in

როგორ გამოვიყენოთ სოციალური მედიის მონაცემები უკეთესი პოსტების შესაქმნელად?

მსოფლიოში სოციალური მედიის 4.2 მილიარდი აქტიური მომხმარებელია. ეს ნიშნავს, რომ თუ აუდიტორიის გაზრდა გსურთ, სოციალური მედია საუკეთესო ადგილია ამისთვის. მიმზიდველი და ხარისხიანი პოსტების შექმნა აუცილებელია თქვენი სოციალური გვერდის გასაზრდელად. თუმცა, სწორი ანალიზის გარეშე, თქვენი ძალისხმევა შეიძლება წარმატებული ან წარუმატებელი აღმოჩნდეს.

პოსტების კონტენტი სოციალური მედიის მონაცემების ანალიზით შეგიძლიათ გააუმჯობესოთ. მომხმარებლები ონლაინ ურთიერთობისას საკუთარ თავზე აზიარებენ ინფორმაციას. შეგროვებული მეტამონაცემები მარკეტერებს მიზნობრივი სფეროების განსაზღვრაში ეხმარება, მათ შორის, ლოკაციებისა და ინტერესების მიხედვით. როდესაც სოციალურ ქსელში პოსტავთ, შეგიძლიათ შეამოწმოთ, რამდენად ეფექტურია თქვენი კონტენტი, როგორია აუდიტორიის მოცვა და ჩართულობა.

სანამ პოსტებზე მუშაობას დაიწყებთ, საჭიროა შეაგროვოთ და გააანალიზოთ თქვენი სოციალური მედიის მონაცემები. როგორ? უმსხვილეს სოციალურ პლატფორმებს, მათ შორის Facebook-ს, X-ს, Instagram-ს და YouTube-ს, აქვთ ჩაშენებული ანალიტიკური ინსტრუმენტები.

მნიშვნელოვანია, რომ თქვენს გეგმაში გაითვალისწინოთ გარკვეული მოქნილობა და არ მიიჩნიოთ ის აბსოლუტურ ჭეშმარიტებად.

უფრო მიმზიდველი პოსტები

სოციალური მედიის მონაცემების ანალიზით შეგიძლიათ შექმნათ უფრო მიმზიდველი პოსტები და მიმართოთ თქვენს აუდიტორიას ისე, რომ მათ ჰქონდეთ რეაგირება. ამ მონაცემების თვალყურის სადევნებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სოციალური მედიის ანალიტიკური ინსტრუმენტი. შეგიძლიათ გააანალიზოთ ეს მონაცემები და მიიღოთ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია Google Sheets-ის გამოყენებით.

Google Sheets-ის კიდევ ერთი შესანიშნავი ალტერნატივაა Airtable. ის საშუალებას გაძლევთ შექმნათ მოქნილი ცხრილები. თუმცა, ეს ფასიანი სერვისია, ამიტომ, ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, შეგიძლიათ გადახედოთ Airtable-ის ალტერნატივებსაც.

თქვენი სტრატეგია შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, გსურთ დააგროვოთ მოწონებები, გაზიარებები, კომენტარები თუ ვებგვერდის ვიზიტორები. თუ დარწმუნებული არ ხართ, რა მუშაობს საუკეთესოდ, შეგიძლიათ ცადოთ რამდენიმე განსხვავებული პოსტის ატვირთვა, სანამ თქვენს ანგარიშებს შეამოწმებთ. ასე ნახავთ, რა არის წარმატებული და რა – არაეფექტური.

თქვენს გამომწერებთან ურთიერთობა ჩართულობის გაზრდის ჭკვიანური გზაა. კომენტარებზე პასუხის გაცემამ და კითხვების დასმამ შეიძლება გაზარდოს თქვენი ნახვების რაოდენობა.

