1
Dec
2017

ალტერნატიული საკომუნიკაციო არხები სოციალური მედია მენეჯერებისთვის!

1 Dec 2017

თუკი, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ფეისბუკ გვერდის შექმნა და პოსტების წერა ჰობი იყო, დღეს სოციალური მედია მენეჯმენტი თანამედროვე საკომუნიკაციო მიდგომების განუყოფელი ნაწილი გახდა, ხოლო გამოცდილი სოციალური მედია მენეჯერები – მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი. ამ მიმართულებით, კომპანიების მხრიდან დახარჯული თანხის ოდენობაც ექსპონენციალურად იზრდება. თუმცა, ამ ეტაპზე, ყველაზე აქტიურად სოციალური მედია კომუნიკაცია ფეისბუქის საშუალებით მიმდინარეობს –  2016 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, სოც.მედიის მიმართულებით, მხოლოდ ფეისბუქზე მთლიანი თანხის ⅔ დაიხარჯა. შესაძლოა, ამის მიზეზი ალტერნატიული საკომუნიკაციო არხების დეფიციტია. თუ 2018 წლისთვის, ბიუჯეტის დასაგეგმად განსხვავებულ სარეკლამო არხებს ეძებთ, ვფიქრობთ, ეს ჩამონათვალი გამოგადგებათ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

Pinterest

პინტერესტის შესახებ უკვე საკმაოდ ბევრმა იცის საქართველოში და ინსპირაციისთვისაც ბევრი იყენებს. შესაძლოა, არ დაკვირვებიხართ, მაგრამ თქვენ მიერ “შენახული” პინების დაახლოებით 75% ბრენდების გონივრული კომუნიკაციის დამსახურებაა. დასპონსორებული Pin-ები დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი პოსტისგან, რასაც აპლიკაციაში აწყდებით, ამდენად, საჭირო დროს, საჭირო ადგილას, აუცილებლად მოექცევა თქვენი სამიზნე აუდიტორიის ყურადღების ქვეშ.

Instagram Ads

Adweek-ის ინფორმაციით, ინსტაგრამი ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელია, სარეკლამო თვალსაზრისით. 2017 წლის მონაცემებით, სარეკლამო შემოსავალი 1-დან 2 მილიონამდე გაიზარდა. განვითარების ასეთი დინამიკა, ასევე თავად ინსტაგრამის სპეციფიკა, რომ ერთდროულად რამდენიმე ფანჯარა არ გვაქვს გახსნილი და ყურადღებაც ნაკლებად გვეფანტება, ინსტაგრამს მიმზიდველს ხდის რეკლამის განსათავსებლად.

Instagram Influencers

თუ დაკვირვებიხართ, რომ ინსტაგრამის ზოგიერთ მომხმარებელს აქვს კოხტად გაფორმებული პროფილი, ლამაზი ფოტოკონტენტითა და ბევრი Follower-ით, ხოლო მათ აზრს, რეკომენდაციებს ხალხი ითვალისწინებს, მაშინ საქმე ინფლუენსერთან გაქვთ. მათ კარგად იციან, რა არის მათი მიმდევრებისთვის საინტერესო, მოხერხებულად იყენებენ ჰეშთეგებს და საუბრობენ, ძირითადად, ერთი თემის გარშემო, მაგალითად, მოგზაურობა, ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრება, მაკიაჟი თუ სხვა. ინსტაგრამი ძალიან მოსახერხებელი პლატფორმაა ინფლუენსერ მარკეტინგისთვის.

Youtube-ის პრე-როლები

ალბათ, შეგინიშნავთ, Youtube-ზე, საყვარელი ვიდეოს ყურების წინ რეკლამა რომ ირთვება ავტომატურად და მხოლოდ 5 წამის შემდეგ გაქვთ საშუალება, გამორთოთ. რეკლამის ეს მეთოდი საკმაოდ პოპულარულია.

Youtube ვლოგერები

ვლოგერი ვიდეობლოგერია, რომელიც ქმნის ვიზუალურ კონტენტს გარკვეული კატეგორიის თემებზე, მისი Subscriber-ები და ასე თუ ისე, კარგად გამოდის. ვიდეოკონტენტი, რომელსაც ვლოგერი ამზადებს, ასევე წაგადგებათ რეკლამის გასაძლიერებლად.

მომზადებულია Inc-ზე დაყრდნობით.



განხილვა