სოციალური მედიის ექსპერტები ბევრს საუბრობენ 2023 წლის ტენდენციებზე. მათი მსჯელობის საგანია ტიკტოკის ზრდა, მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლების კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია და კრეატორების როლი მთელ ამ პროცესში.
2022 წელს ახალი სოციალური მედია პლატფორმები გაჩნდა. მართალია, მათი წარმატების ხარისხი სხვადასხვა იყო, თუმცა საერთო ჯამში ამის გამომწვევი მიზეზი იყო დუოპოლია, რომელმაც მომხმარებლების ყურადღებასა და რეკლამის დამკვეთებზე კონტროლი დაკარგა. ზაფხულში, BeReal-მა ზეტ თაობის ყურადღება მიიპყრო და ბრენდებმაც სწრაფადვე გადაწყვიტეს ნიადაგის ამ მიმართულებით მოსინჯვა. თუმცა, ვერცერთი სოციალური მედია პლატფორმა ვერ გახდა TikTok-ივით პოპულარული. მოსალოდნელია, რომ 2027 წლისთვის, TikTok-ის რეკლამის შემოსავალი Meta-სა და YouTube-ს საერთო ჯამსაც კი გადააჭარბებს. ექსპერტების აზრით, ტიკტოკის დინამიკა 2023 წელს ნამდვილად არ მოიკლებს, თუკი რაიმე გარე რეგულაცია არ დაწესდება.
ტიკტოკის ზრდა ნიშნავს, რომ Meta-ს ზრდა კიდევ უფრო მეტად შენელდება და კონკურენტისთვის დაბრკოლების შემქმნელი ვერ იქნება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ტიკტოკი მარეგულირებელს დაექვემდებარება 2023 წელს, Reels-ის ზრდა იქნება წარმოუდგენლად მაღალი.
Twitter-ის შემთხვევაში, საქმე სხვაგვარადაა – ის შეიძლება სულაც გაქრეს, მას შემდეგ, რაც მომხმარებლებმა და რეკლამის დამკვეთებმა, ილონ მასკის მისვლიდან მცირე დროში, პლატფორმა დატოვეს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, წელს, ზრდის პერსპექტივა აქვს Tumblr-ს, ასევე, ონლაინ ფორუმებსა და საკომუნიკაციო არხებს, როგორიცაა Discord და Reddit.
ამ პროცესის მთავარი მონაწილეები კრეატორები არიან
კრეატორები ბრენდებისთვის ასეთ პლატფორმასა თუ კომუნაში შესასვლელ ბილეთს წარმოადგენენ. გასულ წელს, თითქმის ყველა მოწინავე სოციალური მედიის პლატფორმამ ჩამოაყალიბა შემოსავლების გაზიარების პროგრამა, რომელიც კრეატორებს მონეტიზაციას უმარტივებს.
კრეატორთა მონეტიზაციას კვლავაც ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა 2023 წელს. დღეს, ბევრი ბრენდი კრეატორებთან ხშირად ვაჭრობს ანაზღაურებაზე, რაც კრეატორებს სამართლიანი შეთანხმების მიღწევის საშუალებას ნაკლებად აძლევს. სოციალური მედიის ასეთი ცვლილება ბრენდებს უბიძგებს სამართლიანი გარიგებისკენ. ისინი ვეღარ გაიმართლებენ თავს, რომ რაღაც არ იცოდნენ და მოუწევთ უფრო მეტად დააფასონ კრეატორების ნიჭი და რესურსი.
ბრენდები თავიანთი ლეგიტიმაციისთვის კრეატორებზე არიან დამოკიდებულები. მათ მოუწევთ ადაპტირდნენ რეალობასთან, სადაც ავთენტურობის დამტკიცება მუდმივად სჭირდებათ. სწორედ ამაში ეხმარებიან მათ კრეატორები, რომლებიც თავიანთ სივრცეში აზრის ლიდერებად მიიჩნევიან. 2010-იანი წლების „ინფლუენსერების“ ნაცვლად, ჩვენ მივიღებთ ჰიპერფოკუსირებულ კრეატორებს, რომლებიც ნიშურ კომუნიკაციას წარმართავენ. ფანდომები და მიმების შემქმნელებიც იპოვნიან თავიანთ ნიშასა და სუბკულტურულ სივრცეს, კონტენტის სესაქმნელად. ჩვენ ვნახავთ ისეთი პლატფორმების გააქტიურებას, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ იყვნენ საკუთარი თავი.
მოკლემეტრაჟიანი სხარტი ვიდეოს ფორმატი წლევანდელი კონტენტის წამყვანი მიმართულებაა. ეს არამხოლოდ TikTok-ზე, არამედ Instagram-სა და YouTube-ზეც. სოციალური მედია ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოკლემეტრაჟიანი ვიდეოფორმატი მასობრივად იქნება პოპულარული რეკლამის დამკვეთებს შორისაც. ეს ფორმატი განაპირობებს ყველაზე მაღალ ჩართულობას, ეფექტურობასა და ბრენდის მიმართ დადებითი დამოკიდებულების შექმნას. ბუნებრივია, ფორმატიდან გამომდინარე, ბრენდები ამბის ლაკონურად გადმოცემას მიეჩვევიან. ეს ის დროა, როცა სიზარმაცესა და მოუქნელობას სოციალური მედია არ გაპატიებთ.
წყარო: Campaign US