ესპანურმა მობილურმა ოპერატორმა კომპანია Telefónica-მ სმარტფონსა და სოციალურ ქსელებზე მიჯაჭვული ადამიანების რეალურ ცხოვრებაში დაბრუნების ძალიან ეფექტური, თანაც რომანტიკული ”რეცეპტი” შემოგვთავაზა. სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც სააგენტო Africa-მ შექმნა, შეყვარებულ წყვილზეა, სადაც გოგო სულ Facebook-ის თვალიერებით არის გართული, ხოლო ბიჭს ნამდვილი და უშუალო ურთიერთობები აკლია. სწორედ ამიტომ, ისევ სოციალური ქსელების დახმარებით, პირდაპირ საუბრებს მონატრებული შეყვარებული ბიჭი ძალიან ორიგინალურად, ლამაზი ფოტო მინიშნებებით, შეიტყუებს მის მეორე ნახევარს რომანტიკულ “ხაფანგში”, ბოლოს კი სმარტფონისა და სოციალური ქსელების საჭიროებას სულ დაავიწყებს.
https://vimeo.com/221277976