არსებობს შემთხვევები, როცა სოციალური მედია მომხმარებელში ნდობას ამცირებს. როგორ უნდა გამოიყენონ ბრენდებმა ის ამ დამოკიდებულების შესაცვლელად და ნდობის გასაზრდელად? გავიგებთ სტატიიდან…
რამდენადაც სოციალური მედია ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია ბრენდის ცნობადობისთვის, იმდენად ის არის საშუალება დეზინფორმაციის გასავრცელებლად. მარკეტერები 100%-ით დარწმუნებულნი ვერასოდეს იქნებიან, რომ ბრენდის მიმართ ნდობა იქნება გარანტირებული. Edelman Trust Monitor-ის ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ უნდობლობა ბოლო დროს მომატებულია და 10-დან 6 ადამიანი არ ენდობა სოც. მედიას. სააგენტო TRA ძალიან მკაფიო სურათს ქმნის იმის შესახებ, თუ რა აყალიბებს ბრენდის ნდობას. ასე რომ, მოდი, შევხედოთ რას ნიშნავს მონაცემები ბრენდებისთვის სოციალურ მედიაში.
გამოიყენეთ სოციალური მედია პოპულარობის მოსაპოვებლად
ბრენდის ნდობა აგებულია ოთხ ძირითად მამოძრავებელზე:
პირველ რიგში, ჩვენ ვენდობით ბრენდებს, რომელთა შესახებაც ბევრი გვესმის – „რაც უფრო „ცნობილი” ხარ, მით უფრო მეტად გენდობი”. როდესაც ადამიანები ბევრ ადგილას გხედავენ, ეს აძლიერებს დიდების აურას, რაც შერეულ მედიასა და არხებს ნდობის მძლავრ ინდიკატორად აქცევს.
სოციალურ მედიაში ძლიერ ბრენდად წარმოჩენა, რომელსაც სჯერა საკუთარი თავის, ძალზე დადებითად მოქმედებს მომხმარებლის ნდობაზე. ეს აშკარა სიგნალს აწვდის მათ, რომ გენდონ.
გამოიყენეთ სოციალური მედია, რათა აჩვენოთ, რომ გაქვთ ხედვა
ნდობის მეორე მამოძრავებელი სიცხადეა. ხალხი ენდობა ბრენდებს, რომლებსაც აქვთ გეგმა, საგზაო რუკა და ამბიცია. თქვენი სამომავლო ხედვა ადამიანებს აგრძნობინებს, რომ ისინი უსაფრთხო ხელში არიან.
ბრენდირებული სოციალური მედიის პოსტები ხშირად ფოკუსირებულია ბრენდის ხედვის გააქტიურებაზე. ეს დაგეხმარებათ ნდობის ჩამოყალიბებაში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მკაფიოდ აჩვენოთ თქვენი დანიშნულების ადგილი და არა მხოლოდ ის, თუ როგორ აპირებთ იქ მისვლას.
ეს როლი ხშირად ტელევიზიებს ან პიარ კამპანიებს ენიჭებათ, თუმცა სოციალური კონტენტს გზავნილის გაძლიერებაში რეალური სარგებელი მოაქვს.
გამოიყენეთ სოციალური მედია იმის საჩვენებლად, რომ კომუნიკაციაში ხართ
მარტივია ნდობის მოპოვება, როცა ხალხი ხედავს, რომ თქვენ ხართ მჭიდრო კავშირში იმასთან, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება იყოს სოციალური ან კულტურული საკითხი; ასევე ეს შეიძლება ეხებოდეს მომხმარებლის გამოცდილებას. თუ ადამიანები გრძნობენ, რომ თქვენ მათთან კონტაქტში ხართ; თუ ხედავენ, რომ „მიიღებთ მათ“, თქვენი ნდობის ქულა მნიშვნელოვნად იზრდება.
სოციალური მედია იდეალური პლატფორმაა განწყობის მონიტორინგისა და სწრაფი რეაგირებისთვის. დროული და სათანადო აღიარება იმისა, რაც ხალხის გონებაშია, ძლიერი გზაა ნდობის გასამყარებლად.
გამოიყენეთ სოციალური მედია თანმიმდევრულობის საჩვენებლად
ნდობის მეოთხე მამოძრავებელი ძალა არის თანმიმდევრულობა. არავინ ენდობა მას, ვისაც არარეგულირებადი ქმედებები ან ხედვა აქვს. ჩვენ, რიგითი მომხმარებლები თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ, როცა ვხედავთ თანმიმდევრულ და პროგნოზირებად ქცევას. სოციალური მედიის პოსტები არის შესაძლებლობა იმის საჩვენებლად, რომ ერთიანობა და ერთსულოვნება ბრენდის ყველა შეხების წერტილსა და საკომუნიკაციო არხშია.
დარჩით იმავე ბრენდად სოციალურ ქსელში, როგორსაც საზოგადოება გიცნობთ ტელევიზიით, მაღაზიებიდან ან სხვა წერტილებიდან.
ბრენდებმა უნდა აითვისონ სოციალური მედიის პლატფორმების უნიკალური თვისებები პოპულარობის მოსაპოვებლად, სამომავლო ხედვის კომუნიკაციისთვის, ადამიანებთან დასაკავშირებლად, რაც მნიშვნელოვანია და თანმიმდევრული იყვნენ ბრენდის მთელ გამოცდილებასთან.