მარკეტინგის ერთ-ერთი არხი.
SMO – Social media optimization – სოც. მედიის ოპტიმიზაცია.
SOV -Share of voice – ამ ინდიკატორით იზომება, თუ მომხმარებელთა რამდენი პროცენტი საუბრობს თქვენს ბრებნდზე და რამდენი კონკურენტ კომპანიაზე.
SRP – Social relationship platform – სოციალური ურთიერთობების პლატფორმა.
TOS – Terms of service – მომსახურების პირობები.
SoLoMo – Social, local, mobile – მიმდინარე ტრენდები სოციალურ მედიაში.
UGC – User generated content – მომხმარებლის გენერირებული კონტენტი.
UI -User interface – მომხმარებლის ინტერფეისი.
URL – Uniform resource locator – ამა თუ იმ ვებ გვერდის მისამართი.
UV – Unique views – „უნიკალური ნახვები“.
WOM – Word of mouth – როდესაც ინფორმაცია ერთი ადამიანისგან მეორეს გადაეცემა, მათ შორის სოციალურ ქსელშიც.
წყარო: www.blog.hootsuite.com