31
Oct
2017

ვინ გჭირდებათ სოციალური მედიის პლათფორმისთვის – სააგენტო, ერთი მენეჯერი, კონსულტანტი თუ ფრილანსერი?! 

31 Oct 2017

ანტრეპრენუარებმა ყველაზე უკეთ იციან, რა სარგებელი მოაქვს სოციალურ მედიას მათი ბიზნესისთვის. თუმცა, მუდმივად დაობენ, სააგენტოს დაქირავება ჯობია, თუ სოციალური მედიის მენეჯერის, რომელიც საქმეს დისტანციურად გააკეთებს?! იქნებ, უკეთესია, კონსულტანტი ან ფრილანსერი აიყვანოთ?

pasha-statiebi
pasha-statiebi

მოდით, განვიხილოთ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს თითოეულ მათგანს:

სოციალური მედიის სააგენტო 

სააგენტოს დაქირავებით, პირველ რიგში, დროს დაზოგავთ. თუმცა, ეს სიამოვნება, იაფი ნამდვილად არ „დაგიჯდებათ“. სამაგიეროდ, არ მოგიწევთ მათთვის სადაზღვევო პაკეტის ყიდვა; თუ სააგენტოს სწორად შეარჩევთ, სოციალური მედიის ნამდვილ ექსპერტებთან ითანამშრომლებთ; და რაც მთავარია, დაზოგავთ ყველაზე მნიშვნელოვანს – დროს. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს: ბაზარზე ბევრი კომპანიაა, რომლისთვისაც, შესაძლოა, ფულის შოვნა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე კლიენტის წარმატება. თანაც, გამორიცხული არ არის, თქვენი ფასეულობები და ღირებულებები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებოდეს. გარდა ამისა, სააგენტოების მომსახურება, როგორც წესი, საკმაოდ ძვირია, განსაკუთრებით დამწყები კომპანიებისთვის.

სოციალური მედიის მენეჯერი

სოციალური მედიის მენეჯერის დაქირავება, სააგენტოსთან შედარებით, ნამდვილად იაფი დაგიჯდებათ, მაგრამ მოგიწევთ დაზღვევის ხარჯებსა და მის წახალისებაზე ზრუნვა. სამაგიეროდ, თავიდან აიცილებთ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებისა და შეწყვეტის პროცედურებს; ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მედიის მენეჯერი, უფრო მეტად ლოიალური იქნება თქვენი კომპანიის ღირებულებების მიმართ, თუმცა, სოციალური მედიის პლატფორმა მრავალფეროვანია და რთულია ისეთი კადრის პოვნა, ვინც ყველა მიმართულებით შეძლებს მუშაობას. თანაც, ამ სფეროში პროფესიონალები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას ითხოვენ.

სოციალური მედიის კონსულტანტი

სოციალური მედიის კონსულტანტი იდეალური ვარიანტია კომპანიისთვის, რომელსაც აქვს საკმარისი დრო და რესურსი ამ მიმართულების განვითარებისთვის. კონსულტანტები, როგორც წესი, უფრო მოხერხებულები არიან, როცა საქმე პრობლემის გადაჭრას ეხება; საჭირო არ არის გრძელვადიანი ვალდებულებების აღება, თანაც, თანამშრომლობისთვის შედარებით ნაკლების გადახდა მოგიწევთ. თუმცა, რთულია კარგი კონსულტანტის პოვნა – განსხვავებულია მათი შესაძლებლობების დონე და კომპეტენცია.

ფრილანსერი

საკმაოდ რთულია კარგი ფრილანსერის პოვნა, მაგრამ არსებობს ვებგვერდები(მაგ. Upwork), სადაც განთავსებულია მათი ნამუშევრები და განხორციელებული პროექტები. თანამშრომლობა არც ისე ძვირი დაგიჯდებათ და სხვა დამატებითი ბენეფიტის შექმნა არ მოგიწევთ. თუმცა, კონსულტანტების მსგავსად, პროფესიონალი ფრილანსერის პოვნა მარტივი ნამდვილად არ არის.

წყარო: https://www.inc.com/dakota-shane/social-media-agency-manager-or-consultant-heres-how-to-know-which-one-is-right-for-you.html?cid=hmsub4

 



განხილვა