in

სოციალური ქსელების ხშირი გამოყენება ფიზიკურ ჯანმრთელობას აუარესებს — კვლევა

ხშირია თავის, გულმკერდისა და ზურგის ტკივილი

ადამიანებს, რომლებიც ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში იყენებენ სოციალურ ქსელებს, C-რეაქტიული პროტეინის (CRP) უფრო მაღალი დონე აღენიშნებათ — ირწმუნება ახლად ჩატარებული კვლევა. უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება ქრონიკული ანთების ბიოლოგიურ მარკერს, რომელიც ისეთ სერიოზულ დაავადებებს წინასწარმეტყველებს, როგორიცაა დიაბეტი, კიბო და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები.

M2
M2

CRP-ის მომატებული დონის გარდა, შედეგები ცხადყოფს, რომ სოციალური მედიის ხშირი გამოყენება შემდეგ სომატურ სიმპტომებთან ასოცირდება: თავის ტკივილი, გულმკერდისა და ზურგის ტკივილი. ასევე, გაცილებით ხშირია ექიმებთან ვიზიტი, ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ.

“სოციალური ქსელების გამოყენება მრავალი ახალგაზრდის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ, როგორ მოქმედებს ამ პლატფორმებზე აქტიურობა ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე”, — ამბობს დევიდ ლი, ბუფალოს უნივერსიტეტის კომუნიკაციის ასისტენტ პროფესორი და კვლევის წამყვანი ავტორი კიბერფსიქოლოგიაში, ქცევასა და სოციალურ მედიაში.

უკვე წლებია, მკვლევრები სწავლობენ, როგორ უკავშირდება სოციალური მედიის ხშირი გამოყენება მომხმარებელთა მენტალურ მდგომარეობაზე. თუმცა მისი ფიზიკურ ჯანმრთელობაზე გავლენა არასდროს შეუსწავლიათ საფუძვლიანად. ახლა კი კვლევის ფარგლებში ძირითადი ყურადღება ჯანმრთელობის იმ შედეგებს დაეთმო, რომლებიც ბიოლოგიური, ქცევითი და თვითშეფასების მაჩვენებლებით იზომება.

მკვლევრებმა 18-დან 24 წლამდე ასაკის 251 ცდისპირი შეკრიბეს. მათგან სისხლის ანალიზი აიღეს და ასევე, შეავსებინეს კითხვარები, ფიზიკური ჯანმრთელობისა და სოციალური მედიის გამოყენების შესახებ. “შევძელით, სოციალური მედიის გამოყენების სიხშირესა და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის არსებული კორელაცია დაგვედგინა. რაც მეტად იყენებდა მონაწილე სოციალურ ქსელებს, მით მეტად აღენიშნებოდა სომატური სიმპტომები. ასევე, გამოვლინდა ქრონიკული ანთების უფრო მაღალი დონე”, — განმარტავს ლი.

ეს კვლევა მხოლოდ დასაწყისია სოციალურ მედიასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის კავშირის გასაგებად. “სისხლში ბიოლოგიური მარკერის შესწავლით, შედარებით ობიექტური კავშირი ვიპოვეთ ამ ორ მოცემულობას შორის. თუმცა ეს ეს კორელაციური აღმოჩენა არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ სუსტმა ჯანმრთელობამ გავლენა იქონიოს სოციალური ქსელების გამოყენებაზე”. 

რა თქმა უნდა, ზუსტი პასუხის მისაღებად დამატებითი კვლევების წარმოებაა საჭირო… ეს კი არც ისე შორეული მომავლის საქმეა, რადგან მეცნიერები აქტიურად ჩაერთნენ საკითხის შესწავლაში.

PVP Battle-ის მესამე სეზონი იწყება – გაიცანი Green Flame!

ნახეთ: კუბის ფორმის ინსტალაციები, როგორც ორი სამყაროს ზღვარზე არსებობა