in

როგორ ეხმარება სოციალური საწარმოების B2B გამოფენა მეწარმეებს ბიზნესსექტორთან თანამშრომლობაში

სოციალური მეწარმეები მთელი საქართველოდან მასშტაბური ღონისძიებისთვის ემზადებიან. 27 ოქტომბერს, შერატონ გრანდ მეტეხი პალასში სოციალური საწარმოების B2B გამოფენა გაიმართება და მათ ბიზნესთან, საზოგადოებრივ და საჯარო სექტორთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარების საშუალებას მისცემს. მასშტაბური ღონისძიება ევროკავშირის პროექტის ფარგლებში იმართება, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ახორციელებს. B2B გამოფენა არის შესაძლებლობა სოციალური საწარმოებისთვის, წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია თუ სერვისები ერთ სივრცეში და დაამყარონ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები წამყვან ბიზნეს კომპანიებთან. გამოფენის მონაწილეები ჩაერთვებიან ტრენინგებსა და ვორქშოფებში, რომლებიც B2B მოლაპარაკებას დაეთმობა, ასევე, ინდივიდუალურ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.

საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების დინამიკაზე აქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) B2B პარტნიორობის მენეჯერი გიგა ჩიტიშვილი გვესაუბრა, ღონისძიებისა და მთლიანობაში, სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე კი თიბისი, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორმა მაკა ბოჭორიშვილმა უპასუხა ჩვენს შეკითხვებს. 

პირველი გამოფენა 2017 წელს ჩატარდა. მას შემდეგ, სოციალურ მეწარმეებთან B2B ურთიერთობის კულტურა საფუძვლიანად შეიცვალა. გაიზარდა მასშტაბებითუკი პირველ წელს მხოლოდ 20 სოციალური საწარმო მონაწილეობდა, ახლა მათი რიცხვი 50- აჭარბებს. მკვეთრი მატებაა სტუმრების კუთხითაცმხოლოდ ბიზნესსექტორიდან 350 კომპანიის 600-ზე მეტ წარმომადგენელს ველით“, – გვიამბო გიგა ჩიტიშვილმა.

M: მიმოვიხილოთ, როგორ შეუწყო ხელი CSRDG-მ საქართველოში სოციალური მეწარმეობის ჩამოყალიბებასა და განვითარებას?

CSRDG- სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა 2009 წელს დაიწყო. ეს სფერო ევროკავშირში სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების სამეწარმეო მიდგომებით გადაჭრის გზადაა მიჩნეული. სოციალური მეწარმეობის პრაქტიკა განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, კონტექსტიდან გამომდინარე. ამ წლების განმავლობაში, CSRDG- სოციალური მეწარმეების ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები განავითარა. ერთი მხრივ, გვაქვს საგრანტო კონკურსებისოციალური საწარმოს დაფუძნების თუ გაფართოების მსურველთათვის. მთლიანობაში, ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან 1,500,000 ლარი გამოიყო, დონორებსა და ბიზნესპარტნიორებთან თანამშრომლობით, რაც სოციალური მეწარმეობის განვითარებას მოხმარდა. მთლიანობაში, 60-ზე მეტი სოციალური საწარმოს დაფუძნებასა და განვითარებაში მივიღეთ მონაწილეობა.

რაც შეეხება არაფინანსურ ნაწილს, დიდი ყურადღება ეთმობა სატრენინგო და საკონსულტაციო მიმართულებას, მეწარმეებს ტექნიკურ მხარდაჭერას ვთავაზობთ. სოციალური მეწარმეობის B2B გამოფენაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ესაა ბიზნესისა და სოციალური საწარმოს ურთიერთობის გაღრმავების ერთგვარი ფასილიტაცია. B2B გამოფენა არის ერთიანი სივრცე, სადაც ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები ერთ სივრცეში ეცნობიან სოციალური საწარმოების პროდუქციას. ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც ასეთი გამოფენის ფარგლებში წამოვიწყეთ B2B შეხვედრები.

ამ წლების მანძილზე, შეიცვალა თავად თანამშრომლობის ფორმაცთუკი ადრე, სოციალურ საწარმოსთან ურთიერთობა სადღესასწაულო ერთჯერადი შეკვეთებით შემოიფარგლებოდა, ახლა მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. საგრძნობლად გაიზარდა სარეალიზაციო არხები სოციალური საწარმოებისთვის. გამრავალფეროვნდა მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი.

M: რა როლი აქვს CSRDG-ის საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით?