Instagram-ზე აქტიური მომხმარებლებისთვის, შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი გამომწერები თეგებითა და უნიკალური ჰეშთეგით

მაგალითად ავიღოთ Earlybird-ის Instagram გვერდი. ბრენდს აქვს აპლიკაცია, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის ფულის საჩუქრად გადასაცემად. მათი პოსტი შეიცავს თეგებს შერჩეული გამომწერებისთვის და მათ გამოწვევაში მონაწილეობას სთავაზობს. ასევე მოიცავს უნიკალურ და დასამახსოვრებელ ჰეშთეგს #BabyWealth და ფასდაკლებას ახალი რეგისტრირებულებისთვის. გააერთიანეთ ეს ფუნქციები მორგებულ გრაფიკასთან ერთად და მიიღებთ Instagram პოსტს, რომელიც შექმნილია ჩართულობის გასაზრდელად.

დაგეგმეთ თქვენი სამუშაო პროცესები

სოციალური მედიის მონაცემები შეიძლება დაგეხმაროთ გახდეთ უფრო ორგანიზებული. თუ სერიოზულად ფიქრობთ ძლიერი სოციალური მედიის არხების შექმნაზე, უნდა განსაზღვროთ პოსტების განრიგი.

შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი მონაცემები ბრენდის მიზნების განსაზღვრისთვის. რაკი ანგარიშებზე წვდომა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, თქვენი მიზნები შეიძლება შეიცვალოს ახალი ინფორმაციის საფუძველზე.

როდესაც იცით, რა გსურთ თქვენი სოციალური მედიის პოსტებისგან, დროა ჩამოაყალიბოთ სამუშაო პროცესი. სოციალური მედიის სამუშაო პროცესი არის იმ ნაბიჯების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა გადადგათ თქვენი მიზნის მისაღწევად.

თუ გუნდში მუშაობთ, მკაფიო სამუშაო პროცესის არსებობა ნიშნავს, რომ ნებისმიერს შეუძლია ხარისხიანი პოსტის ატვირთვა. ყველამ უნდა გაიაროს სამუშაო პროცესის ეტაპები, ამიტომ პოსტები იქნება თანმიმდევრული. შედეგად, უფრო ადვილად შეძლებთ მიზნების მიღწევას.

როგორ გამოიყურება სოციალური მედიის სამუშაო პროცესი? სანამ დაიწყებთ, უნდა გამოიყენოთ თქვენი მონაცემები აუდიტორიის შესასწავლად და კონკრეტული მიზნის დასახვისთვის. მაგალითად, თქვენი მიზანი შეიძლება იყოს მეტი გამომწერის შეძენა ან ურთიერთქმედების გაუმჯობესება.

ნაბიჯი 1: კონტენტის სტილისა და იდეების გენერირება

ნაბიჯი 2: კონტენტის განრიგის შექმნა

ნაბიჯი 3: რესურსების მოძიება, როგორიცაა სტატისტიკა და სურათები

ნაბიჯი 4: კონტენტის დაწერა და გრაფიკის დიზაინი

ნაბიჯი 5: პოსტის რედაქტირება

ნაბიჯი 6: სხვა პირის მიერ პოსტის შემოწმება

ნაბიჯი 7: პოსტის დაგეგმვა

ნაბიჯი 8: პოსტის პრომოცია და აუდიტორიასთან გაზიარება

ნაბიჯი 9: პოსტის კომენტარებზე პასუხის გაცემა

ნაბიჯი 10: მონაცემთა ანალიზი პოსტის წარმატების განსასაზღვრად

თუ თქვენი კომპანია შედარებით დიდია, ეს ნაბიჯები შეიძლება სხვადასხვა თანამშრომლებს გადაუნაწილდეს. თუ ეს გუნდური ძალისხმევაა, ნათლად უნდა განსაზღვროთ, ვინ არის პასუხისმგებელი სამუშაო პროცესის თითოეულ ეტაპზე.

ავტომატიზებული პროცესები

სოციალური მედიის მენეჯერები იყენებენ მონაცემებს კამპანიების დასაგეგმად და შედეგების კონტროლისთვის. სოციალური მონაცემები მარკეტერებს ეხმარება გადაწყვიტონ, რომელი პროცესები შეიძლება ავტომატიზდეს. მათ ასევე შეუძლიათ შეამოწმონ, აქვს თუ არა ავტომატიზაციას დადებითი გავლენა.

