in

1 ცენტად ლუდს ვერ იყიდი, სამაგიეროდ, ვიღაცისთვის მთელი დღის სამყოფი წყლის შეძენა შეგიძლია – სოციალური კამპანია Water is Life–სგან

საქველმოქმედო ორგანიზაცია  Water is Life–მა 4 ივლისისთვის კამპანია წამოიწყო. აქტივობის მიზანი თანხის შეგროვება და უწყლო ან დაბინძურებული ადგილების მოსახლეობის სუფთა წყლით უზრუნველყოფა იყო.

 

 

კამპანიისთვის ორგანიზაციამ თანხის გადარიცხვის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამა Venmo აირჩია. საქმე ისა, რომ ეს უკანასკნელი მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, კრძალავს პროგრამაში რაიმე სახის რეკლამის განთავსებას, შინაარსის მიუხედავად. ორგანიზაციამ სარეკლამო სააგენტო Deutsch New York–თან თანამშრომლობით შეაღწია Venmo-ს პროგრამაში, რის შემდეგაც სიახლეების ველში მომხმარებლების დასანახად მათ პატარ–პატარა გზავნილები განთავსდა. გადახდის ან თანხის გადარიცხვისთანავე ჩნდებოდა შეტყობინება: “შეიძლება 1 ცენტად ლუდი ვერ იყიდო, სამაგიეროდ, ვიღაცისთვის მთელი დღის სამყოფი სუფთა წყლის შეძენა შეგიძლია”. როგორც კი მომხმარებელი ამ მიზერულ თანხას სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხავდა ეს გზავნილი მისი ახლობლების და მეგობრების სიახლეებშიც ჩნდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის გატეხვა არაკეთილსინდისიერი საქციელია, თურმე, ის მაინც შეიძლება გავამართლოთ. მართლაც, წარმოიდგინეთ, 3 ცენტის მეშვეობით შესაძლოა მთელი დღის სამყოფი წყლის შეძენა, 10 დოლარად კი მთელი წლის მარაგი. ასეთი საქმისთვის ცოტა “ეშმაკობაც” დასაშვებია.

რას აკეთებენ შინაური ცხოველები, როდესაც სახლიდან გადიხართ? – GoPro-ს ექსტრემალური ანიმაცია

სად გაქრა ფერები Skittles–ის შეფუთვიდან?!