in

სოციალური იზოლაცია ტვინის სტრუქტურას ცვლის — კვლევა

რატომ ვართ ფესტივალებზე, იუბილეებსა და სხვა საჯარო ღონისძიებებზე დიდ ჯგუფებში ყოფნით აღელვებულები? ჰიპოთეზის მიხედვით, ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანის ტვინი სოციალური ურთიერთქმედების მხარდასაჭერად განვითარდა. კვლევების თანახმად, ჯგუფის წევრად ყოფნამ, შესაძლოა, თქვენი კეთილდღეობა გააუმჯობესოს და ცხოვრებით კმაყოფილებაც კი გაზარდოს. მიუხედავად ამისა, დღეს ბევრი ადამიანი მარტოხელა ან სოციალურად იზოლირებულია  და თუ ადამიანის ტვინი მართლა სოციალური ინტერაქციისთვის განვითარდა, უნდა მოველოდოთ, რომ ამას მნიშვნელოვანი გავლენაც ექნება. 

M2
M2

უახლესმა კვლევამ კი აჩვენა, რომ სოციალური იზოლაცია ტვინის სტრუქტურისა და შემეცნების, ანუ ცოდნის შეძენის ფსიქიკური პროცესის, ცვლილებებთან არის დაკავშირებული. ის ხანდაზმულებში დემენციის რისკსაც კი ზრდის. ამ ჰიპოთეზის მხარდასაჭერად უკვე უამრავი მტკიცებულებაც არსებობს. 

ერთ-ერთ კვლევაში დაახლოებით 7000 ადამიანში ტვინის ის რეგიონები აღნიშნეს, რომლებიც სოციალურ ინტერაქციასთან იყო დაკავშირებული. დადგინდა, რომ მუდმივ სოციალურ ინტერაქციაში ჩართული ტვინის რეგიონები, ისეთ ქსელებთანაც არის დაკავშირებული, რომლებიც შემეცნებას უზრუნველყოფს — რეჟიმის ქსელი, აქტიურია მაშინ, როცა გარე სამყაროზე ფოკუსირებულნი არ ვართ, გამორჩეულობის ქსელი გვეხმარება იმის არჩევაში თუ რაზე გავამახვილოთ ყურადღება, მეხსიერებაში, ემოციებსა და მოტივაციაში ჩართული სუბკორტიკალური ქსელი და ცენტრალური აღმასრულებელი ქსელი, რაც უკვე ჩვენი ემოციების დარეგულირების საშუალებას გვაძლევს.

მკვლევრებმა სოციალური იზოლაციის გავლენა ტვინის ნაცრისფერ ნივთიერებაზეც შეისწავლეს, რისთვისაც ნახევარი მილიონი ადამიანის მონაცემები გააანალიზეს. სოციალურად იზოლირებულად კი იმ პირებს თვლიდნენ, რომლებიც მარტო ცხოვრობდნენ, სოციალური კონტაქტი თვეზე ნაკლებ დროში ჰქონდათ და სოციალურ აქტივობებში კვირაზე ნაკლებ დროში მონაწილეობდნენ. 

MRI-ის მონაცემების მიხედვით კი, დადგინდა, რომ სოციალური იზოლაციისკენ მიდრეკილ ადამიანებს სუსტი შემეცნების უნარი ჰქონდათ, მეხსიერებისა და რეაქციების ჩათვლით, ტვინის ბევრ ნაწილში, მათ შორის დროებით რეგიონში, შუბლის მხარესა და ჰიპოკამპში, ნაცრისფერი მატერიის დაბალი მაჩვენებლები აღენიშნებოდათ. მკვლევრებმა ამ უკანასკნელსა და ალცჰაიმერს შორის კავშირიც კი აღმოაჩინეს — სოციალურად იზოლირებულ ადამიანებს დემენციის რისკი 26%-ით მეტი ჰქონდათ. 

ისიც ნათელია, რომ იზოლირებისას ქრონიკული სტრესიც შეიძლება გქონდეთ, რაც, თავის მხრივ, თქვენს ტვინსა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს. ამასთან, თუ ტვინის კონკრეტულ რეგიონებს არ გამოვიყენებთ, ის მის ფუნქციას დაკარგავს… ეს ყველაფერი კი რთული კოგნიტიური აზროვნების უნარს შეზღუდავს. 

ხოლო შემეცნების უნარის შესანარჩუნებლად კარგი იქნება თუ თქვენს ტვინს მუდამ აქტიურ რეჟიმში ამყოფებთ, ამას ახალი რაღაცების სწავლით მარტივად მოახერხებთ, იქნება ეს ახალი ენა თუ მუსიკალური ინსტრუმენტი. მსგავსად, დემენციას, შიზოფრენიასა და დეპრესიასაც მარტივად გაუმკლავდებით. რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, ამაში ჯანსაღი კვება და ვარჯიშიც დაგეხმარებათ.

Meta-ს ახალი VR ჩაფხუტები — „რეალობისგან განუსხვავებელი“ სამყაროები

მსოფლიო ორგანიზაციები, რომლებიც გარემოს დაცვის მიმართულებით დიდ ნაბიჯებს დგამენ