in ,

სოციალური ინდუსტრიის გიგანტები “Cannes Lions 2016”-ზე სანაპიროს დაპყრობას გვპირდებიან

წელს, Facebook, YouTube, Twitter Spotify სანაპიროზე შემოქმედებით და ორიგინალურ იდეებს შეასხამენ ფრთებს. მართალია, ზოგიერთ მათგანს მსგავსი პრაქტიკა შარშანაც ჰქონდა, მაგრამ წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში “საფრანგეთის რივიერაზე” ჯერ არნახული შოუ იგეგმება. ფესტივალის სტუმრებს ზურმუხტისფერ სანაპიროზე ერთკვირიანი ტექნოლოგიური ზეიმი ელით.

bog
bog-mob

გთავაზობთ ვიდეოს ფესტივალის 2015 წლის სანაპიროზე ჩატარებული აქტივობების შესახებ.

 

 

“YouTube-ის სანაპიროზე” წითელი ფერის სიჭარბე იქნება – კომპანია სანაპიროს შეღებვას აპირებს.

რაც შეეხება Facebook-ს, მისგან მარკეტერებს დიდი მოლოდინები აქვთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კომპანიის შარშანდელი პერფორმანსი “ჰაკერების მოედანი” იხილეს.

“Twitter-ის სანაპირო” უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა წელს მისი წარმომადგენლები გაცილებით ფართო მასშტაბებს გვპირდებიან. როგორც ამბობენ, Twitter-ის კარი ღია იქნება ყველა მსურველისთვის. Spotify კი წელს უკვე მესამედ აპირებს საინტერესო სანაპირო პერფორმანსის ჩვენებას.

მოკლედ, ფესტივალის სტუმრები ნამდვილად არ მოიწყენენ. მეტიც, კანიდან უამრავი ინფორმაციით დატვირთულები და იდეებით შთაგონებულები დაუბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ფესტივალზე ქართული კომპანიები მრავლად არიან წარმოდგენილი,  მათ შორის, რამდენიმე კატეგორიაში არის წარდგენილი შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი სარეკლამო კომპანია “ლივინგსტონი”, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა. წელს თავიანთ კრეატიულ პროდუქტებს TBC Bank, JWT Metro, Branding.ge და Betterfly ჩაიტანს. ფესტივალი 18-დან 25 ივნისამდე გაგრძელდება. წარმატებები ქართველ მონაწილეებს!

JCDecaux-მა ავტობუსის გაჩერებას სპორტული დანიშნულება მოუძებნა

Toyota-მ სასწრაფო დახმარების ქსელი შექმნა შორეული ადგილებისთვის, სადაც კომუნიკაცია ვერ აღწევს