in

ზემოქმედებს თუ არა სოციალური მედიის კომენტარები ბიზნესის გაყიდვებზე

დღეს ყველა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები აქტიურად იყენებენ სოციალურ მედიას. ბიზნესები, რომლებიც არ სარგებლობენ ციფრული სამყაროთი და მისი უპირატესობებით, ვერ აღწევენ დიდ აუდიტორიას. სწორედ ამიტომ აუცილებელია, შევაფასოთ სხვადასხვა შესაძლებლობა, რომელსაც სოციალური მედია გვთავაზობს.

მოწონებები, კომენტარები, პირდაპირი შეტყობინებები…სოციალური მედიის ჩართულობა ბრენდის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაგალითად, მომხმარებელს ინსტაგრამის კომენტარების ველში შეუძლია მიუთითოს, კმაყოფილია თუ არა მომსახურებით. ამ კომენტარებს ინსტაგრამზე ხედავენ სხვა მომხმარებლებიც და შესაბამისად, იქმნება შთაბეჭდილება ამ ბიზნესზე. უფრო მეტიც, კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც მომხმარებელი იღებს პასუხს ბრენდისგან Twitter-ზე, ისინი მზად არიან მომავალში დახარჯონ 20% ან მეტი ამ ბრენდის პროდუქტებზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სოციალური მედიის კომენტარები დიდ გავლენას ახდენს ბიზნესის გაყიდვებზე.

სოციალური მედიის კომენტარების როლი ბიზნესისთვის

სოციალური მედიის კომენტარები ერთგვარი უკუკავშირის მექანიზმია. ეს კომენტარები საშუალებას აძლევს ბიზნესებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას გარკვეულ სფეროში, შეამჩნიონ მათი კარგი ან ცუდი ასპექტები.

სოციალური მედიის უარყოფითი კომენტარების ეფექტები ბიზნეს გაყიდვებზე

შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა როცა თქვენ კარგ კომპანიად ყოფნაზე გაქვთ პრეტენზია, არ უნდა უგულებელყოთ უარყოფითი კომენტარები. როდესაც მომხმარებელი თავის უარყოფით გამოცდილებას აზიარებს საჯაროდ, თქვენი გვერდის კომენტარების ველში, მოახდინეთ რეაგირება იქვე, რათა სხვებმაც დაინახონ ეს. ეს მნიშვნელოვნად მოქმედებს თქვენს რეპუტაციაზე. იგრძნობა აღქმა, რომ ბიზნესი არა მხოლოდ კონკურენტუნარიანია, არამედ პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე და ეს მომხმარებლების მზაობაზე მოქმედებს, რომ გადაიხადონ ფული მის პროდუქტში.

სოციალური მედიის დადებითი კომენტარების ეფექტები ბიზნეს გაყიდვებზე

ბრენდები ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი იმიჯი ციფრულ გარემოში. მათ შეუძლიათ თავიანთი პროდუქტებისა და სერვისების რეკლამირება სოციალური მედიის პლატფორმებზე გაზიარებული ფოტოებით, ვიდეოებით და ისტორიებით. ბიზნესის მიერ გაკეთებული პოსტების მოწონებები და კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბიზნესის გაყიდვებისთვის. ბრენდებს განსაკუთრებით სჭირდებათ სტრატეგიების შემუშავება, რომელიც გაზრდის სოციალური მედიის ჩართულობას. კვლევის მიხედვით, 4 მომხმარებლიდან 3 უფრო მეტად ენდობა კომპანიას, რომელსაც დადებითი მიმოხილვები აქვს. 

კომენტარების თვალყურის დევნება სოციალურ მედიაში

მომხმარებელთა ურთიერთქმედება არის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც ქმნის ბრენდის იდენტობას. მომხმარებლის კარგი გამოცდილება უზრუნველყოფს კარგ აღიარებას. ეჭვგარეშეა, რომ ბრენდმა უნდა აწარმოოს სტატისტიკური მონაცემები და მონიტორინგი გაუწიოს ყველა ამ ჩართულობის მეტრიკას.

აქციეთ თქვენი მომხმარებლები ფანებად

მომხმარებელთა 33% სატელეფონო ზარის ნაცვლად ამჯობინებს ბრენდებთან დაკავშირებას სოციალური მედიის გამოყენებით; ამიტომაც სოციალური მედიის მომხმარებლების კომენტარები ბრენდის გაყიდვებზე პირდაპირ აისახება. ადამიანებს სჯერათ იმის, რასაც სხვები ამბობენ ბრენდებზე სოციალურ მედიაში. ამ კომენტარების შემდეგ ისინი წყვეტენ, იყიდონ თუ არა პროდუქტი ბრენდისგან.

თუმცა, ზოგჯერ სოციალურ ქსელებში კომენტარები არ ასახავს სწორ ინფორმაციას ბრენდების შესახებ. ამ მავნე ჭორების თავიდან ასაცილებლად, ბრენდი მუდმივ ურთიერთქმედებაში უნდა იყოს თავის მომხმარებლებთან. ასევე, ბრენდის რეპუტაცია დაცული უნდა იყოს მავნე კომენტარების მოხსნით და სოციალურ მედიაში მომხმარებლის შესაბამის კომენტარებზე პასუხის გაცემით. როდესაც ეს ყველაფერი გამოიყენება, ბრენდს შეუძლია მიაღწიოს სწორი ტიპის ჩართულობას, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ გაყიდვებს. ამ ეტაპზე, ბრენდებს შეუძლიათ გამოიყენონ ინსტრუმენტები თავიანთი სოციალური მედიის ანგარიშებზე უარყოფითი კომენტარების გასაკონტროლებლად.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩანს, რომ ბიზნესის გაყიდვების გაზრდის ყველაზე დიდი ფაქტორი სოციალური მედიაა. სოციალური მედია არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, მან დამოუკიდებლად შექმნა ციფრული სამყარო, სადაც კომენტარები დიდ გავლენას ახდენს ბიზნესის გაყიდვებზე და ბრენდების მომსახურების ხარისხის საზომია. 

რას გულისხმობს ეფექტური კონტენტის წერა?

Focus Inbox — LinkedIn-ის ახალი ფუნქცია