in

Socialsharks-ის გუნდში დიდი განახლებაა!

სააგენტო Socialsharks-ში სიახლეებია. სააგენტოს გუნდი განახლდა და ახალი ძალებით შეუდგა შემოქმედებით საქმიანობას, ციფრული მარკეტინგული კომუნიკაციის უზრუნველყოფას, კამპანიების დაგეგმვასა და ბრენდების ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვას. Socialsharks-ის ქართული გუნდის 40-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობა. ახლა კი, ზრდისა და განვითარების სურვილმა გუნდი განახლების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. სააგენტოს გენერალურ მენეჯერად ნუცა ქირია დაინიშნა, კონტენტის დეპარტამენტი მარიშა მინაზარიშვილმა ჩაიბარა, დიზაინს – ხატია ხატიაშვილი უხელმძღვანელებს, ფროდაქშენს – ალექსი სოსელია. სიახლეებთან დაკავშირებით, დეტალებზე სააგენტოს გუნდის წევრებს ვესაუბრეთ.

M: გვიამბეთ, როგორ გადანაწილდა სამუშაო ძალა და როლები ახლებურად

ამ ეტაპზე სტრუქტურულად კომპანია ორ მიმართულებად იყოფა: Digital House, Content House.

ნუცა ქირია

პირველ რიგში, მინდა Content House-ზე გიამბოთ, რადგან ამ მიმართულებით პოზიტიური სიახლეები გვაქვს. ეს გუნდი, დამკვეთი კომპანიებისთვის კონტენტ სტრატეგიის შექმნასა და შემდგომ უკვე სტრატეგიის იმპლემენტაციაზე მუშაობს. ერთ წელზე მეტია  რაც ამ დეპარტამენტის გამართვაზე ვმუშაობთ. ამ პროცესებს ნუცა ქირია ხელმძღვანელობს, რომელიც კერძო, კორპორატიული სექტორიდან ერთი წლის წინ შემოუერთდა შარქებს და ამ მოკლე პერიოდში დააკომპლექტა გუნდი, გამართა სამუშაო სტრუქტურა და ეს სერვისი პროდუქტად შეფუთა. ონტენტის შექმნის  გამოცდილებასთან ერთად ნუცას კორპორატიული ხედვა და სტრუქტურული ცვლილებების მუდმივი სურვილი ეფექტური აღმოჩნდა კომპანიისთვის.

კონტენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას დეკემბრიდან მარიშა მინაზარიშვილი ჩაიბარებს, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც კრეატიულ სააგენტოებში მუშაობის, ასევე კერძო კორპორატიულ სექტორში.

„პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ მეც შარკი ვარ. ზოგადად, ნებისმიერ სამუშაო გარემოში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი გუნდის წევრების პოტენციალის აღმოჩენა და სწორად გამოყენებაა. კრეატიულ სააგენტოში, განსაკუთრებით კი კონტენტის გუნდში, ეს პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისოა. ჩემთვის ორი რამ არის ყველაზე მნიშვნელოვანი: გუნდის იდეები სწორად ეხმაურებოდეს თითოეული ბრენდის მიზანს და თითოეული თანამშრომელი კრეატიულად რეალიზებულად გრძნობდეს თავს“

ასევე პოზიტიური სიახლე გვაქვს შიდა კადრების ზრდის მხრივ. ჩვენი გუნდის წევრი, დიზაინერი ხატია ხატიაშვილი დაიკავებს არტ დაირექტორის პოზიციას და უხელმძღვანელებს დიზაინ თიმს.

