in

როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი სოციალური კავშირები, სოციალური სამართლიანობის მისაღწევად

ადამიანებს სურთ, რომ მათი მოსაზრება იყოს საჯარო და საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეძლონ. მაგალითად, მსოფლიოს გარშემო, მილიონობით ადამიანი უცხადებს სოლიდარობას Black Lives Matter მოძრაობას და ბევრიც ფიქრობს, როგორ შეიძლება შეიტანოს წვლილი მსგავს აქტივობებში, საკუთარ გარემოცვაზე ზეგავლენით. მაინც, როგორ შეგვიძლია ვიმოქმედოთ სხვა ადამიანებზე, იმ რესურსებით, რაც უკვე გაგვაჩნია? ან, სულაც, რა ძალაუფლებას ვფლობთ? ან, როგორ ვიმოქმედოთ?

pasha-statiebi
pasha-statiebi

გამოიყენეთ საკუთარი სოციალური ქსელი და გაავრცელეთ ინფორმაცია საკუთარ ღირებულებებზე, მაგალითად, ანტირასისტული და ანტისექსისტური განცხადებებით. თქვენი გავლენის წრე ბევრად ფართოა, ვიდრე გგონიათ. ადამიანების უმეტესობას მიაჩნია, რომ მათი აუდიტორია მათი უახლოესი მეგობრები არიან. თუმცა, სოციალური ქსელების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ეს მოსაზრება მცდარია. თქვენი იდეები და ქცევა სხვა ადამიანებზე, თქვენს ფეისბუკ მეგობრებსა და მათ მეგობრებამდე აღწევს და თქვენს აზრს ბევრად მეტი ადამიანი კითხულობს, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

შეიძლება გაგიჩნდათ კითხვა, მაინც, როგორ უნდა შეცვალოს თქვენმა აზრმა დამოკიდებულება ისე, რომ თქვენი სამუშაო გარემო ანტირასისტული და ანტისექსისტური გახდეს? პასუხი ჩვენი ფსიქოლოგიის სიღრმეებში იმალება. ჩვენ ფუნდამენტურად სოციალური სახეობა ვართ. ევოლუციური პერსპექტივიდან რომ სევხედოთ, ჩვენ გადარჩენას ვახერხებთ არა როგორც ინდივიდები, არამედ როგორც გუნდის ნაწილები. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებრივ აზრთან დაპირისპირებისას, ჩვენ განვიცდით დიდ ემოციურ წნეხს. თუმცა, ეს, ასევე ნიშნავს, რომ როცა სამუშაო გარემოში ახალი იდეები და შემოთავაზებები ჩნდება, ჩვენი მზაობა ამის მიმართ, როგორც წესი, მაღალია.

მნიშვნელოვანია გაიაზროთ, რომ დარწმუნების დიდი უნარი გაქვთ. თუმცა, რეალური გავლენის მოსახდენად, მნიშვნელოვანია წარმართოთ საუბრები კოლეგებთან, გაუზიაროთ თქვენი მოსაზრება ონლაინ რეჟიმში. დაანახეთ თქვენი მისწრაფება ორგანიზაციაში მიუკერძოებელი დამოკიდებულების შესაქმნელად და დაინახავთ, რამდენად სჭირდებათ ეს სხვა ადამიანებსაც. ჩართეთ ისინი პრობლემების განხილვაში, რაც სამუშაო გარემოს თუ ურთიერთობებს უკავშირდება. თუკი ისინი მკვეთრად რასისტული ან სექსისტური განწყობით არ ხასიათდებიან, მათში ცნობიერების ამაღლებას, ასე თუ ისე, მოახერხებთ.

მაინც, რა მოქმედებებია საჭირო? მაგალითად, სამუშაო გარემოში შეამჩნიეთ რაღაც ისეთი, რაც თქვენი აზრით, აუცილებლად საჭიროეს გამოსწორებას. პირველ რიგში, ამის შესახებ გაესაუბრეთ მათ, ვიზეც ეს პრობლემა პირდაპირ აისახება. შემდეგ კი, თანდათან სხვებიც ჩართეთ საკითხის განხილვაში.

ადამიანების ერთობას დიდი ძალა აქვს, დიდი ძალა აქვს იმასაც, თუ რას ფიქრობთ და ამ ფიქრებს როგორ გადმოსცემთ. ყველა დეტალი ვერ გახდება განხილვის საგანი, თუმცა, უნდა შეარჩიოთ სწორი აქცენტები. დაიწყეთ სამუშაო გარემოში მიკერძოებული დამოკიდებულების შესახებ საუბარი. ეტაპობრივად, ორგანიზაციაში სრულიად ახალი ნორმების დამკვიდრებას შეიძლება შეუწყოთ ხელი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს სწორედ ახლა აკეთებთ.

