დაფიქრებულხართ იმაზე, თუ როგორი იქნება სოციალური ქსელი რეალურ ცხოვრებაში რომ გადაიტანოთ?!
როგორი იქნება პოლაროიდით საჭმელს ფოტო რომ გადაუღოთ და იყვიროთ “აბა როგორია, ხომ მოგწონთ?!”, ან ქუჩაში დადგეთ და მთელი დღის განმავლობაში მომხდარი ამბების შესახებ იყვიროთ, კედლებზე ფურცლები და ფაოტოები აკრათ და გამვლელებს ჰკითხოთ “იმეგობრებ ჩემთან?!”
სარეკლამო სააგენტო Ogilvy (იოჰანესბურგი) აფრიკული ტელე-ოპერატორისთვის, Cell C-თვის რეკლამა გადაიღო. სააგენტომ ყურადღება სოც.ქსელზე დამოკიდებულებაზე გაამახვილა და მთავარ თემად რეალურ ცხოვრებაში, ვირტუალური ქცევების პაროდია შეარჩია.
სლოგანი: “გამოდით ელექტრონული ყუთის გარეთ და გაიგეთ როგორია რეალური ცხოვრება”