in

რა გავლენას ახდენს სოციალური მედიის ტენდენციები SEO ოპტიმიზაციაზე

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სოციალური მედიის ტენდენციები შესანიშნავი შესაძლებლობაა ბრენდის ცნობადობის გავრცელებისა და თქვენი ბრენდის მიმდევრების გაზრდისთვის. თუმცა ის ცოტამ იცის, რომ ეს ტენდენციები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს საძიებო სისტემის შედეგების, ტრაფიკისა და გაყიდვების გასაძლიერებლად თქვენს ვებსაიტზე.

თუ სოციალური მედიის ტენდენციების გამოყენება ამა თუ იმ გზით ჯერ კიდევ არ არის თქვენი ბრენდის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის ნაწილი, ეს სტატია აზრს შეგაცვლევინებთ.

ძიების შედეგების მაგალითები, რომლებიც გავლენას ახდენს სოციალური მედიის ტენდენციებზე

თუ ჩვენ შევაგროვებთ სოციალური მედიის ტენდენციების ჩამონათვალს ბოლო ორი წლის განმავლობაში და მოვძებნით მათთან დაკავშირებულ ტერმინებს Google Trends-ში, ჩვენ შევამჩნევთ, რომ რაღაცები მეორდება. ტერმინების ძიების შედეგები იზრდება მათი სოციალური მედიის ტენდენციების ვირუსული გავრცელების დროს. მოდი, შევხედოთ რამდენიმე მაგალითს:

Little Moons mochi-ს ნაყინი უკვე ათ წელზე მეტია არსებობს, მაგრამ მათი პოპულარობა 2021 წლის იანვრის შემდეგ გაიზარდა. ეს ყველაფერი ორგანული, შუალედური ვირუსული ტენდენციის წყალობით მოხდა, რომელიც TikTok-ის რამდენიმე შემქმნელმა შემოგვთავაზა. TikTok-ზე ადამიანები ეძებდნენ და სინჯავდნენ ამ პროდუქტებს, რამაც საბოლოოდ 500 მილიონზე მეტი ნახვა მოიტანა. Little Moons გახდა ყველაზე მოთხოვნადი ნაყინი დიდ ბრიტანეთში, მათი გაყიდვები 2000%-ით გაიზარდა. ამ ვირუსულობის მწვერვალზე, პროდუქტისა და ბრენდის საცალო ძიებები Google-ში მკვეთრად გაიზარდა.

როდესაც ძიებების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ვარდება, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ტენდენცია საბოლოოდ გაქრა. ხშირ შემთხვევაში ეს სოციალური მედიის კონტენტის ბრალია. ბრენდებს ამ დროს უწევთ ახალი ტენდენციების შემოღება და ახალი სამიზნე ჯგუფის მოძიება.

ტენდენციური კონტენტის ხელახლა შექმნა

ტენდენციების მოსაძებნად შესანიშნავი ადგილია TikTok-ის discovery tab, სადაც ტენდენციური ჰეშთეგები უამრავ იდეას მოგაწვდით კონტენტთან დაკავშირებით. დარწმუნდით, რომ გაააქტიურეთ ქმედებისკენ მოწოდება (CTA) თქვენი სოციალური მედიის კონტენტის ბოლოს და ჩასვით შესაბამისი ბმული თქვენი პროფილის ბიოგრაფიაში, რათა ტრაფიკი პლატფორმიდან პირდაპირ თქვენს ვებსაიტზე გადაიტანოთ.

ვირუსული სოციალური მედიის ტენდენციები ხშირად სცილდება მათ თავდაპირველ პლატფორმას. Google Trends გვეუბნება, რომ ადამიანები ეძებენ ტენდენციურ თემებს Google-ში თავად ამ ტენდენციების დასახელებებთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ბრენდი ან პროდუქტი შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი თავდაპირველ ვირუსულ პოსტში, არსებობს მრავალი გზა, რომ თქვენი საკვანძო სიტყვებით ოპტიმიზირებული ვებგვერდის კონტენტი ახალი აუდიტორიის წინაშე დააყენოთ.