„Socialsharks-ის არტ დირექტორობა ახალი, საინტერესო და საპასუხისმგებლო გამოწვევაა ჩემთვის. ეს ის სფეროა სადაც, ვერ მოიწყენ მუდიმივად ფიქრობ ახალ იდეებსა და მათი განხორციელების გზებზე. იქიდან გამომდინარე, რომ სააგენტოს ახალი ხედვები და დიდი მიზნები აქვს დასახული, ვფიქრობ რომ ჩემთვის საინტერესო შესაძლებლობაა ჩავერთო ამ შემოქმედებთ პროცესში და დავეხმარო გუნდის სხვა წევრებეს შთაგონებასა და კრეტაიული იდეების განხორციელებაში“

ვიდეო და ფოტო ფროდაქშენის ნაწილზე კი პასუხისმგებელი ალექსი სოსელია იქნება.

„შარქებში გუნდში ყოფნა ჩემთვის ახალი გამოცდილების მიღებისა და სფეროში მოგზაურობის შესაძლებლობაა. პროდაქშენზე მუშაობა თავისთავად სხვადასხვა გარემოებებში მოხვედრასა და განსხვავებულ ადმაიანებთან კომუნიკაციას გულისხმობს,რაც დინამიურს,საინტერესოს ხდის მუშაობის პროცესს. ასევე აღსანიშნავია შარქებში შექმნილი პოზიტიური სამუშაო გარემო,რაც ხელს გვიწყობს მრავალფეროვანი გამოცდილებების მქონე ადამიანებს ერთად შევქმნათ საინტერესო ქონთენთი,რადგან ხარისხი მრავალფეროვნებაშია.“

M: რას ქმნის დღეს Socialsharks?

ბევრი ექსპერიმენტის და დაუღალავი შრომის შედეგად გვყავს კონტენტის გუნდი, რომელიც ქმნის საუკეთესო ხარისხის კონტენტს, ციფრული და სოციალური მედია არხებისთვის. ამ სერვისით სარგებლობა ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, არაა აუცილებელი ჩვენ ვმართავდეთ თქვენს არხებს, ამისგან დამოუკიდებლად ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ შემდეგი მომსახურებები ციფრული და სოციალური მედია არხებისთვის:

  1. მარკეტინგული კამპანია
  2. კონტენტ სტრატეგიის შემუშავება
  3. კონტენტის წარმოება მრავალფეროვან ფორმატებს მოიცავს, როგორიცაა: გრაფიკული დიზაინი, მოუშენ დიზაინი, 3D დიზაინი, კონტენტის წერა, მცირე და მასშტაბური ფროდაქშენის, ფოტო ფროდაქშენის, ხელნაკეთობების [handmade] დიზაინი ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის.
  1. Tik-Tok-ზე კამპანიების დაგეგმვა და კონტენტის წარმოება
  2. Influencer კამპანიები

ჩვენი წარმოებული კონტენტის ხარისხს ორი ფაქტორი განაპირობებს:

კონტენტ სტრატეგიის შემუშავება, კომპანიის ბიზნეს ამოცანებზე დაყრდნობით. კონტენტ სტრატეგიის დაშენება Advertising-ის სტრატეგიაზე ხდება  და ეს არა მისგან დამოუკიდებლად.  შესაბამისად, ჩვენი კონტენტის სტრატეგია პირდაპირ ემსახურება იმ ბიზნეს ამოცანების შესრულებას, რომელიც კომპანიას აქვს.

