in ,

ისევ ჰანტელის ბოთლები?! – SodaStream-ის სარეკლამო ხუმრობა

Thor Björnsson–ი სამეფო კარის თამაშების რეცეპტით მომზადებულ გაუგებრობას გვთავაზობს.

არა, სერიოზულად, ნამდვილად დამაბნეველია ახალი მინერალური წყლის HeavyBubbles–ის ვიდეორგოლი, რომელსაც რეკლამას ეს მთასავით კაცი უკეთებს. პრინციპში,  ყოველივე ეს HBO-ს საპირველაპრილო ხუმრობას ჰგავს.

“თუ გსურთ გახდეთ თორივით ძლიერი, ატარეთ და დალიეთ HeavyBubbles–ის მინერალური წყალი…”,- ამბობს თორი რეკლამაში.

 

 

არა, რაღაც აშკარად ისე ვერ არის!

აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი SodaStream–ის ნახელავია. პირველ გაურკვეველ რგოლს მოგვიანებით განმარტებითი ვიდეო  მოაყოლეს ქვესათაურით: “F**k plastic bottles.”

რეალურად, ეს სარეკლამო რგოლი დამაბნეველი და არადამაჯერებელი თავისი შინაარსის გამოა. გარდა ამისა, მსგავსი რამ უკვე ნანახი გვაქვს.  გახსოვთ ალბათ PEPSI–ის ჰანტელები, ბიცეფსების სავარჯიშოდ რომ მოიგონეს. HeavyBubbles–ს რომ თავი დავანებოთ , ისიც საკითხავია PEPSI-ს ჰანტელებმა გაამართლეს თუ არა.

მოკლედ, როგორც უკვე გითხარით, მეორე ვიდეორგოლში თორი ხსნის, რომ ეს სულაც არ არის ახალი დიზაინით შექმნილი, ვითომ სავარჯიშო ბოთლის რეკლამა. არა,  მითუმეტეს,  რომ ყველამ კარგად ვიცით (… და იმედია, ვიცით), რამდენად საზიანოა პლასტმასის ბოთლები გარემოსთვის.

საბოლოო ჯამში გაირკვა, თურმე  სუფთა გაზიანი წყლის დამზადება სახლში შეგიძლიათ SodaStream–ის სპეციალური დანადგარით. ანუ ამიერიდან არ მოგიწევთ 5 ლიტრიანი ბოთლების მაღაზიიდან სახლში ზიდვა იმ ილუზიით, რომ ეს ერთგვარი ვარჯიშია.

P.S  საპირველაპრილო ხუმრობაა, თუ ბუმბერაზი PEPSI-ის დაცინვა, ეს უკვე თქვენ განსაზღვრეთ, იქამდე კი იხილეთ SodaStream-ის რეკლამის სრული ვერსია.

 

Facebook–ს პირდაპირი ტრანსლირების ფუნქცია ექნება!

ჯერ არ შეგიკვეთავთ და პიცა უკვე გზაშია – Domino’s Pizza-ს ახალი აპლიკაცია აქვს