in

როგორ შეცვალეს სოციალური მედიის პლატფორმებმა ციფრული მარკეტინგი 2022 წელს

ბოლო 10 წლის განმავლობაში სოციალური მედია ციფრული მარკეტინგის დომინანტია. მონაცემებზე ორიენტირებული რეკლამით, მასობრივი აუდიტორიითა და კონტენტით მდიდარი ეს სივრცე რეკლამის განმთავსებლების ყველაზე მოსახერხებელ ადგილად იქცა და მათ ბიუჯეტის მომართვა სწორედ სოციალურ მედიაზე დაიწყეს. 

2022 წელი გამორჩეული გამოდგა, რადგან კონფიდენციალურობის ახალმა პოლიტიკამ და ეკონომიკურმა ცვლილებებმაც ბევრი რამ საპირისპიროდ შეატრიალა, კონკურენციასთან და მომხმარებელთა განვითარებასთან ერთად – შექმნა ახალი გამოწვევები გიგანტებისთვისა და მარკეტერებისთვის. 

2022 წლის განმავლობაში მთავარ პლატფორმებს ჰქონდათ როგორც კოლექტიური, ასევე უნიკალური გამოწვევები. კანონმდებლობის, რეგულაციების, გამოძიებებისა და სარჩელების გაზრდილ ზეწოლამ ტექნოლოგიური გიგანტები დაასუსტა და შეამცირა მათი შესაძლებლობები სოციალურ მედიაში. ამას დაერთო კონკურენცია ისეთი კომპანიებისგან, როგორიცაა TikTok და Twitter, არეულობა ილონ მასკის გარშემო და ამ ყველაფერმა ინდუსტრიის ეგზისტენციალურ დილემას შეუწყო ხელი.

ამ მღელვარებით სავსე წელს მარკეტერებმა, სააგენტოს აღმასრულებლებმა, ანალიტიკოსებმა და სხვა ექსპერტებმა გადახედეს ყველაფერს: მონაცემთა პრაქტიკიდან დაწყებული, შინაარსის სტრატეგიებით, ელექტრონული კომერციის ძალისხმევით დამთავრებული. TikTok-ის აღმავლობამ, ახალგაზრდა მომხმარებლების მოთხოვნებმა, შემქმნელების მზარდმა ეკონომიამ და ბრენდის უსაფრთხოების საკითხებმა კიდევ უფრო გაართულა ისედაც რთული ლანდშაფტი და აიძულა კომპანიები, გადაეხედათ ჩვეული ტაქტიკისთვის.

კოპირების წელი

Facebook, YouTube და Instagram ერთად იბრძოდნენ TikTok-ის ფორმატის შესანარჩუნებლად, რამაც გამოიწვია ერთი წლის განმავლობაში პლატფორმების მხრიდან ერთმანეთის ფორმატების კოპირება, რათა არ გაეშვათ მომხმარებლები თავისი აპლიკაციებიდან. ამავე დროს, სექტემბერში Snapchat-მა ძირითადი რესტრუქტურიზაციის გეგმა გამოაცხადა და გამოყო ორი ფოკუსი: კომუნის გაზრდა და ვირტუალური რეალობა.

ვიდეოები, კონტენტის შემქმნელები და მომხმარებელი

წელს ვიდეოებზე მოთხოვნის ზრდამ მარკეტერები აიძულა არა მხოლოდ იმაზე ეფიქრათ, თუ როგორ გამოიყურება მათი შემოქმედებითი აქტივები, არამედ იმაზეც, თუ როგორ მოეპოვებინათ მეტი მომხმარებელი და მეტი უკეთესი კონტენტი. 2022 წლის ყველაზე აქტუალური ხელსაწყოები იყო მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი, კრეტორების ეკონიმიკა და ხელოვნური ინტელექტი, როგორიცაა გენერაციული AI. წელს მთავარი მარკეტინგული სტრატეგიები სწორედ ამ სამის გარშემო ტრიალებდა და როგორც ვარაუდობენ, მომავალ წელსაც იგივე მოლოდინია. 

წლის მთავარი გამოწვევა იყო – შევქმნათ კონტენტი იმისთვის, რომ ხალხი დავაინტერესოთ, თუ შევქმნათ მათთვის, ვინც ისედაც დაინტერესებულია. ადამიანებმა ისწავლეს, რომ სანამ რამე რეკლამით აღფრთოვანდებიან, უნდა ჩაატარონ კვლევა. ისინი, რა თქმა უნდა, ხარჯავენ თანხას პროდუქტსა და სერვისზე, თუმცა ამას აკეთებენ მას შემდეგ, რაც კარგად დაფიქრდებიან და პროგნოზირებენ, რომ შენაძენი მათ მოლოდინს გაამართლებს.

ილონ მასკი და ტვიტერი

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეცვალეს პლატფორმებმა მარკეტინგი 2022 წელს, ალბათ ყველაზე დიდი ცვლილება ბოლო მოვლენას შეეხო. მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა ორი თვის წინ შეიძინა Twitter, ბევრი მარკეტერი ცდილობდა მასზე რეკლამის შეჩერებას, თუმცა აქვე იყო მარკეტერთა მეორე ჯგუფი, რომელიც პირიქით, გააქტიურდა ტვიტერზე ამ ამბის შემდეგ.

სავაჭრო ურიკებიდან ელექტრონულ კომერციამდე

წელს მარკეტერებმა ბევრი იმუშავეს იმაზე, რომ ონლაინ შოპინგის სტრატეგიები სოციალური მედიის სტრატეგიებთან დაეინტეგრირებინათ. Facebook და TikTok ცდილობდნენ ცოცხალი ვიდეო შოპინგის ტესტირებას, Pinterest აშენებს ახალ და დიდი ხნის ნანატრი ინსტრუმენტებს, მასკმაც კი განაცხადა, რომ სურს Twitter უფრო კომერციულ პლატფორმად აქციოს.

თავის მხრივ, ელექტრონული კომერციის პლატფორმისთვის MikMak, სოციალური კომერციის ტრაფიკი 2022 წელს 19%-ით მეტი იყო, ვიდრე 2021 წელს. სტატისტიკა საინტერესო მონაცემებს იძლევა სხვა პლატფორმებზეც. მაგალითად, თუ TikTok 2021 წელს მეშვიდე იყო სოციალური კომერციის მიმართულებით, 2022-ში მან მე-3 ადგილზე გადმოინაცვლა. მარკეტერები ამას საცალო მედია ქსელების ზრდით, რეკლამის ატრიბუციის შესუსტებითა და ბრენდისა და კონტენტ კრეატორების მარკეტინგის დაახლოებით ხსნიან. 

როგორ დააინტერესეს ქართველმა მეგობრებმა ბრიტანული გამოცემები საქართველოს ბაზრით – MAGS&CO-ს ამბავი

წავკისი პანორამა — თანამედროვე ცხოვრების ახალი სტანდარტი