in

როგორ შეუძლია სოციალურ საკითხებზე ზრუნვას კომპანიის შემოსავლის ზრდა?

მიზანზე ორიენტირებული სტრატეგია მოიცავს მრავალ დაინტერესებულ მხარესთან ურთიერთობას. ასეთ დროს, სტრატეგები ცდილობენ გადაჭრან საზოგადოებისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი პრობლემები. წარმატების მისაღწევად, სტრატეგიებმა უნდა შეძლონ პროგრესის ჩვენება. ჩნდება კითხვა: როგორ შეუძლიათ კომპანიებს ამ მიზნის მიღწევა?

ამის გასარკვევად, თომას მენლაითმა და ივი ბუჩემ, ჩაატარეს კვლევა მიზნების განხორციელების სიღრმისეულად შესასწავლად, ისეთ 12 კომპანიაში, რომლებიც საკუთარ ძალისხმევას მიმართავდნენ სოციალურ საკითხებზე, მაღალი ფინანსური ზრდის პარალელურად. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული კომპანია იყენებდა სხვადასხვა ინდუსტრიის სპეციფიკურ სტრატეგიებს, გამოიკვეთა საერთო საკითხები. კომპანიებმა, რომლებმაც წარმატებით მიაღწიეს სოციალურ და ფინანსურ მიზნებს, ეს ადვოკატირებაზე დაფუძნებული ბიზნესმოდელით შეძლეს.

ადვოკატირებაზე დაფუძნებული ბიზნესმოდელის შესამუშავებლად, კომპანიებმა უნდა აირჩიონ პოზიცია, სოციალური ან გარემოს პრობლემების კუთხით. მაგალითად, განვიხილოთ A.P. Moller–Maersk, კომპანია, რომელიც იყო პიონერი კონტეინერების გადაზიდვაში. 2021 წელს, კომპანიის ლიდერებმა აღიარეს, რომ Maersk-ს მიუძღვის წვლილი კლიმატურ კრიზისში, ამის მიზეზია თბური გაზების გამონაბოლქვი, რომელიც შეადგენდა 3,5 მილიარდი ტონის (ინდუსტრიის მიერ მსოფლიო დაბინძურების) დაახლოებით 1%-ს. კომპანიამ განააცხადა, რომ – ამ მიზნის შესაბამისად, ის იმუშავებს ზარალის შემცირებაზე. შედეგად, დაიწყო ნახშირბადის დეკარბონიზაცია.

Maersk-მა გადაწყვიტა ეტაპობრივად განაახლოს მთელი თავისი ფლოტი, რათა საბოლოოდ, მხოლოდ ეკო-საწვავზე გადავიდეს. ეს ეტაპი დაიწყო 19 ახალი საკონტეინერო ხომალდის შეკვეთით, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ცნობილი, იქნებოდა თუ არა საკმარისი მწვანე საწვავი, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ეს იყო ნიშანი საწვავის მწარმოებლებისთვის, რათა მეტი მწვანე საწვავის ეკოსისტემაზე ემუშავათ. კომპანიამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს მწვანე მეთანოლის წარმოებისთვის, რითაც უზრუნველყოფდა საწვავის საჭირო ოდენობას, მოთხოვნა-მიწოდების დასაკმაყოფილებლად. ასევე, კომპანიამ წარმატებით წამოიწყო “ECO Delivery”, ნახშირბადის ნეიტრალური გადაზიდვის ერთადერთი საშუალება ინდუსტრიაში. 2019-დან 2022 წლამდე, ECO Delivery-ზე მოთხოვნა ყოველწლიურად გაიზარდა 170%-ით, რაც მიღწეული იყო Maersk-ის უმსხვილესი მომხმარებლების ჩართულობით: Nike, H&M, Disney, Novo Nordisk, BMW და Volvo.

Maersk-ს სრულიად ახალი პროცესის შექმნა არ დაუწყია. მან უკვე არსებული რესურსების გადაჯგუფებით შეცვალა რეალობა და მავნე გამონაბოლქვის ემისიის განულება დაისახა მიზნად. 2018 წელს, კომპანიამ გამოაცხადა სამიზნე თარიღად 2050 წელი, თუმცა 2021 წელს, მან შეცვალა ვადა და 2040 წელი მიუთითა გამონაბოლქვის განულების დროდ. ვინსენტ კლერკმა, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა: „2050 წლის მიზანი ნიშნავდა, რომ შეიცვლებოდა სამი ან ოთხი აღმასრულებელი დირექტორი, სანამ მიზანს მივაღწევდით. მიზნის დაზუსტებით, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ დღეს განხორციელებული ყოველი ინვესტიცია ჩვენი ახალი მიზნების მიღწევაში შეიტანს წვლილს“. გარდა ამისა, კომპანიამ მთლიანად გადააკეთა მთელი თავისი ოპერაციული მენეჯმენტი, რათა შეასრულოს მდგრადობის ვალდებულება. ამისათვის, ის დეკარბონიზაციის ინიციატივებში დებს ინვესტიციებს

ძლიერ ლიდერებს სისუსტეებზე შეუძლიათ საუბარი

კომპანიებისა და მათი ლიდერების უმრავლესობისთვის, ადვოკატირებაზე დაფუძნებული ბიზნესმოდელის მართვა ახალი ნაბიჯია. მიუხედავად მათი გაბედული მცდელობისა უფრო მაღალი ხარისხის ცვლილება მოიტანონ, ვხედავთ, რომ ისინი ასევე, მზად არიან აღიარონ რისკები, რომლებიც გამომდინარეობს ახალი მოდელისთვის დამახასიათებელი საკითხების არცოდნიდან.

როდესაც Maersk-მა ცვლილებების შესახებ განაცხადა, კომპანიისთვის არ იყო ნათელი, რამდენად წარმატებული იქნებოდა მისი მცდელობა, შეეცვალა არსებული რეალობა. შესაძლოა, ახალი ეკოსისტემის აწყობა სასურველი ტემპით ან მიმართულებით არ წასულიყო და კომპანიას პრობლემები შექმნოდა.

ელექტრო მიკროსქემის დაფაზე შუქი არ ინთება, სანამ ბოლო მავთული არ არის დაკავშირდება. ანალოგიურად, ადვოკატირებისას, კომპანიებს შეუძლიათ შექმნან უფრო მაღალი დონის ღირებულება მრავალი დაინტერესებული მხარისთვის, როდესაც ყველა ელემენტი უკავშირდება ერთმანეთს.

Maersk-მა, საკუთარი ისტორიის მანძილზე, შექმნა ნდობის პრეცენდენტი მომწოდებლებისა და მომხმარებლების შეკავშირებით. კომპანიის შემდეგი გამოწვევა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაა გადაზიდვების დეკარბონიზაციის გზით. Maersk გრძნობს, რომ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა არაა, თუმცა, ის იღებს საკუთარ თავზე იმის გარკვევას, თუ როგორ მოგვარდება საკითხი.

წყარო: HBR



AI ხელსაწყო ვებგვერდების პერსონალიზებისთვის

100 მილიონი წვდომა! – როგორი იყო კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ ორთვიანი თავგადასავალი