დღესდღეობით ციფრული არხების მუდმივად მზარდი რაოდენობის შენარჩუნება რეკლამის განმთავსებლებისთვის საინტერესო შესაძლებლობად შეიძლება ჩაითვალოს, ზოგიერთებისთვის კი თავის ტკივილად – დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ეკითხებით.
რომელ მხარესაც არ უნდა მოხვდეთ, ეს მაინც ნიშნავს, რომ კრეატიულ სააგენტოებს ახლა აქვთ დავალება, აწარმოონ კიდევ უფრო მეტი კონტენტი აუდიტორიისთვის, რომელიც მორგებული იქნება შერჩეულ პლატფორმებზე. ციფრულ მედიაზე ფულის დახარჯვას არანაირი აზრი არ აქვს, თუ შესაბამისი კრეატიული აქტიურობა არ გაქვთ.
ყველა პლატფორმაზე ჩვენ, მომხმარებლებს, განსხვავებული გამოცდილება გვაქვს. თითოეულ მათგანზე ვეძებთ განსხვავებულ შინაარსსა და ელემენტებს. ციფრულ ლანდშაფტში სწორი კრეატიული ქმედებისთვის აუცილებელია, რომ სააგენტოებმა განიხილონ, როგორ იყენებს მომხმარებელი ამა თუ იმ პლატფორმას და ამის მიხედვით დაგეგმოს სტრატეგია.
მაგალითად, როგორც ვიცით, ტიკ-ტოკი ნაკლებტოლერანტულია რეკლამების მიმართ, ამიტომ აქ ისე უნდა განვათავსოთ კონტენტი, რომ ორგანულად ჩაჯდეს. ინსტაგრამსა და ფეისბუკზე ვიცით, რომ ყურადღების მისაპყრობად 2 წამზე ნაკლები გვაქვს, თავისი სპეციფიკა აქვს Pinterest-საც.
მაშ, რა იპყრობს ხალხის ყურადღებას?
როგორც მარკეტერები გვირჩევენ, ესაა ნათელი ფერები, ლაკონიური ტექსტი, სწორი ქოფირაითინგი და კონკრეტული მიზანი. თუმცა აქაც გასათვალისწინებელია პლატფორმებს შორის განსხვავება.
აქ მოცემულია რამდენიმე მთავარი რჩევა, რომელიც უნივერსალურად დაგეხმარებათ თითქმის ყველა არხზე.
- განსაზღვრეთ, თუ რას ყიდით
თუ გაქვთ დიდი პროდუქცია, რეკლამებში გამოიტანეთ ის რამდენიმე ნიმუში, რომელიც თქვენი აზრით, ყველაზე მიმზიდველი იქნება. თუ მხოლოდ ერთ პროდუქტს აწარმოებთ, მაშინ მთელი ძალა ამ პროდუქტის სწორი შეფუთვისკენ მიმართეთ. თუ ისეთი პროდუქტი გაქვთ, რომელიც ისედაც ბესტსელერია, მაშინ არ მიმართოთ მომხმარებელს პირდაპირ ამ პროდუქტის საყიდლად, ესაუბრეთ ისე, რომ არ გააღიზიანოთ.
- გამოიკვლიეთ, თუ ვინაა თქვენი აუდიტორია
ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომლის გარეშეც ვერცერთ პლატფორმაზე ვერ მოარგებთ რეკლამას. შეისწავლეთ თქვენი აუდიტორია და გაიცანით ის ადამიანები, ვინც თქვენი არსებული ან პოტენციური მომხმარებლები შეიძლება იყვნენ.
- არ დაივიწყოთ მობილური ტელეფონის მომხმარებლები
ყოველთვის, როცა სოც. მედიაში განსათავსებელ რეკლამას გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ ის მობილური ტელეფონის აპლიკაციებიდან შემოსულმა მომხმარებლებმაც უნდა ნახონ, ამიტომ რეკლამის შინაარსის მოფიქრებისას დააკვირდით, როგორ გამოიყურება ის არა მხოლოდ კომპიუტერში, არამედ მობილურ ტელეფონშიც.