გააძლიერეთ მხარდაჭერა, სოციალური ქსელის დახმარებით

დღეს, ქალებისა და უმცირესობების უფლებები აქტიური განხილვის საგანია და ამ მიმართულებით კვლავაც უამრავი გამოწვევაა. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგიძლიათ და გასაღები კვლავაც სოციალურ ქსელებშია.

კვლევების ფარგლებში, შენიშნეს, რომ გენდერული მიკერძოების წინააღმდეგ, უფრო მეტად ის ქალები მოქმედებდნენ, ვისაც სამუშაო გარემოში სხვები მეტად ეკითხებოდნენ რჩევას. ასეთ ქალებს გავლენა აქვთ მაშინაც, როდესაც მაგალითად, სექსისტურ განცხადებას მათი უშუალო ხელმძღვანელი ავრცელებს. საინტერესოა, რატომ იმაღლებენ ხმას ასეთი ქალები? საქმე ისაა, რომ მათ კარგად ესმით, ეს პრობლემა ბევრისთვისაა საერთო და სამუშაო გარემოში დისკრიმინაციული მიდგომა ბევრი ადამიანისთვის მტკივნეული საკითხია.

როდესაც თქვენ ასეთ საკითხებზე ესაუბრებით მათ, ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია მსგავსი, თქვენ ნელ-ნელა კრებთ ადამიანთა ქსელს, რომელსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ, საერთო მოწოდება გაუჩნდებათ და თუნდაც, პროტესტის განცდა გაუმძაფრდებათ. პროტესტს კიდევ, სამუშაო გარემოში დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია.

საქმეში ჩართეთ აქტიური ინკლუზია

იფიქრეთ საკუთარ სოციალურ ქსელზე. თქვენი გარემოცვა, დიდი ალბათობით, დემოგრაფიულად, ძალიან გგავთ თქვენ. თუკი დისკრიმინაცია საკუთარ თავზე არ გამოგიცდიათ, მაგრამ იფიქრებთ მათზე, ვისთვისაც ეს ყოველდღიურობაა. თუკი საკუთარ ორგანიზაციაში საქმეში ჩართულობის გაზრდა გსურთ, ისაუბრეთ ასეთ მტკივნეულ საკითხებზე.

საინტერესოა ისიც, რომ ე.წ. უმრავლესობაში მყოფმა ადამიანებმა, რომლებმაც ხშირად, არც იციან, რა სირთულეებს გადიან უმცირესობაში, დისკრიმინაციის პირობებში მყოფი ადამიანები. გამოსავალი ინკლუზიაშია. ეს ნიშნავს, რომ თუკი უმრავლესობას მიეკუთვნებით, ეცადეთ თქვენს გარემოცვაში უმცირესობები იყვნენ, ვისი უფლებებიც, ჯერ კიდევ, არასათანადოდაა დაცული. ეცადეთ, სამუშაო გარემოში, დააახლოვოთ ადამიანები, ყოველგვარი განსხვავებული ნიშნის მიუხედავად. მიეცით მათ საუბრის საშუალება. საქმის გარდა, ერთად გართობისკენაც უბიძგეთ. თავდაპირველად, ასეთი ინტერაქცია უჩვეულო და დაძაბული შეიძლება იყოს, მაგრამ ამ გამოწვევას პასუხად ლოიალური ტონი დაახვედრეთ. შეამზადეთ საკუთარი თავი, რომ გააცნობიეროთ რეალობის არასასიამოვნო ასპექტებიც, რასაც პროცესში შეხვდებით. თუმცა, თუკი ხელმძღვანელ პოზიციაზე იმყოფებით, თავადაც მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავებული ადამიანების ერთობლივი ჩართულობა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა.

სოციალურ ქსელებში ინკლუზიური მიდგომა ითვალისწინებს ნამდვილი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, სადაც უმცირესობაში მყოფი ადამიანები თავიანთი გამოცდილების გაზიარებას თავისუფლად შეძლებენ. აგრძნობინეთ, რომ თავადაც სცემთ პატივს ასეთ ადამიანებს. ნამდვილი ინკლუზია ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ, რაიმე აქტივობაში ჩართვა. ეს, ასევე, ნიშნავს, საკუთარი კავშირების გამოყენებას სასარგებლო საქმისთვის. წარადგინეთ უმცირესობები საკუთარ სოციალურ ქსელში, ისაუბრეთ მათზე, იმ სირთულეებზე, რასაც ისინი აწყდებიან. როდესაც შესაძლებლობა მოგეცემათ, შესთავაზეთ მხარდაჭერა და საამისოდ, ყველაზე მარტივი პირველი ეტაპი – სოციალური ქსელი გამოიყენეთ.

 

წყარო: HBR



,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია,, მსოფლიო ბაზარზე ახალი მინერალური წყლით შემოდის

სასტუმრო “ზებო” – ადგილი, სადაც სოფელ გობრონეთის ტურიზმი ჩაისახა