იმ დროისთვის, როდესაც ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, საქართველოში სოციალური საწარმოები, ფაქტობრივად არ არსებობდა. ამ მიმართულების ინიცირება 2010 წლიდან დავიწყეთ. ამ წლების განმავლობაში უამრავი სოციალური საწარმო დაფუძნდა და მთლიანობაში, მათი 65% აღმოჩნდა წარმატებული და დღემდე ვითარდება. დღეისათვის, 150-მდე აქტიური სოციალური საწარმო ოპერირებს ქვეყანაში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს მათ განვითარებაში CSRDG-, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, არაფინანსური თვალსაზრისითაც. დაფინანსებულ სოციალურ საწარმოებს 2-3-წლიანი საკონტრაქტო პერიოდის განმავლობაში, მუდმივად ვადევნებთ თვალს, ვეხმარებით სირთულეების გადალახვასა და ბაზარზე მდგრადობის შენარჩუნებაში.

M: როგორია სოციალური საწარმოების საჭიროებები, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და ამ შემთხვევაში, როგორ ეხმარებით მათ სოციალური მეწარმეობის გამოფენით?

დასაწყის ეტაპზე, სოციალური საწარმოების მთავარი საზრუნავი ძირითადი დაფინანსების მოპოვებაა, რათა შეიძინონ დანადგარები და დაიწყონ საქმიანობა. შემდგომ პერიოდში განსხვავებული საჭიროებები დგება მათ წინაშე, მათ შორის, ბიზნესსექტორთან ურთიერთობის ჩამოყალიბება, კონსულტაცია სხვადასხვა საკითხზე. ამ გამოწვევებს ჩვენ ვპასუხობთ პრობონო მედიაციის პროგრამით. თითოეულ მსხვილ, გამოცდილ ბიზნესს, საჭიროებისამებრ, ვაკავშირებთ თემატურად ახლო მყოფ სოციალურ საწარმოსთან. ეს ბიზნესი საწარმოს პრობონო მედიაციას უწევს, რათა მან საჭიროებებს უპასუხოს. მხოლოდ გასულ წელს, 25 ასეთი მედიაციური პროექტი გვქონდა. შედეგად, არაერთმა სოციალურმა საწარმომ ისწავლა, განავითარა B2B თანამშრომლობა, ბიზნესთან გააუმჯობესა კომუნიკაცია, რებრენდინგი განახორციელა და ..

გარდა ამისა, არსებობს გავლენის მართვის მექანიზმი, რაც გულისხმობს იმ დადებითი ეფექტის სწორად დაგეგმვას, რასაც სოციალური საწარმო ისახავს მიზნად.

M: რატომაა მნიშვნელოვანი სოციალური საწარმოს მხარდაჭერა, ბიზნესის მხრიდან?

ერთი მხრივ, ეს საჭიროებები, რაზეც სოციალური საწარმოები მუშაობენ, ბუნებაში არსებობს და ამ საჭიროებებს უნდა ვუპასუხოთ. სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა ბიზნესისთვის საინტერესოა, ვინაიდან ესაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მაღალი კულტურის გამოვლინება. მეორე მხრივ, ბიზნესისთვის სოციალური საწარმოები ხშირად ქმნიან უნიკალურ პროდუქციას, რომლის მეშვეობითაც ბიზნესი კონკრეტულ სეგმენტზე გასვლას ახერხებს.

ასევე, სოციალური საწარმოსგანაც შეუძლია ბიზნესს განსხვავებული პრაქტიკის სწავლა. მაგალითად, არის პრეცედენტი, როდესაც ადრეული განვითარების შეფერხების დიაგნოსტირება და ინტერვენცია გახდა შესაძლებელი სწორედ სოციალური საწარმოს მეშვეობით, რაც მანამდე ქვეყანაში არ არსებობდა.

M: როგორ გაიზარდა სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერთა რიცხვი, ამ დროის მანძილზე?

ჩვენს პროგრამას ჰყავს სტაბილური დონორები, როგორიცააპური მსოფლიოსთვის“ – გერმანული დონორი ორგანიზაცია და ევროკავშირი. ასევე, არიან კერძო კომპანიები. მთლიანობაში, მხარდაჭერის ინტერესი ბიზნესსექტორიდან ყოველწლიურად იზრდება: თიბისი, სოკარი, თეგეტა გრინ პლანეტი, ინნ ჰოსპითალი, ალგი აუდიტი, Financing In Motion და .. მხარდამჭერთა ტენდენცია მზარდია.

წლევანდელ გამოფენაზე, სტუმრებიგავლენის გმირების  ისტორიებს მოისმენენ. ესაა ახალი პრაქტიკა საქართველოში. სოციალური მეწარმეები, რომლებიც დადებით გავლენას ქმნიან საზოგადოებისთვის, თავიანთ შედეგებს წარუდგენენ აუდიტორიას.

