in

SocialBakers-მა „ლიბერთის“ სოციალური მედია გამოცდილება შეაფასა, როგორც წარმატებული

გლობალურმა AI-powered სოციალური მედია მარკეტინგის კომპანია SocialBakers-მა „ლიბერთი“ Customer Success Case კატეგორიაში გამოაქვეყნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული კომპანია წამყვანი სოციალური მედიის პლატფორმის მიერ შეთავაზებულ ხელსაწყოებს სწორად იყენებს იმდენად, რომ მისი გამოცდილების SocialBakers-ის მომხმარებლისა და კლიენტებისთვის, როგორც წარმატებული მაგალითის გაზიარება, ღირს.

Socialbakers-ის პლატფორმა 2008 წლიდან უწევს მომსახურებას მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, მათ შორის, McDonald’s-ს, L’Oreal-ს, Desigual-ს… და სოციალური მედიის მენეჯერებს საინტერესო რესურსებს, სასარგებლო სტატისტიკას სთავაზობს.

„ლიბერთისა“ და SocialBakers-ის თანამშრომლობასა და ამ ურთიერთობიდან მიღებულ შესაძლებლობებზე თინი ოსეფაშვილთან, „ლიბერთის“ სოციალური მედიის დირექტორთან ვსაუბრობთ:

M: თინი, რამდენი ხანია, SocilalBakers-თან თანამშრომლობთ, რას გულისხმობს ეს ურთიერთობა და რა შესაძლებლობებს გაძლევთ?
SocialBakers-თან 2018 წლიდან ვთანამშრომლობთ და SocialBakers Suite-ს ხელსაწყოებს სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე სწორი კომუნიკაციისა და სტრატეგიის დასაგეგმად ყოველდღიურად ვიყენებთ. პლატფორმის პროგრამული გადაწყვეტილებები გვეხმარება, დავზოგოთ დრო რუტინულ რეპორტინგზე – „ლიბერთის“ სოციალური მედიის გუნდი ჯერ კიდევ მზარდია, ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროის სწორი მენეჯმენტი და რესურსების სწორად გადანაწილება, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება კონტენტთან თუ მომხმარებელთან ურთიერთობის საკითხებში.

M: გაგვიზიარე, SocialBakers-ის რომელ ინსტრუმენტებს იყენებთ და როგორ?
SocialBakers-ის როგორც ფასიანი, ისე ღია რესურსები საკმაოდ დიდ ინფორმაციას აძლევს სოციალური მედიის მენეჯერებს. კვლევები, მიგნებები, ტრენდები და სტრატეგიული ინფორმაცია ყოველთვის “up to date” არის ხელმისაწვდომი.

SocialBakers Suite-ზე ჩვენი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ხელსაწყოებია:

Analytics – რომელიც მოიცავს როგორც საკუთარი არხების, ისე კონკურენტებთან მიმართებაში ჩვენი პერფორმანსის დეტალურ ანალიზს სასურველი დროის მონაკვეთში. რეალურ დროში ვაკვირდებით, როგორ ვიზრდებით ტრანსფორმაციის პროცესში და როგორ მოქმედებს ჩვენი ზრდა, ზოგადად, ბაზარზე.

Community – მომხმარებელთან ურთიერთობის სისტემა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ არა მხოლოდ ოპტიმიზებულ ინტერფეისში ვუპასუხოთ სხვადასხვა არხიდან შემოსულ მომხმარებელს, არამედ მათი სენტიმენტიც კი გავზომოთ, რაც გვეხმარება, რომ მივიღოთ მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები.

Paid – გვაძლევს ჩვენი სარეკლამო ანგარიშების დეტალური ანალიზის, კონტროლისა და რაც მთავარია – ოპტიმიზაციის საშუალებას. რეალურ დროში ვზომავთ პლატფორმებისა და კამპანიების KPI-ს.

M: რა უპირატესობა აქვს ხელოვნური ინტელექტის ჩართვას სოციალური მედია მარკეტინგის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში?
ვფიქრობ, “AI-Power” სოციალური მედიის მომავალია, რომლის განვითარებაც ჩვენს თვალწინ დაიწყო. მაღალი კონკურენციის პირობებში, თანაც ისეთ პატარა ბაზარზე, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია თითოეული ნაბიჯის დაკვირვებით გადადგმა იმისთვის, რომ შექმნა შენი მომხმარებლისთვის გასაგები და ღირებული კონტენტი, კომუნიკაცია და კამპანიები.

M: და რას ნიშნავს კომპანიის ინსტრუმენტების წარმატებულად გამოყენება? როგორ ზომავთ შედეგებს და რა სარგებელი აქვს ასეთი გავლენიანი კომპანიის მიერ აღიარებას, რომ რასაც აკეთებთ, სამაგალითოა?
ჩვენი სოციალური მედიის სტრატეგია ახლა სულ სხვანაირად გამოიყურება, ვიდრე 2 წლის წინ, როცა ლიბერთი, ფაქტობრივად, თავიდან იწყებდა სოციალურ მედიაში კომუნიკაციის ინტეგრირებას. პირველად, SocialBakers გვჭირდებოდა, რომ დაგვენახა, სად მივდიოდით სტრატეგიულად და რა გვჭირდებოდა იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში ღირსეული კონკურენცია გაგვეწია კონკურენტებისთვის. ახლა, როცა სრული წარმოდგენა გვაქვს, როგორია ჩვენი განვლილი და მომავალი გზა ტრანსფორმაციის პროცესში, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ გაიზარდა ჩვენი არხების მოხმარება, რა დინამიკაა როგორც ორგანულ, ისე “Paid” კონტენტზე და სად გვაქვს გაუმჯობესების წერტილები. ამ ინფორმაციის დამუშავებით ვადგენთ ეფექტურ, სწორ და შედეგებზე ორიენტირებულ სამოქმედო გეგმას.

ის ფაქტი, რომ სოციალურ მედიაში წამყვანმა პლატფორმამ, საკუთარი მომხმარებლისა და კლიენტებისთვის ჩვენი გამოცდილების, როგორც წარმატებული მაგალითის გაზიარება გადაწყვიტა, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა და მოტივაციის მომცემი – იმის დასტურია, რომ ჩემი გუნდის მუშაობის სტილი და განვითარების გზა ღირსეულად უწყობს ფეხს თანამედროვე ციფრულ გამოწვევებს.

ოჯახთან ერთად გატარებული დრო ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ 

დეკორატიული საუთოო მაგიდები, „გრაგნილი პოსტერები“ და სხვა ნივთები სტარტაპ „ბალანსისგან“