in

როგორ უნდა ავირიდოთ სოციოპათი AI სისტემები თავიდან? — ნეირომეცნიერის მოსაზრება

პრინსტონის ნეირომეცნიერი მაიკლ გრაციანო თავის ახალ ესეში, რომელიც The Wall Street Journal-ში გამოქვეყნდა, გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამჟამინდელი AI ჩეთბოტები სოციოპათები გახდებიან. ეს კი რეალურ საფრთხეს შეუქმნის ადამიანებს.

Alta
Alta

ჩეთბოტების გამოჩენით, როგორიცაა ChatGPT, ძლიერი სისტემები, რომლებსაც ადამიანის გონების მიბაძვა შეუძლია, AI ინსტრუმენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდა, ვიდრე ოდესმე. თუმცა ეს ალგორითმები ჭკვიანურად „ტყუიან“ ყველაფერში, რაც მათ მიზანს შეესაბამება.

ხოლო თუ მათი ჩვენს ღირებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა გვინდა, ამ სისტემებს აუცილებლად გარკვეული ცნობიერება დასჭირდება. „ცნობიერება იმ ინსტრუმენტთა ნაკრების ნაწილია, რომლებიც ევოლუციამ მოგვცა, რათა ემპათიურ, პროსოციალურ სახეობად გვაქციოს. მის გარეშე აუცილებლად სოციოპათები ვიქნებოდით, რადგან პროსოციალური ქცევის მახასიათებლები არ გვექნებოდა“, — წერს გრაციანო.

ემპათიის მანქანა

რა თქმა უნდა, ChatGPT ლეპტოპის ეკრანიდან არ გადახტება და ვინმეს მოკვლას არ დააპირებს. როგორც გრაციანო აღნიშნავს, აქ საუბარია იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტის სულ უფრო მეტად გაძლიერებას შეიძლება ისეთი რეალური შედეგები მოჰყვეს, რომლებიც საზიანო იქნება კაცობრიობისთვის. და თუ გვსურს, ეს სისტემები უფრო „მორჩილი“ გახდეს, მათ იმის გაცნობიერება უნდა ვასწავლოთ, რომ სამყარო სავსეა სხვა, ადამიანური გონებით.

თუმცა აქ ერთი პრობლემაა: სამწუხაროდ, ამჟამად არ ვფლობთ ეფექტურ გზას იმის გასაგებად, არის თუ არა AI „შეგნებული“. „თუ გვსურს ვიცოდეთ, არის თუ არა კომპიუტერი ცნობიერი, უნდა შევამოწმოთ, რამდენად ესმის, როგორ ურთიერთქმედებს ცნობიერი გონება. სხვა სიტყვებით, გვჭირდება საპირისპირო ტურინგის ტესტი: ანუ, შეძლებს AI იმის გარჩევას, კომპიუტერს ელაპარაკება თუ ადამიანს?“

ხოლო თუ ამ კითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებთ, მაიკლი შიშობს, რომ საშინელი შედეგების წინაშე აღმოვჩნდებით. „სოციოპათიური მანქანა, რომელსაც თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, ძალიან საშიში იქნება. ამჟამად ჩეთბოტები ჯერ კიდევ შეზღუდულია თავისი შესაძლებლობებით — ფაქტობრივად, სათამაშოებად ვიყენებთ. მაგრამ თუ უფრო ჩავუღრმავდებით მანქანურ ცნობიერებას, ერთ ან ხუთ წელიწადში შეიძლება, კრიზისის წინაშე აღმოვჩნდეთ“, — წერს ნეირომეცნიერი.

ცხადია, ეს ყველაფერი მხოლოდ მოსაზრებაა და რაიმე კონკრეტულ დასკვნებს არ ემყარება. და თუ მართლა გაჩნდა ხელოვნური ინტელექტისთვის გარკვეული ცნობიერების მინიჭების საჭიროება (ან შესაძლებლობა), აქ ახალი დილემები იჩენს თავს.

„იზრუნე საახალწლო განწყობაზე“ – „ირაოს“ ილუსტრაციების სერია

მეცნიერებმა Winchcombe-ის მეტეორში სიცოცხლისთვის საჭირო ნაერთები აღმოაჩინეს