in

როგორი იქნება სოციალური მედია მომავალში? — აი, რას გვთავაზობს მონაცემები

TechCrunch-ის სტატიის მიხედვით, Google-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ აპლიკაციები, როგორიცაა TikTok და Instagram, საფრთხეს უქმნის თავის ორ მთავარ საძიებო აპლიკაციას: Google Maps და Google Search.

„ჩვენი კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების დაახლოებით 40% არ იყენებს Google Maps-ს ან საძიებო სისტემას, როცა თუნდაც საჭმლის იდეის პოვნა სურთ. ამისათვის ისინი ტიკტოკს ან ინსტაგრამს მიმართავენ“, — ამბობს პრაბჰაკარ რაღავანი, Google-ის ცოდნისა და ინფორმაციის მართვის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.

რატომ ხდება ეს? რაღავანის თქმით, ამის მიზეზი მარტივია: ახალგაზრდები ვიზუალურ შინაარსს ანიჭებენ უპირატესობას, როდესაც საქმე რაღაც ახლის აღმოჩენას ეხება. ამავდროულად, TikTok ძიების ახალ-ახალ ფუნქციებს ამატებს, რათა მომხმარებლების მუდმივის ინტერესი შეინარჩუნოს. 2022 წლის აგვისტოში აპლიკაციამ გამოცადა ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც ვიდეო კომენტარებიდან საკვანძო სიტყვები ძიების შედეგებთანაა დაკავშირებული. ეს ერთგვარი დამატებითი გზაა სასურველი კონტენტის საპოვნად.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ TikTok და სხვა სოციალური პლატფორმები ლიდერულ პოზიციას დაიკვებენ პროდუქტის თუ კონტენტის აღმოჩენის კუთხით. თუ ტრადიციული საძიებო სისტემები მომხმარებელთა ვიზუალურ საჭიროებებს საკმარისად ვერ აკმაყოფილებს, სოციალური მედიები სრულად ამას ეყრდნობა.

ინფლუენსერების როლი სოციალური მედიის გააქტიურებაში

ამასთან, მიმდინარე წელს ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში 1000-ზე მეტი ამერიკელი მომხმარებელი გამოიკითხა და აღმოჩნდა, რომ მათთვის ინფლუენსერების მოსაზრებები უფრო მეტად ფასობს, ვიდრე მეგობრების ან ოჯახის წევრების. სტატისტიკურად, როდესაც რაიმეს ყიდვა უნდათ, მათი 30% ინფლუენსერების რეკომენდაციებს ეყრდნობა, ხოლო 27% — მეგობრების და/ან ოჯახის წევრების.

ალბათ, ეს იმითაც არის განპირობებული, რომ კონკრეტულ სფეროში სპეციალიზებული ადამიანების აზრი უფრო ღირებულია, ვიდრე სხვების. მაგალითად, თუ საკემპინგო აღჭურვილობას ეძებთ, მეტად სავარაუდოა, ისეთი ინფლუენსერისგან სცადოთ რეკომენდაციების მიღება, რომელიც აქტიურად ეწევა ამ საქმიანობას.

გასათვალისწინებელია ამავე გამოკითხვის მეორე მხარე: 18-24 წლის ახალგაზრდების 30% და 25-34 წლის ახალგაზრდების 40% საკუთარ თავს კონტენტის შემქმნელად ასახელებს.

უპრობლემოდ შოპინგის გამოცდილება უმეტეს სოციალურ ქსელში

Instagram იყო ერთ-ერთი პირველი სოციალური პლატფორმა, რომელმაც მომხმარებლებს უწყვეტი სავაჭრო გამოცდილება და ინტეგრაცია შესთავაზა. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სხვა ქსელები იმავე სერვისს უფრო აქტიურად არ დანერგავენ.

რამდენიმე წელიწადში, Z თაობა მთლიანად გაერთიანდება მუშათა კლასში და ექნება უზარმაზარი მსყიდველობითი ძალა. სამომხმარებლო ტენდენციების ანგარიშმა აჩვენა, რომ Gen Z-ების უმრავლესობას ურჩევნია, პროდუქტების შესახებ სოციალური მედიიდან მიიღონ ინფორმაცია — განსაკუთრებული უპირატესობა მოკლე ფორმატის ვიდეოებს ენიჭება.

Instagram-მა უკვე მიაღწია დიდ წინსვლას ამ სფეროში და მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაეწევიან სხვა პლატფორმები მას…

VR/AR მიღების უფრო მაღალი დონე

გასული წლის განმავლობაში მეტავერსის, NFT-ების და web3-ის ტენდენციით, ვირტუალური რეალობა, სავარაუდოდ, უფრო დიდ როლს ითამაშებს ჩვენს ონლაინ კომუნიკაციაში.

Snapchat სათავეში ჩაუდგა სოციალურ AR მოძრაობას თავისი სახალისო ფილტრებით, შემდეგ კი გაფართოვდა ვირტუალური მორგების ფუნქციებში, რათა შეექმნა შოპინგის გამოცდილება (კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ შოპინგი და სოციალური მედია სინონიმები გახდება).

Insider Intelligence-ის ანგარიშის მიხედვით, მომხმარებელთა 39% დაინტერესებულია AR შოპინგით. თუმცა ეს მიღება მხოლოდ შოპინგით არ უნდა შემოიფარგლოს. ეს შეიძლება, ვირტუალურ შეხვედრებსა და თამაშებსაც შეეხოს.

სოციალური ქსელები ძალიან სწრაფად ვითარდება… ამიტომ, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, როგორი იქნება მომავალი, მაგრამ მიმდინარე მოვლენები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნის.

მკვლევართა თქმით, მზის სისტემის გარეთ სიცოცხლეს 25 წელში ვიპოვით!

შესაძლოა, Youtube-ზე ვიდეოს ჩართვამდე 5 რეკლამის ყურება მოგიწიოთ