in

ძლიერი სოციალური ურთიერთობები ბედნიერებას იწვევს — კვლევა

M2
M2

1938 წელს ჰარვარდის მკვლევრებმა დაიწყეს იმის გარკვევა, თუ რა აძლიერებს ადამიანს. მათ 724 მონაწილე ჩაწერეს — ყველა მზად იყო, მეცნიერებს მათი ცხოვრება შეესწავლათ, ბავშვობის პრობლემებით დაწყებული, პირველი სიყვარულით დამთავრებული.

ყოველ ხუთ წელიწადში მკვლევრები მონაწილეთა სამედიცინო ჩანაწერებს აგროვებდნენ. ისინი დეტალურ კითხვებს სვამდნენ ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ. შემდეგ წლებში კი დნმ-ის ნიმუშები აიღეს და ტვინის სკანირება ჩაატარეს (25-მა მონაწილემ გარდაცვალების შემდეგ ტვინიც კი შესწირა კვლევისთვის).

ახლა, 85 წლის შემდეგ, ზრდასრულთა განვითარების კვლევა სამ თაობამდე გაფართოვდა, 1300-ზე მეტ შთამომავალზე. მკვლევრების აზრით, ეს მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი სიღრმისეული კვლევაა ადამიანის ბედნიერების შესახებ. ყველა მონაცემის შეკრებით კი, ერთი ძალიან მკაფიო დასკვნა გამოიკვეთა: ძლიერი ურთიერთობები ცხოვრებას ბედნიერს ხდის. ეს ყველაზე მეტად განსაზღვრავს ჩვენი კმაყოფილების დონეს.

როგორ გავაუმჯობესოთ სოციალური კავშირები მეტი სიხარულის მისაღებად?

ახალ წიგნში, „კარგი ცხოვრება: გაკვეთილები ბედნიერების შესახებ მსოფლიოში ყველაზე გრძელი სამეცნიერო შესწავლიდან“, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრიის პროფესორი და მეოთხე კვლევის ლიდერები, დოქტორი ბობ ვალდინგერი და მარკ შულცი, კვლევის შედეგებს აჯამებენ.

თუ საკუთარი ჯანმრთელობისა და ბედნიერების უზრუნველსაყოფად რაიმეს გაკეთება გინდათ, სათანადო დრო დაუთმეთ ურთიერთობების განვითარებას და აღზრდას. ზემოთ ხსენებულმა მეცნიერებმა ჯანსაღი ურთიერთობების შეფასების და ხარვეზების გამოსწორებისთვის შესაბამისი ტერმინიც შექმნეს: სოციალური ადაპტაცია. „ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიტნესი, რადგან ურთიერთობების უგულებელყოფას კუნთების ატროფიის მსგავსი შედეგის გამოწვევა შეუძლია. გახსოვდეთ, ჩვენი სოციალური ცხოვრება ცოცხალი სისტემაა — ეს არის არჩევანი, რომელსაც კვირიდან კვირამდე და წლიდან წლამდე ვაკეთებთ“, — განმარტავენ მკვლევრები.

ამასთანავე, ჰარვარდის მრავალწლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ სოციალურად აქტიური ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ და მეტად დაცულები არიან სტრესისგან. დეპრესიისგან, მეხსიერებისა და მეტყველების დაქვეითებისგან.

მეორე მხრივ, მარტოობა ზიანს აყენებს ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას. „მარტოობა ჩვენი დროის ერთ-ერთი განმსაზღვრელი საკითხია საზოგადოებრივი კეთილდღეობის შესაფასებლად. ის ბევრ ადამიანს დაეხმარა, თავისი ცხოვრება გაეანალიზებინა და უფრო ჩაღრმავებოდა იმაზე ფიქრს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობები“. 

AI-სა და დიზაინერების კოლაბორაციით მოდის ჩვენება გაიმართა!

საახალწლო თემატიკაზე მომზადებული რეკლამები ავტოისტორიაში