გუნდი – კონტენტზე კომპლექსურად მუშაობა. ამ გუნდის წევრები არ არიან გრაფიკული დიზაინერები, ქოფირაითერები ან მოუშენ დიზაინერები რომლებიც უბრალოდ იღებენ დავალებას არტ დირექტორისგან ან ექაუნთ მენეჯერისგან და ვალდებული არიან ,რომ დავალების ტექნიკური მხარე შეასრულონ, არა, არა და არააა! – კონტენტის გუნდის ყველა წევრი კონტენტ მეიქერია, მათ არ აქვთ დაწესებული საზღვრები და ისინი არ არიან უბრალოდ დავალების შემსრულებლები, ისინი შემოქმედებითი პროცესის ნაწილი არიან. ვფიქრობ, სწორედ ესაა წარმატების ფორმულა. თითოეულ პროექტზე მიდის გუნდური და კომპლექსური მუშაობა, სტრატეგიის შემუშავებიდან მის აღსრულებამდე და შემდგომ უკვე შედეგების გაანალიზებამდე. 4 და 5 ადამიანის გონებრივი რესურსი და კომპეტენციაა ჩართული ერთი დავალების გარშემო. იმისთვის, რომ კონტენტის თიმის წევრი იყო, უნდა გიყვარდეს კონტენტის კეთება, უნდა იაზრებდე კონტენტის ძალას და გქონდეს ინდივიდუალური ხედვა. ესაა მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც კომპლექტდება გუნდი. ამოცანა, რომელიც შარქებში გადმოსვლილსას დამისახეს შესრულებულია. ახლა უკვე ახალი სიცოცხლე, ხედვები სჭირდება კონტენტის გუნდის სამომავლო განვითარებას, რასაც უკვე გუნდის სხვა წევრები განაგრძობენ:

Digital House – აერთიანებს ციფრული და სოციალური მედია არხების მართვას, ედვერთაიზინგსა და ანალიტიკას. ეს მიმართულება ჩვენი დაფუძნების დღიდან იყო ის ძლიერი მხარე, რომლითაც ვპოციზიონირებდით და ლიდერულ პოზიციებსაც ვიკავებდით. ასეა დღემდე. კონტენტის გუნდის მართვის შემდეგ ვიკავებ General Manager – ის პოზიციას. ყოველდღიური საქმიანობის გარდა, რასაც ეს პოზიცია მოიაზრებს Digital House-ის მიმართულების განვითარება იქნება, როგორც ჩემი პირადი, ასევე კომპანიის მომავალი წლის გამოწვევა. ამ თემაზე ვრცლად უახლოეს მომავალში აუცილებლად მოგიყვებით. ახლა რისი თქმაც შემიძლია, ეს უკავშირდება ჩვენს ოფიციალურ პარტნიორობას Facebook – თან. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში გადავედით შემდეგ ეტაპზე და მივიღეთ Prefered Facebook Marketing Partner- ის სტატუსი, რაც ნიშნავს ბევრ ახალ შესაძლებლობაზე, ინფორმაციასა და ცოდნაზე წვდომას, რომელსაც Facebook გაგვიზიარებს.

M: რას ნიშნავს ასეთი კომპლექსური ცვლილება სააგენტოსთვის და რას უნდა ველოდოთ განახლებული Socialsharks-ისგან?

ჩვენთვის, ეს ნიშნავს წინ გადადგმულ ნაბიჯებს და წარმატებას, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ, თითოეულმა შარკმა. ყველა ეს ცვლილება პანდემიის პარალელურად, არასტაბილურ გარემოში მიმდინარეობდა. რაც გარკვეულ შეფერხებებსა და წინაღობებს ქმნიდა.  მიუხედავად ამისა, გვესმოდა, რომ ცვლილებები გარდაუვალი იყო და ვაგრძელებდით მუშაობას. ნამდვილად არ იყო მარტივი, თუმცა ვთვლით, რომ გეგმა, რომელიც დავისახეთ შესრულებულია და წინ კიდევ უამრავია, რასაც ახლა უკვე გუნდის ახალ წევრებთან ერთად შევუდგებით. მოლოდინები, რომელიც უნდა გქონდეთ ჩვენი სერვისების მრავალფეროვნაბასა და ხარისხზე გადის, რაზეც ინფორმაციას პერიოდულად თქვენც მოგაწვდით ხოლმე და ჩვენი საკომუნიკაციო არხებიდანაც შეიტყობს მომხმარებელი.

როგორ იქცა საყვარელი საქმე, მშობლიური მხარის სიმბოლოდ – 14 წლის გიგა გვაძაბია კლუბ ,,სოხუმის“ მორაგბეა

Happy Honda Days – „ჰონდას“ სადღესასწაულო კამპანია!