M: როგორ თანხვდება თიბისისა და CSRDG-ის ღირებულებები, სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით?

მაკა ბოჭორიშვილი: სოციალური მეწარმეობა თავისი ფუნქციით ძალიან მნიშვნელოვან სასარგებლო საქმეს აკეთებს. მისი მიზანია, ღირებული საზოგადოებრივი საქმე და ბიზნესი ერთმანეთს შეუთავსოს. თიბისისთვის სოციალური მეწარმოების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. ჩვენ ხელს ვუწყობთ პროექტს Impact Hub-თან ერთად, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სოციალურ ბიზნესიდეებს წარადგენენ. ასევე, გააზრებული გვაქვს ქალი მეწარმეების წინაშე არსებული გამოწვევები – ამ ნაწილშიც აქტიურად არის ჩართული „თიბისი ბიზნესი“, რომელიც საგანმანათლებლო კომპონენტით აძლიერებს ქალებს. ასევე, გვაქვს პროექტი „სტარტაპერი“, რომლის ფარგლებშიც დამწყებ ბიზნესებს ფინანსებზე წვდომის საშუალებას ვაძლევთ. ამას გარდა, თიბისის „ბიზნეს დაჯილდოების“ ფარგლებში, გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობის კატეგორია. სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს და მთავარი სათქმელიც ისაა, რომ თიბისის და CSRDG-ს მჭიდროდ გვაკავშირებს ერთნაირი ღირებულები. 

M: რატომაა თიბისისთვის ამ ღონისძიების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი?

ღონისძიება, პირველ რიგში, იმისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ უკეთ გააცნობიეროს, რამდენად აუცილებელია პასუხისმგებლიანი შესყიდვა. ესაა საშუალება, რომ აუდიტორიამ უფრო ახლოს გაიცნოს სოციალური მეწარმეობა. სოციალური მეწარმეობის B2B გამოფენის სპონსორობა ჩვენთვის არის ერთგვარი პასუხისმგებლობის აღება, განაცხადი, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ მიმართულებას და კვლავაც განვაგრძობთ ამ სფეროს მხარდაჭერას. თიბისიში გააზრებული გვაქვს, რამდენად აუცილებელია ჩვენი პოზიციის დაფიქსირება მსგავს საკითხებზე, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ცნობიერება სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობაზე. ასევე, გვინდა, უფრო მეტად იყოს გააზრებული, რომ სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება, ესაა სასარგებლო ბიზნესის ხელშეწყობა.

M: თქვენი ხედვით, რა როლი აქვს მსხვილ ბიზნესს სოციალური საწარმოების მხარდაჭერისა და პასუხისმგებლიანი შესყიდვის პრაქტიკის დანერგვის კუთხით?

მსხვილი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვში ძალიან ბევრი საკითხის დაბალანსება. სოციალური საწარმოები პატარა მასშტაბის არიან ხოლმე და მსხვილი ბიზნესის სწრაფ ტემპსა და მოთხოვნებთან ადაპტირება შეიძლება გაუჭირდეთ. თუმცა, ეს გზა აუცილებლად გასავლელია. ზოგჯერ, სოციალური საწარმოები სიფრთხილით ეკიდებიან დიდი შეკვეთის აღებას იმის შიშით, რომ ასეთ წარმადობას ვერ გაუმკლავდებიან. ვფიქრობ, მათი მხრიდან მნიშვნელოვანია განვითარებისა და უფრო ფართო მასშტაბზე გასვლის მზაობა, რათა არ შეეშინდეთ უფრო მეტი ჯანსაღი ამბიციის. მსხვილი ბიზნესი მზადაა ითანამშრომლოს გრძელვადიანად, თუნდაც სამომავლო პერსპექტივაში, თუკი საწარმო დაგეგმავს განვითარებას და შემდეგ ჯერზე მაინც გამოთქვამს პარტნიორობისადმი მზაობას. ვფიქრობ, ამ კუთხით, სოციალურ საწარმოებსა და მსხვილ ბიზნესს შორის უნდა შედგეს სწორი კომუნიკაცია, რასაც ემსახურება კიდეც ის B2B შეხვედრები, რომლებიც გამოფენის ფარგლებშია გათვალისწინებული.

[R]

განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ლიბერთიმ ახალგაზრდებს ფინანსური განათლებისა და დასაქმების პროგრამები გააცნო

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „მატიანი“ წერეთლის გამზირზე — დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ პროექტს აანონსებს