მარკეტინგის ავტომატიზაცია შეიძლება დაგეხმაროთ დროისა და ფულის დაზოგვაში, ამავდროულად, შექმნას უკეთესი მომხმარებლის გამოცდილება. შეგიძლიათ დაემშვიდობოთ მოსაწყენ, განმეორებად დავალებებს და ძალისხმევა კონტენტის შექმნისკენ მიმართოთ.

ნუ დაგავიწყდებათ, თქვენს გამომწერებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. კარგ მომსახურებას შეუძლია დაგეხმაროთ პოტენციური კლიენტების კონვერსიად გარდაქმნაში. თუ Facebook-ზე შეტყობინებებით გადატვირთული ხართ, Messenger Bot-ის გამოიყენეთ. ეს ჭკვიანი ჩეთბოტები თქვენ მაგივრად უპასუხებენ შეკითხვებს.

შეგიძლიათ შეაგროვოთ მონაცემები თქვენი ავტომატიზებული Messenger საუბრებიდან ან გამოიყენოთ მომხმარებელთა უკუკავშირისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტები, როგორიცაა Qualaroo. ასე შეიტყობთ მეტს თქვენი მომხმარებლების შესახებ და გააუმჯობესებთ თქვენს მომსახურებას.

გამოიყენეთ თქვენი ვებკონტენტი პოსტების დასახვეწად

თქვენს ბლოგსა და სოციალური მედიის გვერდებს შეუძლიათ ერთმანეთის გაძლიერება. შეგიძლიათ გააერთიანოთ მონაცემები თქვენი ვებიდან და სოციალური არხებიდან უფრო დიდი ციფრული მარკეტინგის მიზნების მისაღწევად. როდესაც მონაცემებს სხვადასხვა წყაროდან აერთიანებთ, ამას მონაცემთა ინტეგრაცია ეწოდება.

სოციალური მედიის პოსტები მოკლე და მარტივი უნდა იყოს, მაგრამ შეგიძლიათ მკითხველები თქვენს ვებგვერდზე გადაამისამართოთ მეტი ინფორმაციისთვის. მაგალითად, დაურთეთ ვრცელი ბლოგის ბმული ან გადაამისამართეთ მკითხველები იმ პროდუქტზე, რომლის შეძენაც შეუძლიათ.

თქვენი კომპანიასთან დაკავშირების სხვადასხვა გზების არსებობა შეიძლება აისახოს ბრენდის ცნობადობისა და ლოიალობის გაუმჯობესებაზე.

შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი მონაცემები, რათა ნახოთ, რამდენი ადამიანი პოულობს თქვენს ვებგვერდს სოციალური მედიის საშუალებით. თუ ჯერ არ გაქვთ წვდომა ამ ინფორმაციაზე, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ Google Analytics-ში. ეს არის უფასო ინსტრუმენტი, რომელიც გიჩვენებთ ანგარიშებს იმის საფუძველზე, თუ ვინ სტუმრობს თქვენს ვებსაიტს და როგორ აღმოჩნდნენ იქ.

კონტენტის შექმნა შეიძლება დიდ დროს საჭიროებდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცდილობთ პარალელურად მართოთ ვებსაიტი და სოციალური მედიის გვერდები. თუ გუნდში მუშაობთ, შეგიძლიათ ითანამშრომლოთ პროექტებზე Google Docs-ის გამოყენებით. შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი პროგრამა, როგორიცაა Wordable, რათა პირდაპირ Google Docs-იდან გამოაქვეყნოთ კონტენტი თქვენს ვებსაიტზე.

წყარო: socialmarketingwriting

აღმოაჩინე ნივთები VELI აუთლეტის კატეგორიიდან

2028 წლის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ლოგო ვანესა ბრაიანტმა შექმნა