თუ თქვენ გაქვთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია ან ამ მიმართულებით საცალო ვაჭრობას ეწევით, შეგიძლიათ შექმნათ ერთი LANDING გვერდი, სადაც ის ტექნიკა იქნება წარმოდგენილი, რომელსაც რეკლამას ცნობილი ინფლუენსერი უკეთებს. ამით თქვენ ორ კურდღელს ერთად დაიჭერთ, რადგან როცა ამ ინფლუენსერის ფანები დაიწყებენ იმ ნივთების მოძიებას ინტერნეტში, რომელსაც თქვენც ყიდით, თქვენს მაღაზიას ამოუგდებს ძიების შედეგებში.

თქვენი SEO-სთვის ასევე მნიშვნელოვანია გამოცემებთან და ბლოგერებთან თანამშრომლობა. თქვენი საიტის ბექლინკი რაც უფრო მეტგან მოხვდება, მით მეტად გამოჩნდება ის საძიებო სისტემებში და მეტ ადამიანამდეც მიაღწევს.

იმის გამო, რომ სოციალური მედია ხშირად ვირუსულ ტენდენციებს მიჰყვება, ისინი კი მუდმივად ცვალებადია, საჭიროა, მუდამ თვალყური ადევნოთ მას და არ ჩამორჩეთ. სიახლეზე რეაგირება კი მყისიერად მოახდინოთ.

როგორ შეიძლება ინფლუენს მარკეტინგის გამოყენება ძიების შედეგებისთვის

ინფლუენსერებთან თანამშრომლობა თქვენი ბრენდის ან პროდუქტის ჩვენების მიზნით ტრენდში მონაწილეობისას კიდევ ერთი შესანიშნავი გზაა. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ბრენდი Popsockets, რომელიც ჩაერთო Emoji Outfit Challenge-ის გამოწვევაში. ეს გამოწვევა გულისხმობდა საკუთარი ტანსაცმლის შეხამებას პოპულარულ emoji-ებთან. ბრენდს ამ გამოწვევისთვის 8 ელჩი ჰყავდა და ორ მილიონ მაყურებელს მიაღწია.

ყურადღების მიღმა არ დატოვოთ ის ინფლუენსერები, რომლებიც იმ ნიშას ატარებენ, რომელიც თქვენს ბრენდს კარგად გამოხატავს ან ახლოს არიან თქვენს პროდუქტთან. დაუკავშირდით მათ პროდუქტის განთავსებისთვის და გამოიყენეთ ზეპირი მარკეტინგის ძალა.

განსაზღვრეთ კამპანიის მიზნები და სამიზნე აუდიტორია

სანამ შემოქმედებითი კუთხით კონტენტის კეთებას დაიწყებთ, ყოველთვის განსაზღვრეთ თქვენი კამპანიის მიზნები და სამიზნე აუდიტორია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, როგორც ახალი, ასევე დამკვიდრებული ბრენდებისთვის, არის ინფლუენსერის არჩევა მხოლოდ მისი პოპულარობიდან გამომდინარე ან რამდენი მიმდევარი ჰყავს მას. მან უნდა დაფაროს თქვენი სამიზნე აუდიტორია და ეს თანამშრომლობა შესაბამისობაში უნდა მოხვდეს ავთენტურ კონტენტთან. ამ შემთხვევაში მას ნამდვილად ექნება შედეგი და შთაბეჭდილებას მოახდენს აუდიტორიაზე.

სოციალური მედიის გამოწვევა

გამოწვევის დაწყება ინფლუენს მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული და ეფექტური ტაქტიკაა. მას ყოველთვის აქვს შედეგი, შეუძლია გააფართოვოს თქვენი კამპანია და მოაქვს ექსკლუზიურობის განცდა მონაწილეებში.

თუ თქვენ ჰეშთეგს ქმნით გამოწვევის გასაგრძელებლად, უბრალოდ დარწმუნდით, რომ ის უკვე არ არის გამოყენებული და ჩაატარეთ საფუძვლიანი კვლევა, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე უარყოფითი შედეგი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას და საბოლოოდ წარმოგაჩინოთ როგორც ნეგატიური ბრენდი.

სოციალური მედიის ტენდენციებისა და გავლენიანი მარკეტინგის გამოყენება ბრენდის ცნობადობის, ძიების შედეგებისა და გაყიდვების გასაძლიერებლად არის ძალიან ეფექტური მარკეტინგული ჰაკი, რომლითაც ყველა ზომის ბრენდს შეუძლია ისარგებლოს.

Zoom ახალ ლოგოსა და პროდუქტების რებრენდინგს წარმოგვიდგენს

PANTONE და Motorola ტელეფონებს ფერების ტენდენციების მიხედვით გამოუშვებენ