რამდენი ახალი წელიც არ უნდა დადგეს, მარკეტერების მუდმივი საზრუნავი, ბიუჯეტის გაწერა, მაინც აქტუალური იქნება. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რატომ დააწკაპეთ და გადმოხვედით ამ სტატიის წასაკითხად. თქვენ გაინტერესებთ, როგორ დაგეგმოთ სოციალური მედიის ბიუჯეტი სწორად 2025 წელს – რა გაითვალისწინოთ და რა არა.
დაიწყეთ იმის გაგებით, რის მიღწევას ცდილობთ
მნიშვნელოვანია, ჯერ გადადგათ ერთი ნაბიჯი უკან და გაარკვიოთ თქვენი მიზნები, სანამ ციფრებს ჩამოწერთ. თუ ამაში გარკვეული არ იქნებით, უბრალოდ დაკარგავთ დროსაც და ფულს. როდესაც იცით, რისი მიღწევა გსურთ, უფრო ადვილია თქვენი ბიუჯეტის კატეგორიებისა და აქტივობების დასახვა.
იცოდეთ თქვენი აუდიტორიის სოციალური მედიის ჩვევები
თქვენი აუდიტორიის ცოდნა არის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სოციალური მედიის ბიუჯეტის შექმნისას. ბევრი უშვებს შეცდომას, როცა ფულს მხოლოდ იმიტომ ხარჯავს სოციალურ არხებში, რომ ისინი პოპულარულია სხვა დიდ ბრენდებს შორის. პირველ რიგში, აუცილებელია ამ არხებზე აუდიტორია იყოს ჩართული. სხვაგვარად, ინვესტიციას აზრი არ ექნება.
შექმენით ხარჯვის რეალისტური სურათი
არ უნდა დაადგინოთ ისეთი ბიუჯეტი, რომლის დაცვაც შეუძლებელი იქნება. ბიუჯეტის რეალური გააზრება გულისხმობს იმის გაგებას, რომ თითოეული მიზანი მოითხოვს რესურსების განსხვავებულ განაწილებას. მაგალითად, თუკი მიზანია ბრენდის ცნობადობის გაზრდა, შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩადოთ სარეკლამო ხარჯებში ფართო წვდომის მქონე პლატფორმებისთვის და შექმნათ ისეთი კონტენტი, რომელიც ხაზს უსვამს ბრენდის ღირებულებასა და ისტორიას.
როგორ გამოყოთ სოციალური მედიის ბიუჯეტი
CMO-ს უახლესი კვლევის მიხედვით, ბიზნესები მარკეტინგისთვის საშუალოდ 10.1%-ს გამოყოფენ. გამოკითხულ იქნა 1,400+ სოციალური მედიის მენეჯერი. ქვემოთ მოყვანილი სურათი გვიჩვენებს იმ 5 პრიორიტეტს, რომლებზე დაყრდნობითაც ისინი ბიუჯეტს ანაწილებენ:
გამოიყენეთ ორგანული შინაარსი
შექმენით მიმზიდველი პოსტები, ვიდეორგოლები, ისტორიები და ინტერაქციული პოსტები ორგანული წვდომის გასაძლიერებლად. თქვენს სტრატეგიაში ეს პუნქტი აუცილებლად უნდა ჩაამატოთ, რადგან ბიუჯეტის დაზოგვაც მისი სწორი დაგეგმარების ნაწილია.
გამოიყენეთ A/B ტესტები
სანამ რეკლამას დიდ თანხას დაახარჯავთ, გამოიყენეთ A/B ტესტები. დაიწყეთ მცირე ბიუჯეტით, რათა დაადგინოთ, რა მუშაობს საუკეთესოდ და მერე გაზარდეთ სკალირება.
ბიუჯეტი დაგეგმეთ ტრენდებისა და სეზონურობის მიხედვით
გამოყავით თანხები სეზონური კამპანიებისა და ტრენდული თემებისთვის. ვირუსული ტენდენციების გამოყენება და მათი თქვენს ბიზნესზე მორგება სწორი მარკეტინგული სვლაა ციფრულ მედიაში. იყავით მოქნილი და გაითვალისწინეთ როგორც სეზონურად დაგეგმილი, ისე გაუთვალისწინებელი ხარჯები ბიუჯეტში.
ძირითადი პლატფორმები და მახასიათებლები
TikTok – ის ჯერ კიდევ მოკლე ვიდეოების მეფეა, რომელსაც ახლა უკვე AR ფილტრები და ვირტუალური ჰენგაუტებიც დაემატა.
Instagram: ვიზუალური კომუნიკაციის საუკეთესო გამოცდილების მქონე პლატფორმა.
LinkedIn: სთავაზობს ბიზნესს მძლავრ პლატფორმას მათი ხილვადობის გასაუმჯობესებლად, ლიდების გენერირებისთვის, ტალანტების საპოვნელად და პროფესიონალ აუდიტორიასთან ჩართვისთვის. მოწინავე ქსელური შესაძლებლობებით, LinkedIn არის ფასდაუდებელი რესურსი ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ განვითარება დღევანდელ კონკურენტულ ბაზარზე.
2025 წელს ბიზნესებს და მათ მარკეტერებს შორის კონკურენცია კიდევ უფრო მაღალია, ამიტომ უნდა იზრუნონ ისეთი სოცმედია ბიუჯეტის შექმნაზე, რომლითაც დააკმაყოფილებენ ტენდენციებს პრიორიტეტების დაკარგვის გარეშე.