in

სოციალურ მედიას „დისოციაციურ მდგომარეობაში“ გადავყავართ

ოდესმე თუ შეგინიშნავთ, რომ სოციალური მედიის გამოყენებისას ძალიან დიდი დრო თქვენგან შეუმჩნევლად გავიდა? სხვადასხვა სიახლის „სქროლვას“ შეყოლილს შუადღიდან საღამომდე ძალიან დიდი სისწრაფით — თითქოს, დროში იმოგზაურეთ. ნუ გეშინიათ, მარტო ნამდვილად არ ხართ…

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ ახლახან ჩატარებული კვლევა მოწმობს, რომ სოციალური მედიის გამოყენებისას ერთგვარ დისოციაციურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ეს ე.წ „ყოველდღიური დისოციაცია“ არატრავმული სახეობაა, რომლის დროსაც, თითქოს, გონება გვებინდება — ვწყდებით გარემოს და ამა თუ იმ მექანიკური ამოცანის შესრულებისას ვკარგავთ კონცენტრაციას.

ექსპერტებმა აღნიშნულ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, აპლიკაცია Chirp შექმნეს, რომელსაც ტვიტერის მომხმარებლები ერთი თვის განმავლობაში იყენებდნენ. მათ 3 და 15-წუთიანი ინტერვალებით ეკითხებოდნენ, თუ ახსოვდათ, რა წაიკითხეს ახლახან.

აპლიკაცია მათ სთხოვდა, შეეფასებინათ, რამდენად ეთანხმებოდნენ წინადადებას: „მე ახლა Chirp-ს ვიყენებ ისე, რომ ყურადღებას არ ვაქცევ, რას ვაკეთებ“. 2022 წლის CHI კონფერენციაზე წარმოდგენილ ერთთვიან კვლევაში კი შედეგები ასე გადანაწილდა: მონაწილეთა 42%-ის თქმით,მათ სულ მცირე ერთხელ მაინც მონიშნეს მტკიცე თანხმობა; 16% კი აპლიკაციის გამოყენებისას დისოციაციას განიცდიდა.

გარდა ამისა, Chirp ცდისპირებს პერიოდულად გამოწერილი ანგარიშების სიასა და აპლიკაციის გამოყენების ხანგრძლივობის მონაცემებს უგზავნიდა; ასევე, ეკითხებოდა, სურდათ თუ არა ასე გაგრძელება. UW კვლევის ანგარიშის მიხედვით, მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ეს მათთვის სასარგებლო იყო, რადგან კონცენტრაციაში ეხმარებოდა.

როგორ შეუძლიათ ქართველ მარკეტერებს პროგრამული რეკლამის გამოყენება?

ზუმერი ბოლო ზარის პერანგებს NFT-ად შეგინახავს